შესავალი: მიზეზისა და შედეგის კანონი


მასალას, რომლის შესწავლასაც აპირებთ, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ეს იდეები, დაკვირვებები და სტრატეგიები ფინანსური წარმატების ტრამპლინი გახდა მილიონობით ადამიანისათვის – ქალებისა და მამაკაცების, ახალგაზდების და მოხუცების, მდიდრებისა და ღარიბებისთვის. ეს პრინციპები მარტივი, ეფექტური და საკმაოდ ადვილია განსახორციელებლად. ისინი გამოცდილი, შემოწმებული და დადასტურებულია მრავალჯერ და თქვენთვისაც წარმატებით იმუშავებენ, თუ უბრალოდ კი არ შეისწავლით, არამედ პრაქტიკაში გამოიყენებთ და რეალურად დანერგავთ საკუთარ ცხოვრებაში.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. დღესდღეობით ნულიდან დაწყებით უფრო მეტი ადამიანი მდიდრდება, ვიდრე ოდესმე უწინ, ან იმაზე მეტი ვიდრე შეგვიძლია წარმოიდგინოთ. მიმდინარე მომენტში ამერიკაში ითვლება 7 მილიონზე მეტი მილიონერი, რომელთა უმეტესობამაც საკუთარი ფული თავად გამოიმუშავა, და ასეთი მდიდარი ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად 15-20 პროცენტით იზრდება. ჩვენთან არიან ისინიც, რომლებმაც გამოიმუშავეს არა უბრალოდ მილიონი, არამედ ათობით, ასობით მილიონობით დოლარიც კი, და გვყავს 200-ზე მეტი მილიარდელი, რომლებმაც ფული სხვის დაუხმარებლად გამოიმუშავეს. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში არასოდეს გვინახავს უზარმაზარი ქონების ასე სწრაფად დაგროვება.

აი საუკეთესო ახალი ამბავი. თითქმის ყველა ამ მდიდარმა ადამიანმა ნულიდან დაიწყო. ყველა იმის 90%-ზე მეტი, ვინც დღესდღეობით მატერიალურად მეტად უზრუნველყოფილია, სტარტი დაიწყო ცარიელი, ან თითქმის ცარიელი ჯიბით. საშუალოდ თითოეული მილიონერი, რომელმაც საკუთარი ფული თვითონვე გამოიმუშავა, 3.2-ჯერ გაკოტრდა ან თითქმის გაკოტრდა. შეძლებული ადამიანების უმეტესობას ბევრჯერ განუცდია მარცხი მანამ, სანამ საბოლოოდ მიაგნებდნენ იმ შესაფერის შესაძლებლობას, რომლის გადაქცევაც შეეძლებოდათ ფინანსურ წარმატებად. და ის, რომ უკვე გააკეთეს ასეული ათასები ან მილიონები იმ ადამიანებმა, ვინც გამდიდრდნენ, სრულიად შესაძლებელია თქვენც განახორციელოთ.

ადამიანის ბედის რკინის კანონი – ეს არის მიზეზისა და შედეგის კანონი. იგი მარტივია, მაგრამ ამავე დროს ყოვლისშემძლე. იგი ღაღადებს, რომ თითოეულ განსაზღვრულ შედეგს გააჩნია კონკრეტული მიზეზი. თითოეული ქმედებისათვის არსებობს მისი თანამდევი ეფექტი. ეს კანონი ამტკიცებს, რომ წარმატება შემთხვევის საქმე არ არის. ფინანსური წარმატება – ეს იმის შედეგია, რომ თანმიმდევრობით ასრულებთ სავსებით განსაზღვრულ, სრულიად კონკრეტული ქმედებებს და იმეორებთ მათ მანამ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ ფინანსურ დამოუკიდებლობას.
თავად ბუნება ნეიტრალურია. ჩვენს გარშემო არსებული ნამდვილი სამყაროსათვის, ბაზრისათვის ან ადამიანთა საზოგადოებისათვის სულ ერთია, ვის ან რას წარმოადგენთ. მიზეზისა და შედეგის კანონი ამტკიცებს შემდეგს: თუ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებენ სხვა წარმატებული ადამიანები, საბოლოო ჯამში იმავე შედეგთან მიხვალთ, რასაც ამ წარმატებულმა ადამიანებმა მიაღწიეს.

და თუ ამის კეთებას არ დაიწყებთ, ვერაფერ კარგს ვერ მიაღწევთ. ამის შესახებ აღნიშნული კანონი ამბობს, რომ იმ მილიონერების წარმატების საიდუმლოს შეწავლის შემდეგ, ვინც თავად გამოიმუშავეს საკუთარი ფული და მათი ცხოვრებაში განხორციელების შემდეგ გარდაუვლად მიიღებთ შედეგებსა და ჯილდოს, რომელიც ძალიან სცილდება იმ ჩარჩოს, რისი მიღწევაც აქამდე შეგეძლოთ.

მხოლოდ ერთი საჭირო რამ უნდა დაიმახსოვროთ. თქვენზე უკეთესი არავინაა, და თქვენზე ჭკვიანი არავინაა. ნება მომეცით ერთხელ კიდევ გაგიმეოროთ ეს სიტყვები. თქვენზე უკეთესი არავინაა, და თქვენზე ჭკვიანი არავინაა. სხვა ყველა აზრი ამოიგდეთ თავიდან. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მეტისმეტად იაფად “ჰყიდით” საკუთარ თავს, რის გამოც ვერ აღწევთ წარმატებას ზოგადად და უფრო კონკრეტულად – ფინანსებში, არის რწმენა იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ თქვენზე უკეთ, და ზედმიწევნით თქვენზე უკეთესები არიან. ეს ხომ მართალი არ არის.

ფაქტი ისაა, რომ მილიონერების უმრავლესობა, რომლებმაც თავად გამოიმუშავეს საკუთარი ფული – სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები არიან საშუალო დონის განათლებით, რომლებსაც ეკავათ საშუალო თანამდებობები და ცხოვრობდნენ საშუალო ადამიანების მეზობლად საშუალო სახლებში, დადიოდნენ სავსებით საშუალო მანქანებით. მაგრამ მათ შეძლეს იმის მიხვედრა, როგორ მოქმედებენ სხვა მატერიალურად წარმატებული ადამიანები, და დაიწყეს თანმიმდევრობით იგივეს კეთება მანამ, სანამ არ მიაღწიეს იმ ბრწინვალე შედეგებს. აქ არ არის არანაირი სასწაული და არანაირი შემთხვევითობა. და როდესაც დაიწყებთ იმგვარი მილიონერების მსგავსად ფიქრსა და ქმედებას, რომლებმაც თავად გამოიმუშავეს საკუთარი ფული, თქვენ დაიწყებთ იგივე შედეგებისა და კეთილდღეობის მიღებას, რასაც ეს ადამიანები იღებენ. აქ მიზეზისა და შედეგის კანონის უბრალო გამოვლინებას აქვს ადგილი.

მილიონერებს, რომლებმაც თავად გამოიმუშავეს საკუთარი ფული, აქვთ წარმატების 21 გასაღები, რომელსაც ქვემოთ განვიხილავ. თითოეული მათგანი აუცილებელია იმისათვის, რომ მიაღწიოთ მატერალურ დამოუკიდებლობას. შესაძლებლობის ან სურვილის არქონამ, რომ გამოიყენოთ ნებისმიერი ამ პრინციპებიდან, შეიძლება, სხვა ფაქტორების გარეშე, ძირი გამოუთხაროს ან საერთოდ გააქროს ყველა შანსი, მივაღწიოთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სრულ კეთილდღეობას.

კარგია ის, რომ შეგიძლიათ გაითავისოთ თითოეული ეს პრინციპი პრაქტიკული ვარჯიშით და მრავალჯერ გამეორებით მანამ, სანამ ისინი არ გახდებიან თქვენთვის ისეთივე ნამდვილები, როგორც ბუნებრივია ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. სწორედ ისევე, როგორც ისწავლეთ ველოსიპედით სიარული ან ავტომობილის მართვა, შეგიძლიათ შეისწავლოთ იმ მილიონერთა წარმატების საიდუმლოებები, რომლებმაც თავად გამოიმუშავეს საკუთარი ფული, და გამოიყენოთ ისინი თქვენს ცხოვრებაში. და ამ შემთხვევაში არ არსებობს საზღვარი იმ გამონაკლისის გარდა რომელსაც თავად დაუწესებთ საკუთარ თავს, საკუთარი აზროვნებით. ახლა კი გავუდგეთ გზას.

One thought on “შესავალი: მიზეზისა და შედეგის კანონი

  1. ძალიან ძალიან საინტერესოა. ყოჩაღ !!!

    ის ძალიან კარგად მომხვდა გულზე, რომ დღესდღეობით ვინცაა მდიდარი ყველამ ნულიდან დაიწყოო, რაღაც სტიმულივით მომცა : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s