ბრაიან ტრეისი, წინასიტყვაობა


ბრაიან ტრეისი

მილიონერების წარმატების 21 საიდუმლო

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას უფრო სწრაფად და იოლად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ

წინასიტყვაობა

ეს წიგნი 15 წლის კვლევების, შესწავლისა და პირადი გამოცდილების შედეგია ისეთი ფართო თემის შესახებ, როგორიცაა მილიონერები, რომლებმაც თავად გამოიმუშავეს საკუთარი ფული. შემდეგი გვერდები შეიცავენ საკვანძო იდეებსა და სტრატეგიებს, რომელიც გამოვავლინე ასობით წიგნისა და ათასობით სტატიის კითხვის შედეგად, რომლებიც ეხებოდა სიმდიდრის დაგროვებას. მთელი ეს იდეები და სტრატეგიები აქ წარმოდგენილია მარტივი, შემოწმებული, დადასტურებული და მუშაობისათვის ხელსაყრელი სახით – იმგვარად, რომ დაუყოვნებლივ შეძლოთ მათი შესწავლა და გამოყენება.

როდესაც პატარა ვიყავი და კალიფორნიის ქალაქ პომონაში ვიზრდებოდი, მე ვცხოვრობდი სახლში, სადაც ბევრი ფული არასოდეს გააჩნდათ. მქონდა ოცნება, საიდუმლო ფანტაზია – 30 წლის ასაკში გავმხდარიყავი მილიონერი. დარმწუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეთი ოცნება უტრიალებს თავში ადამიანთა უმრავლესობას. თუმცა, როდესაც 30 წელი შემისრულდა, ჩემი ჯიბე ისევე ცარიელი იყო, როგორც 20 წლის ასაკში. ამიტომ მე გავაკეთე ის, რამაც სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. დავიწყე კითხვის დასმა, რატომ არის ადამიანების ერთი ნაწილი სხვაზე წარმატებული და სარგებლობს მეტი კეთილდღეობით. განსაკუთრებით მინდოდა მცოდნოდა, როგორ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი იწყებს ისე, რომ სულს იქით გროშიც არ აბადია, საბოლოოდ კი მილიონერი ხდება. ამ კითხვამ მაიძულა პასუხების ძიება, რომლებმაც, თავის მხრივ, ამ წიგნის დაწერამდე მიმიყვანა.

ფოკუს ჯგუფად ამოვირჩიე ის მილონერები, რომლებმაც თავად გამოიმუშავეს საკუთარი ფული, რამდენადაც ამ ხალხმა მოახდინა განსაკუთრებული თვისებებისა და ქცევის ელემენტების დემონსტირება, რომლებიც მკვეთრად ექვემდებარება როგორც დაკვირვებას, ასევე გაზომვას. ყველა მათგანმა დაიწყო ნულიდან და მიაღწია მილიონობით დოლარში გამოხარულ განსაცვიფრებელ ნიშნულებს იმის შედეგად, რომ თანდათანობით სავსებით განსაზღვრული საშუალებებით ასრულებდნენ სავსებით განსაზღვრულ ქმედებებს.

თუმცა, მე გავიგე შემდეგი: ცხოვრებაში დიდ წარმატებას რომ მიაღწიო, უნდა გახდე განსაკუთრებული, სპეციფიკური სახის ადამიანი. უმრავლესობაზე ასამაღლებლად უნდა განავითაროთ ისეთი თვისებები და უნარები, რომელიც საშუალო ადამიანს არ გააჩნია.

დიდი ფინანსური წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არც ფულია, არც თავდაპირველი კაპიტალი. მთავარია – როგორი პიროვნება უნდა გახდეთ, რომ გამოიმუშავოთ ასეთი დიდი ფული და შემდეგ მოახერხოთ ამ დონის შენარჩუნება.

აქ გადმოცემული “წარმატების საიდუმლოებები” წარმოადგენენ გრძელვადიანი, დიდი წარმატების გასაღებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში იმისგან დამოუკიდებლად, გამოიმუშავებთ თუ არა დიდ ფულს ამჟამინდელი საქმიანობის დროს. ეს პრინციპები იმდენად ძლიერებია, რომ მათი გამოყენება შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, რომელსაც მართლა მიელტვით. აქ აღწერილი მეთოდებიდან ბევრი შეიძლება ნაცნობად მოგეჩვენოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ასობით წლის განმავლობაში ისინი მრავალჯერ გაიხსნა, განახლდა და  ისევ გაიხსნა. საკუთარ თავს უფრო ვუყურებ, როგორც იმ ადამიანს, რომელიც წარმატების ბუნებას სწავლობს – ე.ი. მკითხველს, მკვლევარს, სინთეზატორს და დიდი იდების მქადგებელს – ვიდრე შემქნელს ან აბსოლუურად ახალი კონცეფციის შემოქმედს. მჯერა იმისა, რასაც ეკლესიასტე ამბობს: “არაფერია ახალი მზისქვეშეთში”

რამდენადაც ამ წიგნს კითხულობთ, მესმის, რომ ერთ-ერთი უდიდესი მიზანი, რომელსაც ცხოვრებაში ისახავთ, ასეთია: გახდეთ გამოჩენილი ადამიანი, რომელიც მუდმივად ახდენს საკუთარი პოტენციალის უფროდაუფრო მეტად რეალიზაციას. აქ აღწერილი წარმატების თითოეული გასაღები დაგეხმარებათ უფრო სწრაფად სვლაში იმ შესანიშნავი ცხოვრებისკენ, რომელიც სავსებით შესაძლებელია თქვენთვის. გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s