თბილისური ზღაპარი


ზღაპრულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მთაც გვაქვს და ბარიც, უდაბნოც და მდინარეებიც. უცხოელებს აღაფრთოვანებთ ჩვენი სამი (ხინკალი, ხაშლამა და ხაჭაპური) და სამი (სტუმართმოყვარეობა, სუფრა და სადღეგრძელოები), მაგრამ ძალიან აწუხებთ სამი (ყურადღება. ყოყოჩობა და ყლეობა )😀. ჩვენ კი ეს ყველაფერი ძალიან გვიხარია, უფროდაუფრო მეტს ვცდილობთ ტურისტების მოსაზიდად და თავის მოსაწონებლად.

აი მაგალითად, ახალი ხიდი, რომელიც მტკვრის ორ სანაპიროს კიდევ უფრო აახლოვებს, თითოეულ ნაპირზე წამოჭიმულია ხელმწიფეთა სასახლეები, ისინი მოწყალე მზერას მიაპყრობენ ახლადაშენებულ ხიდზე მოსეირნე ბოგანოთა არმიებს. ასე უფრო მძაფრად შეიგრძნობენ ძალაუფლებას…

რამდენ ხანს გაძლებს ეს ხიდი? 1 წელი? თუ 2 თვე? გუშინ, როცა ეს კითხვა მეგობარს დავუსვი, მან უყოყმანოდ მიპასუხა, რომ უცხოელი არქიტექტორი ცუდს არ ააშენებდა. ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ეპოქის შესაფერისი გამჭვირვალობოთ ტკბობაო. ეს ნათქვამი სკეპტიკურად მივიღე, რადგან ქართველი ხალხი არასოდეს მაძლევს იმისი დავიწყების საშუალებას, რა შეიძლება დაემართოს ყოველგვარ სიახლეს. გარემონტებული მეტროს სადგურები, რომლებიც დიდი კმაყოფილებით აკურთხეს პრეზიდენტმა და მისმა ხელდასხმულმა ქალაქის მერმა, ერთი კვირის შემდეგ ძნელი საცნობი იყო. იქ სასწაულით გაჩნდა რაღაც წარწერები, ნაფხაჭნები, ხვრელები…

ზღაპრულ ქვეყანაში გაურკვეველი ბედი ეწია ახლად დამონტაჟებულ ნაგვის ურნებსაც. თბილისი სისუფთავის ქალაქი მხოლოდ “ჩვენი ქალაქის მეეზოვეების” თავდაუზოგავი შრომით გახდა, რომლებიც გულმოდგინედ გვიან სიგარეტის ნამწვებს, მზესუმზირის ნაფურთხებს, ბანანის ქერქებსა და ათას საყოფაცხოვრებო ნაგავს. ურნების უმრავლესობა დამტვრეულია, ან – ქიმიური ცდების შედეგად – ამომწვარი, საკუთარი ადგილიდან მოგლეჯილი და გვერდზე მიგდებული….

ნარიყალაზე თუ ახვალთ, თქვენს წინაშე მთელი ქალაქი გადაიშლება.


ოჰ, რომ იცოდეთ რა ლამაზია ნარიყალადან დანახული თბილისი. დგახარ სიმშვიდეში, სადაც მანქანის ბღუილის ხმა არ აღწევს და გადაჰყურებ მოფუტფუტე ქუჩებს. მშვიდად მოდუდუნებს მტკვარი, მასზე გადაჭიმულან ძველი და ახალი ხიდები. გინდება, რომ უფრო ახლოს მიხვიდე, შეიგრძნო ქალაქის ძარღვებში მოარული მანქანების მატორების ფეთქვა… :))) აი ძველი თბილისი თავისი წითელი სახურავებით, კოლორიტული ხალხითა და შესაშური მრავალფეროვნებით. აი სამების ახალი ეკლესია. აქვე ახლოს სინაგოგაცაა, სომხური ეკლესიაც, მეორე მხარეს კი – მეჩეთი… ეს ყველაფერი თვალს გტაცებს და პოეტურ განწყობაზე გაყენებს… და იქვე ახლომჭვრეტთან გულაფანცქალებული მირბიხარ, გინდა უფრო მიიახლოვო და ხელშესახები გახადო ეს ყველაფერი…

მაგრამ… რა გეგონათ, ავლაბარში ვართანუშას საწოლ ოთახში შეიჭყიტებოდით? დატკბებოდით სხვისი ინტიმური ცხოვრებით? ან დისტანციურად დაეწრებოდით რომელიმე ეკლესიაში აღვლენილ ლოცვას?😀 ოლოლო თქვენა… კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ!!! აი რატომ:

 

დურბინდი გამოშიგნულია. ეტყობა რომელიმე დამწყებმა ტექნიკის ქირურგმა ოპერაცია ჩაუტარა და კომპეტენცია აღარ ეყო მის ხელახლა ასაწყობად. ახლა ეს ბუტაფორია დანიშნულების გარეშეა დარჩენილი. რა შეიძლება იტქვას ამის შესახებ? ტრადიციულად გავკიცხოთ უცნობი ცნობისმიყვარე ვანდალები? თუ თავი დანანებით გადავიქნიოთ და “რა გვეშველება ქართველებს” აღმოგვხდეს უიმედოდ? არც ერთს ვაპირებ, არც მეორეს… უბრალოდ დავეთანხმები ამ წარწერის ავტორს:

დაგაყარე მიწა და ცხელი ნეხვი!!!!!!!😀

ჭირი – იქა
ლხინი – აქა
ქატო – იქა
ფქვილი – აქა

One thought on “თბილისური ზღაპარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s