ძველი სახლი, არც ისე ახალი ფიქრები


ქუჩაში ღამით თვალი ერთმა ფანჯარამ მომტაცა. ოთახში ნათურა ბრდღვიალებდა, ამიტომ გაწეული ფარდიდან კარგად მოჩანდა მისი ნაწილი: ეს იყო შუა ხანს გადაცილებული ქალის ჭაღარა თავი, გახუნებული კედელი და უზარმაზარი, ძველებურ ჩარჩოში ჩასმული სურათი. შავთეთრი გამოსახულება საშუალო ასაკის ადამიანს ეკუთვნოდა, ალბათ სახლის პატრონის დედას ან ბებიას. ახლა ასეთ ფოტოებს აღარ აკეთებენ. ამ მცირე მონაკვეთის დანახვაც კი საკმარისი იყო, რომ წარმოდგენა შემქმნოდა მის მფლობელზე – საშუალოზე დაბალი შეძლების ოჯახი, რომელიც უფრო წინაპრის დანატოვარს იყენებს და ხარჯავს, ვიდრე საკუთარს ქმნის. ასეთები ჩვენთან ძალიან ბევრნი არიან. ცხოვრობენ მემკვიდრეობით მიღებულ სახლებში, წუწუნებენ მთავრობისა და გაუსაძლისი ყოფის შესახებ; მისტირიან ძველ კარგ დროს, როცა ასანთი 1 კაპიკი ღირდა და საზოგადოებრივ სასადილოში 3 მანეთად შეიძლებოდა მუცლის კარგად ამოყორვა. ეს ხალხი ოჯახის სარჩენად ახლა წელებზე ფეხს იდგამს, მაგრამ მაინც არ აქვთ სამარისი ფული, ხშირად თვიდან თვემდე არ ჰყოფნით დ იძულებული არინ ახალი ვალები აიღონ. მისდევენ დიდი ხნის წინ გათელილ ბილიკებს, აზროვნებენ ოდესღაც დაკანონებული ჩარჩოებით და თუ ვინმე ისეთი გამოერია, რომელმაც ახლის ძიება მოინდომა, მთელი სანათესაოს ტრაგედია გახდება.

სახლში, სადაც ფარდა გადაწეული იყო, ძველი ავეჯი იდგა, ალბათ ბოლო 30 წლის განმავლობაში – შეუცვლელად. ეტყობოდა, რომ ეს იყო ტრადიციული, პატიოსანი ოჯახი (ამ სიტყვების არასახარბიელო გაგებით), დადგენილი წესრიგის ერთგულად მიმდევარი. აქ სტუმარს სიამაყით აჩვენებენ ფოტოალბომებს და უყვებიან ისტორიებს ბებია-ბაბუების საგმირო თავგადასავლების შესახებ… მოკლედ – ეს ოჯახი-მასაა, ყოველგვარ ინდივიდუალობას მოკლებული. მსგავს სახლებში ხშირად შეხვდებით წარსულით ცხოვრების უტყუარ ნიმუშებს – სურათებს, ფოტოებს, ძველებურ ნივთებს – გამოსაჩენ ადგილას დადებულებს. ეს ნიშნავს, რომ მასპინძელს დაკარგული აქვს აწმყოს შეგრძნება, ე.ი. მომავალიც არ გააჩნია… ასეთ ხალხთან ურთიერთობა საინტერესოც არ არის, რადგან ყოველგვარი სიტუაციისათვის მორგებული სიტყვა-პასუხი ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი; მათი ქცევები, ფიქრები, ფრაზები ადვილად პროგნოზირებადია. სანამ პირს გააღებენ, მანამდე იცი რას გიპასუხებენ დასმულ კითხვაზე. მათი შეხედულებები სიკეთესა და ბოროტებაზე, კარგსა და ცუდზე მეტად მარტივია, აკმაყოფილებთ ყველაფერი, რაც მათ პრიმიტიულ წარმოდგენებს ცხოვრების შესახებ შეესაბამება და რაღაც სხვის, ახალის საძიებლად თავს არ იწუხებენ. უფრო მეტიც, იმის გაფიქრებაც არ შეუძლიათ, რომ არსებობს რაღაც ალტერნატივა. მოკლედ, ეს მუშა ანუ შემსრულებელი ადამიანები არიან. ისინი კაცობრიობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ და რომელიმე მათგანის, ან თუნდაც მთელი ჯგუფის გაქრობაც რეალურ დანაკლისს არ ქმნის – მათ ადგილას დაუყოვნებლივ ჩნდებიან ზუსტად იდენტური ადამიანი-მასები. ვიღაცამ იწვალა, რომ აშენებულიყო ის სახლი, სხვამ მთელი ცხოვრება შეალია მის მოწყობას, რათა შემდეგ რომელიღაც შთამომავალი იქ, მისი სურათის ქვეშ ტელევიზორს მიშტერებოდა და მეზობელთან ქვეყნის ამბებზე ეჭორავა!…

თუმცა არსებობენ მეორე ტიპის – შემოქმედი ადამიანები. ისინი თავქუდმოგლეჯილები გარბიან მსგავსი სახლებიდან რაც შეიძლება შორს, უარყოფენ წინაპართა შეხედულებებს და აშენებენ ახალ, ემოციურ, თამამ, რევოლუციურ სამყაროს; საფუძველს უყრიან ცვლილებებს; თავიანთი ექსპერიმენტებით არყევენ დამკვიდრებულ ნორმებს და აიძულებენ საზოგადოებას, მოიქცეს და იაზროვნოს ახლებურად.

ხშირად მათ “გიჟებს” უწოდებენ, თუმცა დედამიწა მაინც ბრუნავს!!!😉

“იქნებ არ უნდა არსებობდნენ ფოტოები. მაშინ არც არაფერი იქნებოდა დასავიწყებელი”… ფოტოსურათი – გახანგრძლივებული მეხსიერებაა. ერთ მშვენიერ დღეს მოვა ვინმე ახალგაზრდა მეამბოხე და კედელზე მიჭედებულ პორტრეტს ჩამოხსნის, ოთახს სხვა ფერად გადაღებავს, მას კი, უკეთეს შემთხვევაში, სარდაფში მიაგდებს… მერე მეხსიერებაც ისევე გაიცრიცება, როგორც ძველი სახლის მოწყენილი კედლები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s