წარმატების I საიდუმლო. იოცნებეთ დიადზე


იოცნებეთ დიადზე; დიად ოცნებებს ხომ ადამიანის სულის შეძვრა შეუძლიათ

მარკუს ავრელიუსი

იმ მილიონერების პირველი საიდუმლო, რომლებმაც თავად გამოიმუშავეს საკუთარი ფული, მარტივია: იოცნებეთ დიადზე! მიეცით თავს ოცნების უფლება. მიეცით თავს უფლება, წარმოიდგინოთ და წარმოისახოთ ისეთი ცხოვრების დაწვრილებითი ფანტაზიები, როგორიც თავად გსურთ. იფიქრეთ იმაზე, რამდენ ფულს გინდათ შოულობდეთ და გქონდეთ საბანკო ანგარიშზე.

ყველა დიდი მამაკაცი და ქალი იწყებს ოცნებას რაღაც შესანიშნავსა და იმისგან სრულიად განსხვავებულის შესახებ, რაც მათ დღეს გააჩნიათ. ერთი ცნობილი ამერიკული სიმღერა ამბობს: “თუ გინდა, რომ ოცნება აგიხდეს, უნდა გქონდეს დიადი ოცნება”. ეს სიტყვები მართალია არა მხოლოდ ციტირებული სიტყვების ამერიკელი გმირისთვის, არამედ თქვენთვისაც, ზუსტად ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისათვის.

წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს არანაირი შეზღუდვა იმისა, თუ ვინ გინდა გახდეთ ან რა გინდათ აკეთოთ ცხოვრებაში. მხოლოდ წამიერად წარმოიდგინეთ, რას ფლობთ მთელი დრო, მთელი ფული, მთელი განათლება, მთელი გამოცდილება, მთელი მეგობრები, მთელი კონტაქტები, მთელი რესურსები და სხვა, რაც გჭირდებათ იმის მისაღწევად, რაც ცხოვრებაში გინდათ. თუ თქვენი პოტენციალი აბსოლუტურად შეუზღუდავი იქნებოდა, როგორ ცხოვრებას ისურვებდით თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის?

ივარჯიშეთ წარმოსახვაში “უკან მომავლიდან”. ეს ძალიან მძლავრი მეთოდია, რომელსაც მუდმივად აკეთებენ ის ქალები და მამაკაცები, რომლებიც მაღალ მაჩვენებლებს აღწევენ. ამგვარი აზროვნება დიდ გავლენას ახდენს თქვენს გონებასა და ქცევაზე. აი ასე მუშაობს მოცემული მეთოდი. გადაისროლეთ საკუთარი თავი 5 წლით წინ. წარმოიდგინეთ, რომ ხუთმა წელმა გაიარა და რომ თქვენი ცხოვრება იდეალურია ყველანაირი თვალსაზრისით. როგორ გამოიყურება? რას აკეთებთ? სად მუშაობთ? რამდენ ფულს გამოიმუშავებთ? რა თანხა გიდევთ ბანკში? როგორ ცხოვრებას ეწევით?

წარმოიდგინეთ ხანგრძლივი მომავლის პერსპექტივა. რაც უფრო ნათლად გამოჩნდება თქვენს წარმოსახვაში ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის სურათი, მით უფრო სწრაფად წაიწევთ წინ ამისაკენ და ისიც მით უფრო სწრფად მოვა თქვენთან.

როდესაც დახატავთ იმის ზუსტ  წარმოსახვით სურათს, ცხოვრებაში რისკენაც ისწრაფვით, გახდებით უფრო პოზიტიური, უფრო მოტივირებული და უფრო მტკიცედ მიაღწევთ იმას, რომ ეს წარმოსახვა სინამდვილედ აქციოთ.

თქვენ მოულოდნელად გაათავისუფლებთ საკუთარ ბუნებრივ შემოქმედებით პოტენციალს და მოიფიქრებთ უამრავ იდეას, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი ხედვის, დიადი ოცნების განხორციელებაში.

ნებისმიერ ადამიანს აუცილებლად აქვს ტენდენცია, იმოძრაოს მისი დომინირებული ოცნების, წარმოსახვისა და ხედვის მიმართულებით. ყოველთვის, როცა საკუთარ თავს დიადი ოცნების უფლებას აძლევთ, რეალურად ზრდით საკუთარ თვითშეფასებას, ამტკიცებთ საკუთარი ღირსების გრძნობასა და შეგაქვთ წვლილი იმაში, რომ უფრო მოსწონდეთ საკუთარ თავს და უფრო მეტად სცემდეთ თავს პატივს. მსგავსი ოცნებები აუმჯობესებს საკუთარ თავზე წარმოდგენას და ზრდის თვითრწმენას. მათ მიჰყავხართ თვითპატივისცემის პირადი დონის ზრდისაკენ, ასევე შინაგანი ღირსებისა და ბედნიერების გრძნობისაკენ. მაღალ ოცნებებში და დიად ხედვებში არის რაღაც, რაც შთაგვაგონებს და სტიმულს გვაძლევს, ვიმოქმედოთ და ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე ოდესმე წარსულში.

არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელსაც მუდმივად უნდა უსვამდეთ საკუთარ თავს და არაორაზროვნად პასუხობდეთ: “ რა არის ის ერთადერთი რამ, რის შესახებაც გავბედავდი ოცნებას, თუ დანამდვილებით მეცოდინებოდა, რომ წარუმატებლობას არ  განვიცდიდი?”

თუკი მოგცემდნენ ცხოვრების ერთი ნებისმიერი მიზნის წარმატების სრულ გარანტიას – დიდის ან პატარის, უახლოესის ან გრძელვადიანის – როგორი იქნებოდა ის? რაში მდგომრეობს ის ერთაერთი დიადი მიზანი, რაზეც გაბედავდით ოცნებას, თუკი დანამდვილებით გეცოდინებოდათ, რომ წარუმატებლობა არ გელით?

იმისგან დამოუკიდებლად, თუ რისკენ ისწრაფვით, ჩაიწერეთ ქაღალდზე და დაიწყეთ იმის წარმოდგენა, რომ ეს დიადი მიზანი უკვე მიღწეული გაქვთ. ახლა უკან მოიხედეთ იმ დროსა ად მდგომარეობაში, სადახ ახლა იმყოფებით. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ მიხვიდეთ იქ, სადაც გსურთ ყოფნა? რა ნაბიჯები უნდა გადადგათ? რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში? საიდან უნდა დაიწყოთ და რაზე უნდა თქვათ უარი? ვისთან ერთად ხართ? და ვინ უნდა იყოს თქვენს გევრდით? თუ თქვენს ცხოვრებაში ყველა ურთიერთობა იდეალურად დალაგდებოდა, როგორი იქნებოდა ის? იმისგან დამოუკიდებლად, რომ რაღაც სხვანაირად უნდა კეთდებოდეს, დღესვე დაიწყეთ პირველი ნაბიჯის განხორციელება.

ოცნება დიადზე – ეს საწყისი წერტილია თქვენი მიზნის, უფრო კონკრეტულად – ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად. იმისი ნომერ პირველი მიზეზი, თუ რატომ ვერასდეს აღწევს ხალხის უმრავლესობა მატერიალურ წარმატებას, მდგომარეობს შემდეგში: მათ თავში არასოდეს მოსდით, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. შედეგად, ასეთი პიროვნებები ვერასოდეს ბედავენ მცდელობასაც კი. ისინი არ ცდილობენ ამ შეჯიბრის სტარტზე გამოსვლასაც. ფულად საკითხებში ისინი აგრძელებენ წრეზე სიარულს, ფლანგავენ ყველაფერ იმას, რასაც გამოიმუშავებენ და უფრო მეტსაც კი. მაგრამ როდესაც ფინანსურ წარმატებასთან დაკავშირებით დიადი ოცნება გაგიჩნდებათ, მაშინვე იწყება საკუთარი თავისა და პირადი ცხოვრების აღქმის შეცვლა. იწყებთ სულ სხვა რაღაცეების კეთებას და მოქმედებას – ნელა-ნელა, თანდათანობით, სანამ თქვენი ცხოვრება მთელი მიმართულებით არ შეიცვლება უკეთესობისაკენ. ოცნება დიადზე – ეს არის საწყისი წერტილი ფინანსური წარმატების მისაღწევად და მილიონერად გადასაქცევად, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული.

პრაქტიკული სავარჯიშო

შეადგინეთ იმის ჩამონათვალი, რას გააკეთებდით ან რის გაკეთებას სცდიდით, თუ სრულიად გარანტირებული გექნებოდათ წარმატება. შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული ქმედების შესახებ და დაუყოვნებლივ შეასრულეთ იგი.

პ.ს. მონათესავე შინაარსის პოსტი იხ. აქ

14 thoughts on “წარმატების I საიდუმლო. იოცნებეთ დიადზე

  1. მომეწონა
    ძალიან პოზიტიურია
    და ოცნების ხასიათზე დამაყენა
    მე –ისედაც ესოდენ დიდი მეოცნებე
    ამაში კიდე წაქეზება მინდოდა?!🙂

  2. ვასას..
    26 წლის ხარ..
    ცხოვრობ ლონდონში..
    ხარ BBC-ს წამყვანი ჟურნალისტი..

    ღმერთო ჩემო, რა კარგია..🙂

  3. Pingback: როგორ შევიქმნათ მოტივაცია « Gijmaj-Press

  4. ის ფილმი გამახსენა the secret🙂 მარა მე რო აუ მაგას ვაკეტე რაი ვარ ჯერაც ნაგავში :)) ჰააა? ისე კარგადა დაწერილი და ისაა რა ჰქვია ძალას გაძლევს 🙂

  5. ვინც ვერ ვოცნებობთ და წარმოდგენა არ გვაქვს, როგორი შეიძლება იყოს იდეალური მდგომარეობა 5 წლის შემდეგ, რას გვირჩევდით :-შ

  6. თუ ოცნება არ შეგიძლია, რჩევის მოცემასაც აზრი არ აქვს.

    • მერე რა გიშლის ხელს? :)) ოცნება არც იბეგრება, არც იზომება, არც გამძიმებს…😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s