ფილმი და პოლიტიკა


თუ გინდა რომ შენს შვილს ნორმალური ფსიქიკა და რეალობის ადეკვატური აღქმის უნარი განუვითარდეს, Command Performnace-ს მოარიდე. აქ ბევრია ძალადობისა და სისხლისღვრის ამსახველი სცენები, სადაც მთავარი გმირი დიდ სიამოვნებას იღებს. გარდა ამისა, მკვლელობისადმი შემოქმედებითი მიდგომაცაა გამოჩენილი: ნახავ, თუ როგორ შეგიძლია მოუსწრაფო სიცოცხლე ადამიანს არატრადიციული გზით – ელექტროგიტარით ან დასარტყამი ჯოხებით. ვინმესთვის ეს შეიძლება მისაღები იყოს, ჩემთვის კი სრული იდიოტობაა. რაც მთავარია, მთელი ფილმი სისხლში ცურავს, დაუნდობელი სასაკლაოს აღწერაა. ორიგინალობითა და სიუჟეტის განვითარების მხრივაც გვარიანად მოიკოჭლებს – მისი მიზანი დოლფ ლუნდგრენის კუნთებისა და მამაკაცური მომხიბვლელობის დემონსტრაცია უფროა, ვიდრე რაიმე ღირებულის შექმნა.

მაშ, რატომ მივაქციე ყურადღება? პირველ რიგში იმიტომ, რომ დოლფ ლუნდგრენი აქ “კარგი ბიჭის” როლს თამაშობს. ბავშვობიდან იგი დამამახსოვრდა როგორც ანტიგმირი – ივან დრაგოს როლის შემსრუელბელი. ახლა კი მესიის მანტია მოირგო. მერე რა, რომ მუსრი გაავლო ადამიანების დიდ ჯგუფს – ისინი ხომ ტერორისტები არიან! ამიტომ მათი სიკვდილი ცოდვა კი არა, ცხონებაა. იმასაც არა უშავს, რომ ფილმში მისი პერსონაჟი ჯო ბოლდება – გმირებს ყველაფერი ეპატიებათ. მშვენიერი მაგალითია ბავშვებისათვის, ჯერ მოწევენ რაღაცას, შემდეგ კი ხელში მოხვედრილი პირველივე ნივთით დაიწყებენ სხვების დასახიჩრებას. მისაბაძი საქციელია, რას იტყვით?

ფილმის მეორე საყურადღებო ფაქტორი არის მისი პოლიტიკური პოზიცია. მოკლე შინაარსი: მოსკოვში ამერიკელების მიერ გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე ყოფილი გენერლის ფანატიკოსი ვაჟი მძევლად აიყვანს რუსეთის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკელ ვარსკვლავგოგონას. სხვა ვინ გაათავისუფლებს მათ, თუ არა ყოფილი ბაიკერი ჯო, ოღონდ – რუსეთის უშიშროების ახალგაზრდა აგენტთან ერთად. წამყვანი ადგილი მაინც ამერიკელს ეკუთვნის, რუსი მხოლოდ ეხმარება. უფრო ადრეულ ამერიკულ ფილმებში რუსები ღირსებადაკარგულ უტვინო მოძალადეებად არიან გამოყვანილი. საჭიროა სასტიკი მანიაკი ან ნარკობარონი? ან ჩლუნგი ტიპი? ან სისხლისმსმელი სამხედრო ოფიცერი? უსუგულო დაცვის თანამშორმელი? ან გამოუსწორებელი სადისტი? ყველაფერი ეს ცალ-ცალკე ან ერთდროულად შეიძლებოდა განსხეულებულიყო რუსი ეროვნების პერსონაჟში. რემბო-3 მთელი ფილმის განმავლობაში რუსებს ებრძვის და “ნაბიჭვრებს” ეძახის. Command Performance-ში კი რუსი აგრესორიდან მოკავშირედ იქცევა. გასაკვირია, არა?

ამოვიდეთ იმ მოსაზრებიდან, რომ თანამედროვე კინემატოგრაფია პოლიტიკური გარემოს დიდი გავლენას განიცდის, განსაკუთრებით ეს ეხება ამერიკულ კინოს.
შევხედოთ ფილმის გადაღების თარიღსაც – 2009 წელს, როცა ჩავლილია 2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთმა აიძულა სხვა ქვეყნები გადაეხედათ საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიისათვის; როცა ძალთა ბალანსი შეიცვალა; როცა ევროპელი პოლიტიკოსები შეშფოთებული არიან არსებული მდგომარეობით და გამოავალს ეძებენ; როცა ყალიბდება ახლებური მიდგომები და მოქმედების გეგმები.

ამ ფონზე გასაკვირი აღარ ხდება ფილმის პოლიტიკური პლატფორმაც, რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზეც აისახება – ერთი მეორის სარკეა, ან პირიქით.

მოკლედ, “დეტალები”, რომლებსაც მსგავსი ტიპის ფილმები შეიცავენ, ერთგვარი ინფორმაციის წყაროა. ისინი ზოგჯერ უფრო ახლოს არიან რეალობასთან, ვიდრე ხანგრძლივი ანალიზის შედეგები. მთავარია მათი “წაკითხვა” შეგვეძლოს.

პ.ს. თუ გხიბლავთ ფილმები, სადაც იდეის სიღრმის ან მახვილგონივრობის ნატამალიც არაა, მაშინ შეგიძლიათ Command Performance-ით ტკბობას მიეცეთ!😀 წარმატებას გისურვებთ😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s