ვერელი ოსტატი ისაკა


ფილარმონიიდან რუსთაველისკენ გზას რომ დაუყვები, მარჯვენა მხარეს სახლის კედელზე ქვის მცირე სტელლაა მიკრული. ზედ ძველებურ კეპიანი ქუდით დაფარული, ასაკოვანი მამაკაცის გრძელკისერა პროფილია ამოტვიფრული. იქვე ქვის ასოებითვე აწერია: “ვერელი ოსტატი ისაკა”. არც გვარი, არც ცხოვრების წლები, არც სხვა სახის ინფორმაცია. მხოლოდ სამი იდუმალი სიტყვა, რომლებიც უამრავ კითხვას ბადებენ:
– ვინ იყო ისაკა? რისი ოსტატი იყო? რა გააკეთა ისეთი, რაც ხალხმა (ან სახელმწიფომ) ასე დაუფასა? როდის ცხოვრობდა?…

ყოველ დღე უამრავი ადამიანი გულგრილად უვლის გვერდს ვერელი ოსტატის მცირე მემორიალს. არავინ ჩერდება და კითხულობს, თუ ვინ იყო ეს კაცი. ქვიდან იმზირება ვიღაცის ამაყი პროფილი. ცხოვრება გრძელდება, მაგრამ ქვის ეს პატარა ნაწილი უცვლელად ინარჩუნებს ადგილს. რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ ამ ადგილის შეკეთება დაიწყო. განაახლეს შენობის ძველი კედლები, დააგეს ახალი ფილაქანი, დააყენეს თანამედროვე განათება. ერთადერთი ცვლილება, რაც ისაკას მემორიალმა განიცადა, მისი განახლება იყო. ქვა გააპრიალეს, გაასუფთავეს და ჩვეულ ადგილს დაუბრუნეს.

ისაკა ალბათ რაღაცით გამორჩეული ძველი თბილისელი მოქალაქე იყო, სავარაუდოდ ებრაელი. როგორც ამბობენ, უწინ ქალაქს სხვანაირი პეწი ჰქონდა, რომელსაც ისაკასნაირი ადამიანები აძლევდნენ. მათი შინაგანი კულტურა, თავაზი და სიტყვა-პასუხი, თავდაჭერა, საქმისადმი სიყვარულით დამოკიდებულება, სხვებისადმი თანადგომა თავისებურ ლაზათს აძლევდა ცხოვრებას. ისაკასნაირი ხალხი იყო ძველი თბილისის ისტორიის შემოქმედი, ღირებულებათა დამცველი. ახლა მიაჩნიათ, რომ ასეთი ხალხი დღესდღეობით აღარ არსებობს, წარსულთან ერთად გაქრა. მაგრამ არ მჯერა. მგონია, რომ ასე პესიმისტები ფიქრობენ. ისინი კარგად თუ მიმოიხედავენ, შეამჩნევენ სიკეთესაც, თანადგომასაც, პროფესიონალიზმსაც, მაღალ გრძნობებსაც, კოლორიტულ პიროვნებებსაც…

თუმცა ეს ყველაფერი მაინც არ პასუხობს კითხვას – ვინ იყო ვერელი ოსტატი ისაკა? ეგებ რომელიმე ასაკოვან მეზობელს ახსოვდეს, ან ადგილობრივ ფოლკლორისტს, ან ხელოვნების/ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელს. უნდა იყოს ვიღაც, ვინც ისაკას ისტორიას მოუყვება თბილისელებს. ის ხომ თანამედროვე ქალაქის შეუმჩნეველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია და საბუთი იმისა, რომ დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან!

One thought on “ვერელი ოსტატი ისაკა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s