როგორ (მო)ვიპოვოთ სტიპენდია


განათლების დაფინანსება ნებისმიერი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტის პრობლემაა. იწვალებ, ჩააბარებ ტესტებს, ჩაირიცხები სასურველ უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის გადასახადი იმხელაა, რომ შეუძლებელი ჩანს პირადი დანაზოგით, ხელფასით ან სხვა საშუალებით გადახდა. სტიპენდიის მოპოვების უამრავი საშუალება არსებობს, ასე მაგალითად:

1. დაგუგვლა. ეს უნივერსიტეტის გადასახადის პოვნის ყველაზე მარტივი გზაა. მთავარია სწორად შეარჩიო საძიებო სიტყვები და ყრადღებით გაეცნო ძებნის შედეგებს. გუგლი ინტერნეტში არსებუულ უამრავ ინფორმაციას შემოგთავაზებს, დაწყებული ძალიან ზოგადი მონაცემებიდან სტიპენდიის შესახებ, დამთავრებული კონკრეტული დარგისათვის განკუთვნილი გრანტებით. ისღა დაგრჩენია, რომ ყოველი გვერდი წაიკითხო და შენთვის სასარგებლო ამოარჩიო. დამქანცველი სამუშაოა, მაგრამ ღირს!

2. სტიპენდიების საძიებო საიტებზე დარეგისტრირება, როგორიცაა მაგალიტად Fastweb. ეს არის ძირითადად ამერიკული უნივერსიტეტბის სტუდენტებისათვის განკუთვნილი და ინფორმაცია ახლდება ყოველკვირეულად, ან უფრო ხშირად.

3. იაჰუ/გუგლის იმ ჯგუფებში რეგისტრაცია, რომელთა საშუალებითაც სტიპენდიების შესახებ კონკურსები ცხადდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი შესაძლებლობის შესახებ დროულად გაცნობებენ.

4. სხვადასხვა ფონდების ვებსაიტების ნახვა. ზოგიერთი მათგანი პერიოდულად აცხადებს ხოლმე კონკურსს სასწავლო/კვლევითი გრანტებისათვის, ისე რომ ეს თანხა საკმარისია 1 წლის ან მეტის გასატარებლად უნივერსიტეტში

5. არჩეული უნივერსიტეტის ვებგვერდის შემოწმება. ხშირად ისინი გამოყოფენ გარკვეულ თანხებს სტუდენტების სწავლის და/ან საცხოვრებელი ხარჯების დასაფარავად. დაუკავშირდი ფინანსური დახმარების განყოფილებას და ჰკითხე აქვთ თუ არა სტიპენდიები უცხოელი სტუდენტებისათვის

6. საკუთარი განათლების სამინისტროსთან კონტაქტი. ე.წ. პრეზიდენტის ფონდი გამოყოფს სამაგისტრო სტიპენდიებს ყოველწლიურად.

7. სხვადასხვა კონფერენციებზე, სტუდენტთა შეხვედრებზე დასწრება. ეს ინფორმაციის გაცვლის შესანიშნავი საშუალებაა

8. საინფორმაციო სესიებზე დასწრება – საგანმანათლებლო კონსულტაციის ცენტრი ხშირად აკეთებს მსგავსი სესიების ორგანიზებას მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა უნდა. მას შეიძლება ესწრებოდეს ფონდების, საელჩოების წარმომადგენლები, ან სტუდენტები, ვინც ადრე რაიმე გზით სტიპენდიის მოპოვება მოახერხა. ჰკითხე მათ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ

9. გამოიყენე ნებისმიერი კონტაქტი, იქნება ეს მეგობარი, ლექტორი, მასწავლებელი, თუდაც ტაქსის მძღოლი როგორც ინფორმაციის წყარო. მათ შეიძლება სასარგებლო რჩევა მოგცენ.

10. პერიოდულად იკითხე ეს ბლოგი. თუმცა ინგლისურადაა, მაგრამ მაინც ბევრ ინფორმაციას ნახავ უნივესიტეტების, კონკურსების, ან დაფინანსების წყაროების შესახებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s