წარმატების II საიდუმლო. შეიმუშავეთ მიმართულების მკაფიო შეხედულება


ადამიანი, რომელსაც ნათელი მიზნები გააჩნია, წინ წაიწევს ყველაზე მძიმე გზაზეც კი.

ადამიანი, რომელსაც არანაირი მიზანი არ გააჩნია წინ ვერ წაიწევს ყველაზე დაუბრკოლებელ გზაზეც კი

ტომას კარლეილი

დაიჭირეთ თქვენი ოცნებები ჰაერში, სადაც ისინი ნისლში ლივლივებენ და მოახდინეთ მათი კრისტალიზაცია ნათელ, კონკრეტულ და ქაღალდზე დაწერილ მიზნებად. შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა შემდეგში მდგომარეობს: “თქვენ გახდებით ის, რის შესახებაც ბევრს ფიქრობთ”. ორი ფაქტორი რომლებიც სხვებთან შედარებით მეტად განსაზღვრავენ, თუ რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ამგვარია: რის შესახებ ფიქრობთ უფრო მეტად, და ამის შესახებ როგორ ფიქრობთ.

წარმატებული ადამიანები დროის ძირითად ნაწილს ფიქრობენ მიზნების შესახებ. შედეგად ისინი უწყვეტად მოძრაობენ ამ მიზნების მიმართულებით, და ეს მიზნები უწყვეტად მოძრაობენ მათკენ. რაზეც არ უნდა ფიქრობდეთ დროის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში, ამ რაღაცის მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად გაიზრდება. თუ მუდმივად საკუთარ მიზნებზე იფიქრებთ, მათ შესახებ ილაპარაკებთ და მოახდენთ მათ ვიზუალიზაციას, იზრდება იმისი ალბათობა, რომ ცხოვრებაში მიაღწევთ იმაზე გაცილებით, გაცილებით მეტს, ვიდრე საშუალო ადამიანი, რომელიც როგორც წესი, დროის მნიშვნელოვან ნაწილს ფიქრობს და საუბრობს თავის სხვადასხვა საზრუნავსა და პრობლემაზე.

აი თქვენ მარტივი და 7 ეტაპისაგან შემდგარი პროცედურა მიზნების შემუშავებისა და მიღწევის შესახებ – პროცედურა, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ იმისათვის, რომ გახდეთ მილიონერი:

პირველ რიგში, გადაწყვიტეთ ზუსტად, ცხოვრების თითოეულ სფეროში რა გსურთ, განსაკურებთტ ფინანსურ სფეროში. ადამიანების უმრავლესობა ამას არასოდეს აკეთებს.

მეორე, ნათლად და განსაზღვრულად ჩამოწერეთ თქვენი მიზნები ქაღალდზე, როდესაც მიზნებს წერილობით ფორმას მისცემთ, თქვენს თავსა და ხელს შორის რაღაც საოცარი ნაპერწკალი გაკრთება.

მესამე, დააწესეთ თითოეული მიზნისათვის საბოლოო ვადა. თუ რომელიმე მიზანი საკმაოდ სერიოზულია, დაუწესეთ მას შუალედური ვადები. დაუწესეთ საკუთარ თავს საკონტროლო ციფრები, საითკენაც უნდა მიილტვოდეთ.

მეოთხე, შეადგინეთ იმ ყველაფრის ჩამონათვალი, რისი მოფიქრებაც შეგიძლიათ იმ ქმედებათა სახით, რომელთა განხორციელებაც დაგჭირდებათ თითოეული მიზნის მისაღწევად. თუ თავში ახალი იდეები მოგივათ, დაუმატეთ საკუთარ ჩამონათვალს, სანამ იგი საბოლოო სახეს არ მიიღებს.

მეხუთე, გადააქციეთ თქვენი ჩამონათვალი მოქმედების გეგმად. დაადგინეთ, რისი გაკეთება გმართებთ თავიდან და რა უნდა განახორციელოთ მოგვიანებით. გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და რა – ნაკლებად მნიშვნელოვანი.

მეექვსე, დაუყოვნებლივ გადადით კონკრეტულ ქმედებებზე, შედგენილი გეგმის მიხედვით. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი შესანიშნავი მიზანი და გეგმა დარჩენილა რეალიზაციის გარეშე გადადების ან ან შეფერხებების გამო.

მეშვიდე, – და ეს, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანია – ყოველ დღე განახორციელეთ რამე მაინც, რაც უკიდურეს შემთხვევაში ერთი ნაბიჯით მაინც მიგაახლოვებთ თქვენი მიზნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანის მიღწევასთან. ამ ვალდებულებულების ყოველდღიური განხორციელება დაგეხმარებათ მოაღწიოთ ნამდვილ წარმატებას ნებისმიერ საქმეში, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ.

გთავაზობთ შემდეგი სავარჯიშოს გაკეთებას. აიღეთ ქაღალდის ფურცელი, ზემოთ დაათარიღეთ დღევანდელი რიცხვით და დააწერეთ სიტყვა “მიზნები”. შემდეგ შეადგინეთ 10 მიზნის ჩამონათვალი, რომლის მიღწევასაც ისურვებდით მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ჩაწერეთ თქვენი მიზნები აწმყოში – თითქოს უკვე წელიწადი გავიდა და ჩაფიქრებული უკვე შეასრულეთ. თითოეული მიზნის ფორმულირება დაიწყეთ სიტყვით “მე”, რომ მას მიანიჭოთ პირადული ხასიათი.

საკუთარი თავისთვის მომავალი წლისათვის 10 მიზნიანი ჩამონათვალის შედგენით, თქვენ მაშინვე ხვდებით იმ ექსკლუზიურ ჯგუფში, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაში შეადგენს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს. სამწუხარო ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 97%-ს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს შეუდგენია პირადი მიზნების ჩამონათვალი.

როგორც კი თქვენი 10-მიზნიანი სია მზად იქნება, ხელახლა გაიარეთ ის, საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი საკვანძო კითხვა: “ამ ჩამონათვალში ფორმულირებული რომელიმე მიზანი მოახდენს თუ არა მიღწევის შემდეგ ყველაზე დიდ პოზიტიურ გავლენას ჩემს ცხოვრებაზე?”

მოცემულ კითხვაზე პასუხის შემდეგ, შემოხაზეთ მოცემული მიზანი და აქციეთ პირველ ნომრად, ე.ი. მომავლისათვის ყველაზე მნიშვნელოვან მიზნად. დაადგინეთ მისი რეალიზაციის ვადა, შეადგინეთ გეგმა, მიიღეთ კონკრეტული ზომები ამ გეგმის მიხედვით და ყოველ დღე გააკეთეთ ისეთი რამ, რისი წყალობითაც ნაჩვენებ მიზანს მიუახლოვდებით.

აქედან მოყოლებული მთელი დრო იფიქრეთ და ისაუბრეთ მოცემული მიზნის შესახებ. იფიქრეთ და ისაუბრეთ იმის შესახებ, როგორ შეგიძლიათ მოცემული მიზნის მიღწევა. იფიქრეთ და ისაუბრეთ ყველა იმ სხვადასხვა ნაბიჯის შესახებ, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ ამ მიზნის რეალიზაციისაკენ. მოცემული სავარჯიშო მოახდენს თქვენი შემოქმედებითი სულისკვეთების სტიმულირებას, გაზრდის ენერგეტიკულ მუხტს განმუხტვას და შესაძლებლობას მოგცემთ თანდათანობთ გაათავისუფლოთ თქვენი პოტენციალის უფროდაუფრო მეტი ნაწილი.


პრაქტიკული სავარჯიშო

ყოველთვის იფიქრეთ ქაღალდზე. დაბრძანდით და დაიწყეთ თქვენი მიზნების ჩამოწერა, ასევე მათი მოქმედების გეგმის შედგენა. ამ ერთ სავარჯიშოს შეუძლია თქვენი იმ მილიონერად გახდომა, რომელმაც თვითონ გამოიმუშავა საკუთარი ფული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s