სუფიზმი


მურატ იაგანის წიგნის (I Come From Behind Kaf Mountain) ერთ-ერთი თავი. წიგნის ავტორი არის 1864 წლის მუჰაჯირობისას აფხაზეთიდან თურქეთში გადასახლებულ წარჩინებულთა შთამომავალი. გამოქვეყნდა კანადაში, რამდენიმე წლის წინ. ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელიც მის პიროვნულ და სულიერ განვითარებაზე მოგვითხრობს. ეს არის უკანასკნელი თავი, სადაც მისი გამოცდილება, ცოდნა განზოგადებულია. იგი საუბრობს სუფიზმის არსის შესახებ, ნაწილობრივ ეხება ქრისტიანობას და ისლამსაც. საინტერესო მოსაზრებებია. პოსტში ნაწყვეტებს დავდებ, მთლიან ტექსტს კი მივაბამ.

——–
სუფიზმი _ ესაა ლატენტური ადამიანური ძალების გამოღვიძებისა და განვითარების პროცესი ღვთის კურთხევითა და ხელმძღვანელობით. სუფიზმი არაა რელიგია. სუფიზმი თავისი არსით არაა ისლამური,მიუხედავად ისლამის სწაველბისა და იმ ფაქტისა, რომ ისლამის წიგნი გახდა უძველესი ტრადიციის გადმოცემის ძალიან კარგი საშუალება.

——–
თუ იმის თქმა გვინდა, თუ რა არის სუფიზმი, და ეს აუცილებელია, ვიტყოდი, რომ სუფიზმი _ ეს არის პროცესი. ამაში ვგულისხმობ ყველის დაძველების, ან ღვინის ფერმენტაციის მსგავს პროცესს. სუფიზმი არის ადამიანების პროცესი. მე ამგვარად აღვწერდი: ეს არის ცურვის, მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრის, ველოსიპედის ან ცხენის ტარების, ან რაიმე ხელსაწყოს გამოყენების სწავლის მსგავსი.

——–
ძველი დრიოდან, სუფიზმის დასაწყისიდან, სწავლება და ჩილე, რაც სუფის პროცესუალური შრომაა, მისტიკითა და საიდუმლოებით იყო მოცული. სუფიების წრეში მიღებული არაა განმარტებების მიცემა ჩილეს შესახებ, რადგან იგი საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

——–
როდესაც დერვიში გადის თავის ტრენინგს თეკეში, იგი უნდა დაესწროს გაკვეთილებსა და ლექციებს, სადაც მას ინტელექტუალურად განავითარებენ. დერვიშს ასევე აძლევენ ფიზიკურ და სააზროვნო სავარჯიშოებს გასაკეთებლად. ზოგ სავარჯიშოს ინდივიდუალურად ასრულებენ, ზოგს _ ჯგუფურად. “ზიქრი” ყველა პიროვნებას მიეცემა და ეს უნდა გაკეთდეს დილით. თუ დილით ამისი დრო არ არის, მაშინ უნდა გაკეთდეს ნებისმიერ დროს, მაგალითად ქუჩაში, მანქანის ტარებისას.

——–
არის ასევე ლექციები, რასაც “დერი”ეწოდება. და “ზიქრის” ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. უმეტესწილად, დილის ზიქრი ძალიან მოკლეა და ჯგუფში სრულდება, მაგრამ თავისი პირადი ზიქრის შესრულება ყველას თავისი ყოველდღიური საქმიანობის მიხედვით შეუძლია.

——–
ჩილეში არის ისეთი რამ, რაც მაძიებელმა უნდა შეიმეცნოს გამოცდილებით და ყოველდღიური ცხოვრების ტრივიალური ასპექტებით. ბაბა შეამჩნევს თავისი მიურიდის სისუსტეებს. თუკი აღმოაჩენს, რომ მიურიდს ეშინია “ცოდვილი” ქმედებების განხორციელება (მუსლიმანურ ქვეყნებში), შეიძლება იგი გააგზავნოს საზოგადოებრივ ადგილებში ღვინის საყიდლად. ან, თუკი ისეთი ადამიანია, რომელსაც სისუფთავე და წესრიგი უყვარს, ბევრ ჭუჭყიან საქმეს დაავალებენ. დერვიშმა უნდა გადალახოს თავისი პირობითობა.

——–
ბაბასა და მის მიურიდს შორის კავშირი ძალიან ძლიერდება, და თეკეში სეიძლება ნახო საათოების განმავლობაში კართან მჯდომი დერვიში, რომელიც ბაბას თვალის დაუხამხამებლად უყურებს.

——–
როგორ უნდა დაემორჩილოს სრულებითერთი ადამიანი მეორეს? _ შეიძლება ბევრმა იკითხოს. ეს სამართლიანი კითხვაა, მაგრამ მორჩილება სუფიდ გახდომისათვის აუცილებელი პირობაა. ეს მაძიებლის არჩევანია. თუ ამ პირობის არჩევა შეუძLებელია, მაშინ სუფიდ გახდომაც შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც გამოთქმა: “ვერ ვიტან დასველებას, ჩემი ცხვირის წვერისასაც კი, მაგრამ მინდა ცურვის სწავალ”. თუ შეგიძლიათ ცურვის სწავლა დასველების გარეშე, მაშინ სეიძლება გახდეთ სუფი მორჩილების გარეშეც.

——–
მიურიდის ცხოვრება თეკეში შეიძლება დაიყოს სამ პერიოდად. პირველია მაძიებლის ხელდასხმიდან დაწყებამდე. მეორე პერიოდი თვით ჩილეა. შემდეგ მოდის მესამე პერიოდი, რომელსაც მსახურების ფუნქცია გააჩნია.

მურატ იაგანი. სუფიზმი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s