საარჩევნო სლოგანების აურზაური


გამოცანას მოგახსენებთ, დიდი არაფერია ზოგან წითელ, ზოგან ყვითელ, ზოგან ალისფერია სანამ გამოსოაცნობად დაფიქრდები, ან დაუფიქრებელ პასუხს წამოროშავ, გეტყვი რომ ეს ის არ არის რაც შენ გგონია. ესაა საარჩევნო პლაკატებით აჭრელებული თბილისი. პოლიტიკოსები შემოგვცქერიან ღობეებიდან, ბოძებიდან, ბილბორდებიდან. ზოგი თითს გვიქნევს, ზოგი თვალს გვიჭუტავს, ზოგიც უგულოდ გვიღიმის. სატელევიზიო რეკლამები წამდაუწუმ გვახსენებენ კანდიდატების დაპირებებს. უსაქმური კაცი მთელი დღე მათი ყურებით კარგად გაერთობა. რა მესიჯებს გავწვდიან? აბა შევხედოთ: ირაკლი ალასანია – გაწონასწორებული, სიმპათიური ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერი. ალბათ ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ქალი შემოხაზავს მასს. თავი და ცერა თითი ყოჩაღად უჭირავს, უნდა დაგვაჯეროს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხაზს უსვამს თაობებს შორის კავშირს, აკეთებს ილიას სიტყვების თავისებურ ინტერპრეტაციას – “აწმყო, შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა”. მის სლოგანებში ფიგურირებს მრავალეთნიკურ, მრავალრელიგიური საზოგადოების ინტერესებზე ზრუნვა. უნდა აღვნიშნო, რომ ერთადერთია, ვინც ხაზს უსვამს საქართველოს მოქალაქეების მრავალფეროვნებას. ნაციონალურმა მოძრაობამ თუ არ “უჯიგრა”, ალბათ ეთნიკური უმცირესობებიც მისცემენ ხმას. გოგი თოფაძე – უსიცოცხლო, დაღლილი თვალებით უყურებს კამერას. ბევრს არ მოძრაობა, ეტყობა სიბერეც მოერია. მოერევა კი წამოჭრილ პრობლემებს? რა ვიცი… საქმეით მოვედი და საქმეს გაგიკეთებთო, გვპირდება და… ალბათ “თბილისოს” სიმღერით აპირებს ქართული ოჯახებისა და საზოგადოების აშენებას. ქრისტიან-დემოკრატები – ჟურნალისტების სასტავი, რომლებმაც სიტყვით მანიპულირება კარგად იციან. ეფექტურადაც იყენებენ. მათი ყველა მესიჯი მოზომილია, მშვიდი, დამაჯერებელი ტონით ესაუბრებიან ამომრჩეველს. გიორგი თარგამაძე, მაგდა ანიკაშვილი, ინგა გრიგოლია – ეს პოპულარული სახეები თავის რიგებში ექსპერტებსაც იმატებენ და ასე ცდილობენ გამარჯვებას. მთავარი დაპირება – დაბალი ან განულებული კომუნალური ტარიფებია. რამდენად ნაყოფიერი იქნება ჟურნალისტებისა და ექსპერტების ალიანსი, დრო გვიჩვენებს. მათ პოლიტიკურ მესიჯებში ფიგურირებს პატრიოტული ლექსიკა – სამშობლო, ხალხი, ერთობა, ღვთის კურთხევა, დახმარების დარიგება. ორიენტაცია აღებული აქვთ ქრისტიანულ ღირებულებებზე, ალბათ მორწმუნე მართლმადიდებელი მრევლის ხმებზე ნადირობენ. ეს ირიბად ავიტარებს რელიგიურ სეკულარიზმს და ამტკიცებს მართლმადიდებლური ქრისტიანობს პრიმატს. – ბატონო გიორგი, მუსლიმანები, ებრაელები, იეღოველები, ორმოცდაათიანელები, ბუდისტები არ არიან საქართველოს მოქალაქეები? ეროვნული საბჭოს სლოგანები ძირითადად ნეგატიურ პიარზეა აგებული. სააკაშვილის მიმართ გამოხატულია აშკარა აგრესია. ამომრჩევლისათვის კონტრასტის შექმნით უნდათ ხმების მიღება. “ხმა მიეცით გამარჯვებულს”. ჰაიდაააააა, უკვე ჩაგიტარებიათ არჩევნები, ხმებიც დაგითვლიათ, შედეგები მიგიღიათ და ან ჩვენ რას გვერჩით, ან ამდენ რესურსს რაში ანიავებთ? კახა კუკავა – შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება. ვერაფერს იტყვი, მაცდუნებელი წინადადებაა თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მის ლექსიკაში ფიგურირებს “სამართლაინობა”, “კანონიერება”. ზვიად ძიძიგური – ჯერ კიდევ ვერ მოახდინა 1980იანი წლებიდან XXI საუკუნის პოლიტიკურ რეალობაში ადაპტაცია. ალბათ თავი დიდგორის ველზე ჰგონია და ყველას მოუწოდებს: ბრძოლა დღესვე! ქართველო, ხელი ხმალს იკარ! დიდი ამბავი, რომ ხმლები ახლა სამუზეუმო ექსპონატებია! საკვანძო სიტყვები: საქართველო, ციხე, ეკლესია, ბრძოლა. თავი შუა საუკუნეებში მგონია🙂 ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი – გიგი უგულავა – საქმიანი იმიჯს არჩევს. მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემის გადაჭრა აქვს დასახელებული – მათი დასაქმება. იმას კი არ ამბობს, რომ ეს დაბალკვალიფიციური სამუშაო იქნება… უმაღლესდამთავრებულ სპეციალისტებს გზის მუშებად, დაცვაში, საცხობებში მოუწევთ სარჩოს შოვნა. მის რეკლამებში ფიგურირებს ისეთი საკვანძო სიტყვები, როგორიცაა გზა, გაზი, დასაქმება, ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება სოფლებში, ფერმერთა დახმარეის პროგრამები და ახალი საწარმოების ამუშავება… მისი სლოგანი – “გასაკეთებელი კიდევ ბევრია” – პოზიტიურია, არაპირდაპირი მოწოდება ხმის მიცემისაკენ. ალილო და ხვალაო, სულ რაღაც ორი დღე დარჩა საბედისწერო არჩევნებამდე, ვნახოთ ვინ ვის “მოერევა”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s