წარმატების გასაღები – რესურსების განსაზღვრა


რესურსების  განსაზღვრას საკუთარი მომავლის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ დროს აფასებ შესაძლებლობებს, რომლებიც შენს ხელშია და რისი გამოყენებაც შეიძლება მიზნის მისაღწევად. რესურსები მხოლოდ ფინანსებსა და სხვა მატერიალურ საგნებს არ მოიცავს, ეს გაცილებით ფართო ცნებაა.
პირადი რესურსების არასრული ჩამონათვალი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
– განათლება
– რომელიმე ორგანზიაციის წევრობა, იქნება ეს ბიბლიოთეკა, პროფესიული ასოციაცია თუ სხვა რამ
– ოჯახი
– ფინანსები
– მემკვიდრეობა
– პირადი ნაცნობობა – კონტაქტებისგან ხშირად ბევრი სასარგებლო ინფორმაცია და მხარდაჭერა მოდის
– ფანტაზია – ერთი შეხედვით უჩვეულოა მისი ჩათვლა რესურსებში, მაგრამ… მან შეიძლება პრობლემების ყველაზე მოულოდნელი და ეფექტური გადაწყვეტა გიკარნახოს
– გამოცდილება – პირადი, თუნდაც პროფესიული, რომელიმე კონკრეტულ დარგში
– კონფერენციები, სემინარები – აქ მიღებული ინფორმაცია და კონტაქტები უფრო დიდ ასპარეზს ხსნის სამოქმედოდ
– უნარები, მაგალითად, სტატიის/ნაშრომის წეის, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების, ანალიზის, ინფორმაციის მოპოვების, სწრაფად ათვისების, შემოქმედებითი მიდგომის და ა.შ.
– – წიგნები, რომლებსაც კითხულობ. აქ შეიძლება წააწყდე საინტერესო, გაბედულ, ინოვაციურ იდეას, რომელიც ახალი თავგადასავლებისკენ გიბიძგებს
– უძრავი ქონება, ანგარიში ბანკში
– ბუკლეტები, რომელსაც სხადასხვა აქციების დროს არიგებენ, იქნება ეს არჩევნები, გარემოს დაცვის ღონისძიებები, სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები თუ სხვა რამ. ისინი გაცნობენ კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკას, გაძლევენ ახალ კონტაქტებს. შეგიძლია გამოიყენო უფრო ფართო თანამშრომლობის განსავითარებლად.
– საინფორმაციო დაფები – უნივერსიტეტბში ეს არის ინფორმაციის ფასდაუდებელი რესურსი, რამდენადაც აქ განთავსებულია განცხადებები მომავალი სემინარების, შეხვედრების, კულტურული ღონისძიებების შესახებ. სტუდენტს ისღა დარჩენია, წაიკითხოს და დაინტერესების შემთვევაში დაესწროს.
– დროის მენეჯმენტი – უმნიშვნელოვანესი რესურსია. თუ დროს სწორად განკარგავ, წარმატებისკენ უფრო სწრაფად მიდიხარ. ამის შესახებ იხილეთ ცალკე პოსტი.
რესურსების ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. შეგიძლიათ განავრცოთ საკუთარი თავიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე. მთავარია თავისუფალი მიდგომა, იმ სტერეოტიპისგან გათავისუფლება, რომ მხოლოდ ფული და ნაცნობობაა წარმატების  განმსაზღვრელი ფაქტორი. შენს ხელშია მიზნის მიღწევის წარმოუდგენლად ბევრი საშუალება. გამოიყენე ისინი და ნახავ, რომ ყველაფერი შესაძლებელია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s