საკრალური პოსტი


ლეგენდა მოგვითხრობს, რომ როდესაც რომის პაპს ინტერნეტი და მისი შესაძლებლობები გააცნეს, ფრიად მოეწონა და ბრძანა მისი მფარველი წმინდანის დაწესება – ეს იყო წმ. ისიდორე სევილიელი. ახლა, როდესაც ინტერნეტის სიჩქარე დაეცემა, ან რომელმე ვებსაიტზე ვერ შედიხარ, შეგიძლია მას შეევედრო და ყველაფერი კარგად იქნება – ინტერნეტი უკვე საკრალური სივრცეა, სადაც სასწაულები-ც ხდება.

ინტერნეტის გარდა, კიდევ ბევრგან შეხვდებით წმინდად შერაცხულ სივრცეს. აი მაგალითად, იაპონელები სინტოიზმის მიმდევარი ერთადერთი ერია. ისინი თვლიან, რომ სამყაროში ყველაფერი ცოცხალია, ყველაფერში არის კამი და ადამიანიც შეიძლება გახდეს კამი, ანუ ღვთაებრივი; რომ გარეთ ყველაფერი უწმინდურია და კამიმ გააჩინა მხოლოდ იაპონელი. ფსიქოლოგები ამით ხსნიან, რომ ხიროსიმასა და ნაგასაკიში 1945 წელს ატომური ბომბების ჩამოყრის შედეგად იაპონელებს ამერიკელების მიმართ აგრესია არ გასჩენიათ. ბომბი, რომელიც ამერიკულ თვითმფრინავში ყოფნისას უწმინდურად ითვლებიოდა, იაპონიის მიწაზე შეხების შემდეგ გაწმინდავდა. ამიტომ იყო, რომ ფსიქოლოგიურად ამ ბომბმა ვერაფერი დააკლო იაპონელებს. პირიქით, უფრო გააძლიერა ისინი.

ავე, ჩვენი საქართველოც ხომ კურთხეული მიწაა. ღვთისმშობლის წილხვედრი, სადაც იესოს მოციქულებიც ქადაგებდნენ ქრისტიანობას. აი მცხეთა. აქ მაცხოვრის კვართია დამარხული. აი ზუგდიდი, ღვთისმშობლის შესამოსელით. რამდენიმე კილომეტრს თუ გაივლი, ვერდაბრუნებული აფხაზეთის საზღვარს მიადგები, სადაც სიმონ კანანელის სამუდამო განსასვენებელია… ჩვენ ბევრი გვაქვს კიდევ უფრო საკრალური ადგილები – სადაც გაიხედავ ყველგან რაღაც წმინდაა: ხეში, მდინარეში, ჭაში, მთაზე, მწვერვალებზე, ქუჩაშიც კი, სადაც წესით მსგავსი არაფერი უნდა ხდებოდეს.

რა აწმინდავებს კონკრეტულ სივრცეს? ღმერთების სიმრავლე, თაყვანისცემის ობიექტთა მთელი არმია. რამდენიმე ხნის წინ მთაწმინდის ასეთი შეფასება მოვისმინე – იგი იმიტომაა ასეთი წმინდა და მნიშვნელოვანი ადგილი, რომ ბუმბერაზი ადამიანების განსასვენებელიაო. დროთა განმავლობაში მოხდა მთაწმინდის საკრალური მითის ცვლილება. იმის მაგივრად, რომ იგი აღექვათ 13დან ერთ-ერთი ასურელი მამის სამყოფელად, დღესდღეობით “მთაწმინდა” ასოცირებულია საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. აბა უხსენე ნებისმიერ თბილისელს, თუ მაშინვე არ ჩამოგითვალოს იქ დაკრძალული ავტორიტეტების ვინაობა… სამაგიეროდ არ ეცოდინება გადმოცემა წმ. მამა დავითის შესახებ!…

გარემო, რომელშიც გვიხდება ცხოვრება, ღმერთების სიმრავლით გამოირჩევა. ამის შესახებ ერთხელ უკვე დავწერე. იგი ამხობს ძველ კერპებს და მათ ადგილზე ქმნის ახალს. ადგილის დედა, რომელსაც 2-3 საუკუნის წინ თაყვანს სცემდნენ, ახლა ახსოვს ვინმეს? ხატის ტყეები, სადაც ხის მოჭრა და ნადირობა იკრძალებოდა, კიდევ ბევრია შემორჩენილი? წმინდა მწვერვალი თეთნულდიც რამდენჯერ დაუპყრიათ მთამსვლელებს…  კავშირგაბმულობისა და ავიაციის განვითარებამ შერყვნა ადრე საკრალურად მიჩნეული საჰაერო სივრცე – ხელშეუხები კოსმოსი შეღწევადი გახდა, ადამიანებმა მისი გამოყენება დაიწყეს ტრანსპორტირებისათვის, კომუნიკაციისათვის, კვლევებისათვის.

შედეგი? არაადეკვატური ღირებულებათა სისტემა, დარღვეული ეკობალანსი, მომრავლებული მეწყერები, წყალდიდობები, დაბინძურებული ჰაერი…

გამოსავალი? არა მგონია იქ იყოს, რასაც საზოგადოების უმრავლესობა “ტრადიციებს” უწოდებს. ტრადიციები ხომ მოძველებადია. ზოგი მათგანი დროის მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს, ხელს უშლის პიროვნებისა და ქვეყნის განვითარებას. არც ღრმადმოწრმუნეობაში შეიძლება ხსნის ნახვა, რამდენადაც იგი ხშირ შემთხვევაში ექსტრემიზმამდე მიდის. უფრო მეტიც, აღვივებს აგრესიას და ახდენს საზოგადოების გარკვეული წრეების ერთმანეთისგან იზოლაციას.

ბანალურია, მაგრამ განათლება და ფართო ხედვის განვითარება გადაარჩენს საქართველოსაც და მსოფლიოსაც. დაუშვებელია, ყველაფერს ერქმეოდეს წმინდა და ხელშეუხები. და რომ მათ შესახებ საუბარი აკრძალული იყოს; რომ არსებობდეს გაუმართლებლად დახურული თემები და საკრალურად შერაცხული საგნები. საზოგადოება უნდა დარჩეს რეალობის ადექვატური, რომ მოახდინოს სწორად განვითარება; რომ შეეძლოს არსებული გამოწვევების შეფასება და შესაბამისი რეაგირება; რომ უბრალოდ, თეთრს ეძახდნენ “თეთრს”, შავს – “შავს” და ადამიანებს ამ ორი ფერის გარდა სხვების შემჩნევაც შეეძლოთ!

მოდი გავფანტოთ მითი ინტერნეტის შესახებ. არაფრად ჩავაგდოთ ფორუმი, სადაც ხშირად შევდივართ, ან საკუთარი ბლოგი. დავივიწყოთ ისეთი ტერმინები, როგორიცაა “ფორუმელი”, “ბლოგერი”, “კარაველი”, “ნარკოზელი”, “ლიტ.გე-ელი”, “გოლ.გე-ელი”, თბილისელი და ბათუმელი…

აღვიქვათ იგი, როგორც ჩვეულებრივი სივრცე, ყოველგვარი ვალდებულების, ან ზებუნებრივი თვისებების გარეშე…

ვცადოთ… რა გამოგვივა…😉

6 thoughts on “საკრალური პოსტი

  1. მაგას ქადაგებდა ერთი კაცი და ვიღაც შეშლილმა ნაბიჭვარმა (არც მთლად ამ მიზეზის გამო) ქე გააგორა ოცდაათი წლის წინ.. ;(
    კი არა, საინტერესო პოსტი იყო..🙂

    • დარჩებიან მერე კაი ქართველი ვაშლკაცები უცოლოდ და კუზანოვი – უსაქმოდ😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s