ყვითელი ქალბატონის ამბავი


ავტობუსში ჩემი ყურადღება ერთმა ქალმა მიიპყრო. უზარმაზარ მუცელზე ასევე უზარმაზარი მკერდი დასთიმთიმებდა. უფრო ზემოთ რომ ავაყოლე თვალი, ორი ოქრის ჯაჭვი ზედ ჩამოკონწიალებული კულონითა და ჯვრით დავინახე. მერე კიდევ მეტი ყურადღებით შევათვალიერე. მარჯვენა ხელზე საკმაოდ მსხვილი სამაჯური ეკიდა. ოქროსფრად ბრჭყვიალებდა. მნახველს ძვირფასი ლითონისა ეგონებოდა, მაგრამ მცირეოდენი დაკვირვების შემდეგ მიხვდებოდა მის უბრალოებას. მასთან ერთად კულონის საკიდიც ყალბად გამოიყურებოდა. სიფრიფანა მრგვალი ფირფიტა შეუსაბამოდ მსხვილ გრეხილზე ეკიდა. ქალის ჩაცმულობაც ხაზს უსვამდა მის სოციალურ კუთვნილებას და ეკონომიკურ სიდუხჭირეს – კარგად ნახმარი იაფფასიანი ტანსაცმელი ეცვა. ფეხსაცმელს გამძლესა და მოხერხებულს ატარებდა. საყურეც ოქროსფერი იყო, თუმცა კიდევ უფრო თვალშისაცემად უბრალო. მოკლედ, ეს ქალი თავიდან ფეხებამდე ყალბი იყო. თუმცა, აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან უნდოდა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა. ერთი შეხედვით მართლა შეიძლებოდა გაოცება მის სხეულზე გამოფენილი ოქროს ასეთი სიუხვით, მაგრამ შემდეგ ასევე დიდი იყო იმედგაცრუება…

ვინ არის ეს ქალი, არ ვიცი, თუმცა მსგავსი ბევრი მინახავს – გარეგნული ეფექტურობით ან ყალბი აქსესუარებით ცდილობენ შექმნან საზოგადოებაში იმისაგან განსხვავებული წარმოდგენა, ვიდრე სინამდვილეში არიან. ჩაცმულობა, ქცევა – მხოლოდ ინტერიერია. როგორც კი ამ ყალბ თოჯინებს მიუახლოვდები, მაშინვე მყვირალა სინამდვილეს შეეფეთები. ეს ძალიან ჰგავს მარტინ იდენის ამბავს, პირველად რომ მივიდა რუთის სახლში. თვალი კედელზე ჩამოკიდებულმა სურათმა მოსტაცა – გემი აბობოქრებულ ზღვას ებრძოდა. ყველაფერი მეტად ცოცხლად და რეალისტურად იყო გადმოცემული, მაგრამ როდესაც აღფრთოვანებული მარტინი ნახატს მიუახლოვდა, თვალწინ დადღაბნილი საღებავების გროვა შერჩა. იმედგაცრუება პირველად შექმნილ ეფექტზე არანაკლები აღმოჩნდა…

გარეგნულ ბრწყინვალებას მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ იგი შინაგანი მდგომარეობის, ასევე არსებული სოციალურ-ეკონომიკური დონის ეკვივალენტი უნდა იყოს. უფრო მეტის წარმოჩენის დაუოკებელი სურვილი არასრულფასოვნების კომპლექსით ან განდიდების მანიით შეპყრობილებს აქვთ. იმის მაგივრად, რომ თავი მოაჩვენოს იმად, რაც არ არის, ადამიანი უნდა იბრძოდეს ამ სასურველი მდგომარეობის მიღწევისათვის. ზარმაცები და ხელმოცარულები ამის მაგივრად ზიზილ-პიპილებით ამშვენებენ საკუთარ სხეულს. წარმატებული ადამიანი კი ამაყობს იმით, რაც არის. თაგვი ვერ დაიწყებს ფრენას, მაგრამ თოლია ჯონათან ლივინგსტონს შეუძლია მხოლოდ საკვების მოპოვებაზე ორიენტირებული ფრინველიდან მეოცნებე ცათამპყრობლად იქცეს.

ავტობუსში მჯდარმა თვითკმაყოფილმა ქალმა მხოლოდ რამდენიმე წამით მიიქცია ჩემი ყურადღება. ხვალ შეიძლება აღარც მახსოვდეს. მაგრამ იგი საერთო ტიპაჟია იმ უკუდო კუდაბზიკისა, რომლებიც მრავლად მოიპოვებიან ჩვენს საზოგადოებაში. რეალური, თუმცა ყალბი სახეა. ისინი აშენებენ, მაგრამ ისტორია გვერდს უვლით მათ – უსახო არსებებს…

7 thoughts on “ყვითელი ქალბატონის ამბავი

  1. გიჟმაჟ შენ იცი რატომ მოიგონეს ბიჟუტერია? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ძვირფასი ლითონები და თვლები ყოველთვის და ყველგან იყო ძვირი.:)მეორადი საქონლის მაღაზიებიც იცი რატომ არის ხომ გახსნილი და რაღაზე წერ ვერ გავიგე…

    ანუ ბუნებრივია ის რომ ადამიანებს უნდათ ოქროსმსგავსი. ოქროსფერი,ხელოვნური ბრილიანტები და ასე შემდეგ ეკეთოთ.იმიტომ სწორედ რომ გავს ბრილიანტსადა ოქროს.
    მასე სვაროსვსკიც ხელოვნურია და ყალბი მაგრამ გამოგიტყდები და მინდა..

    არაფერ შუაშია წარმატებულწარუმატებელი…ვაა ხან რა კარგად წერ და ხან რა არის..

  2. საქმე ბიჟუტერიაში კი არა, უგემოვნობაში და საკუთარი თავის იმად წარმოჩენაშია, არც არ არიან. სვაროვსკი კი არა, შეიძლება მავთულის სამკაულებია ატარო, მაგრამ ისე ბუნებივად და ლამაზად, ყველა შენ გაყოლებდეს თვალს… იმ ქალი სმსგავს არსებებს დაგანახებ ქუჩაში და თუ გინდა მერე ჩაატარე სვაროვსკიზე ლექციები :))) ინდივიდუალიზმის დემოსტრაცია უგემოვნო სიყალბის გარეშეცაა შესაძლებელი.

  3. ნუ, გეთანხმები, რომ შეიძლება არ გესიამოვნოს ასეთი გარეგნობის დანახვა, მაგრამ ისიც ხომ უნდა გახსოვდეს, რომ ყველას არ აქვს იდეალური გემოვნება და ყველა იმას იცმევს, რაც თვითონ მოსწონს და უნდა.. ეს არამარტო დიდ ხალხში ჩანს, ზოგ 19-20 წლის გოგონებზეც შეგიძლია ამავეს დაწერა.. და ეს არა სიდუხჭირის ბრალია.. მე ვიცნობ 40-45 წლის ქალბატონს, რომელსაც არც თუ ისე ურიგო ხელფასი აქვს, მაგრამ ჩაცმულობაზე ამას ვერ იტყვი.. მთავარია გემოვნება, რაც ყველას ერთნაირი ვერ ექნება..

  4. raagac cota gaugebaria am chanaceris mizanii, ert sacodav qals aqilikeb mxolod imitom rom namdvili oqros samkaulebis shezenis sashualeba ar aqvs, eketos is yviteli bijuterriaa da iyos bendieri vis ras ushls::)))

    • მგონი კარგად ვერ გაიგე რაზეა საუბარი. ბიჟუტერიაზე კი არა ხელოვნურობაზე და უგემოვნობაზეა რომელიც ძალიან ყვირის.

  5. ასეთი შიმპანზეებისგან შედგება ქართული საზოგადოების სულ ცოტა 20%, თუ ნახევარზე მეტი არა.

    და მერე თან დააყოლებენ ზემოდან რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო. არადა სანამ არ გავიაზრებთ რომ ქართველები ყველაზემაგრები კი არა მსოფლიოს 1-1 ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ და თეთრკანიანებში ყველაზე ბოლო ვართ სომხებთან და მოლდოველებთან ერთად მანამდე ასეთი იქნება საქართველო და არაფერი წინვლაც იქნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s