ორი ქართული მარაზმი


შეიძლებოდა ამ ფოტოების უკომენტაროდ დადებაც, მაგრამ ძნელია ცდუნებას გავუძლო🙂 ორივე თბილისის ქუჩებშია გადაღებული და არეული თანამედროვეობის ნათელი მაგალითია.
გაინტერესებთ, როგორ შეიძლება აწარმოო ეფექტური მარკეტინგი და გაყიდო პროდუქცია? თუ ფიქრობ, რომ ამისთვის სპეციალისტის დაქირავება, სტრატეგიის შემუშავება გჭირდება, ძალიან ცდები. თურმე ისიც საკმარისია, რომ ხალხმრავალ ადგილას გამოკიდე პატარა აბრა, დაესევა ხალხი, შენს წიგნს თუ არა კაფეს მაინც… ნებისმიერ შემთხვევაში შემოსავალი იზრდება… (?)

ეს კიდევ მარაზმმადიდებლობის მორიგი გამოვლინებაა.

რომ დავინახე, ჯერ თვალებს არ დავუჯერე, გავჩერდი და მეტი ყურადღებით დავაკვირდი. მერე მივხვდი, რომ თვალი არ მატყუებდა და….
როდემდე უნდა ეძებდეს ქართველი ერი ყველაფერზე კურთხევას? ისეთი ტავისუფალი შემოწმედებითი სივრცე, როგორიც კინოა, რატომ უნდა განიცდიდეს რელიგიის გავლენას? ძალიან მომბეზრდა ამ თემაზე წერაც და კითხვაც, მაგრამ როდესაც მსგავს “დეტალებს” ვაწყდები ყოველდღიურ ცხოვრებაში, გულგრილად ვერ ვუვლი გევრდს.
როდესაც რელიგიის გავლენაზე ვსაუბრობთ, უფრო კონკრეტულად კი – ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ყველაფრის კურთხევა გვახსენდება ხოლმე. რომ თურმე პატრიარქს უკურთხებია მაღაზიის გარეთ ეკლესის გამოსახულების სტიეკრების გაყიდვა, ან არამართლადიდებლების განკითხვა, ან მანქანის მაკურთხებელი, ან… მაგრამ მოგწონთ? მე – არა. ეს თუ მარკეტინგული ხრიკია, მით უფრო სამწუხაროა. იმიტომ, რომ ეკლესიაზე, მისი წარმომადგენლების შეხედულებებზე დამოკიდებულება საზოგადოების მასობრივ უპასუხისმგებლობად მიმაჩნია – მას არ აქვს განსაზღვრული ღირებულებათა სისტემა და ორიენტირები.
ამ საკითხის მეორე მხარე ისაა, რომ ის, ვინც განცხადებას მსგავსი ფრაზებით “ამკობს”, ღირებულს ვერაფერს შექმნის. ეს იქნება დროის მოკლე მონაკვეთში გაელვებული ფილმი, რომელიც უსწრაფესად დაავიწყდება მაყურებელს. ვინუგეშოთ ამით თავი? არა მგონია. იმიტომ, რომ ეს უკვე მასობრივი მოვლენაა და კიდევ უფრომეტი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გააფუჭებს ისედაც დაღუპულ ქართულ გემოვნებას.
გამოსავალი? ორგანიზებული პროტესტი მსგავსი სისულელეების წინააღმდეგ. რწმენის კი არა, უპიროვნობის, უ-აზრობის, უ-პასუხისმგებლობის, უ-ლოგიკობის წინააღმდეგ. ძალა ერთობაშიაო, ამ შემთხვევაშიც ასეა, ვცადოთ?

4 thoughts on “ორი ქართული მარაზმი

  1. au, es orive vici : )) pirveli foto chems saxlTanaa, melikishvilze : )))
    da meores plakatebi yvelganaa gamokruli. yvelaze metad imaze vgadaob, rom es “gamis maniaki 2”-ia, anu “gamis maniaki 1” ukve gadaiges : ))) premeiria rogor gamomeparaa : )))))))))

    • შენ კი არა, ნახევარ მსოფლიოს გამოეპარა. რომ გაეგოთ სექსი დიდ ქალაქში 2-ზე ვინ მივიდოდა :))))

  2. საზიზღრობაა.
    მეც დავიღალე იგივე თემაზე ლაპარაკით, მაგრამ მეც ვერ ვუვლი გვერდს ეგეთ შემთხვევებს ისე, რომ ნერვები არ ამეშალოს.

  3. რადგან ნერვები გეშლებათ და წერტ ესეიგი გაწუხებთ და ჯერ არ მოგბეზრებიათ და ისაა…ბლოგი აკურთხებინე შე ქრისტესძვლისმკვნეტელო?:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s