თამაში ღამით, სასაფლაოზე


ადამიანები თავს არიდებენ სიახლეებსა და უჩვეულო თავგადასავლებს. ურჩევიათ შეჩვეული საშუალებებით გაერთონ – კინოში წავიდნენ, დისკოთეკაზე იცეკვონ, გამოფენა დაათვალიერონ ან ფეხბურთს უყურონ. ცოტა მათგანი თუ თანხმდება ისეთ რამეზე, რაც არანორმალური, არაპოპულარული შეიძლება ჩანდეს. უკვე რამდენიმე თვეა მეგობრებს, ნაცნობებს ღამით სასაფლაოზე წასვლას ვთავაზობ. ყველა მათგანი იღიმება და თავაზიან უარს მეუბნება მანამ, სანამ საქმის არსს გაიგებენ. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ დარტყმული ან ჭკუანაკლული თუ გააკეთებს ამას. სინამდვილეში საქმე გაცილებით მარტივადაა – მინდა შებინდებისას ავიდე მთაწმინდაზე და იქიდან გადმოვხედო განათებულ ქალაქს. მაგრამ როცა ყველასთვის საყვარელ “პანთეონს” სიტყვა “სასაფლაოთი” ვიხსენიებ, მათში დაბნეულობასა და გარკვეულ უარყოფით ასოციაციებს ვიწვევ.

“ღამით სასაფლაოზე წასვლა” ჩემთვის უკვე ერთგვარ თამაშად გადაიქცა. ვერთობი, როცა მორიგ “მსხვერპლს” ვეკითხები – “გინდა ღამით სასაფლაოზე წავიდეთ?” ის კი პასუხს თავს არიდებს, ან უხერხულად იღიმება, ან მოურიდებლად მახლის – “გაგიჟდი?” “შენ ნორმალური ხარ?”

ეს შეიძლება ცრურწმენებს დაბრალდეს, ან სიახლის შიშს, მაგრამ მოზრდილი, ჩამოყალიბებული ადამიანი 9წესით) თავისუფალი უნდა იყოს აბსურდული იდეებისაგან არარეალური სამყაროს შესახებ.

შეიძლება ქვეცნობიერად სიკვდილის შესახებ ფიქრსაც გაურბიან, არ უნდათ იმისი წარმოდგენაც კი, რაც გარდაცვალების შემდეგ იქნება – ალბათ იმიტომ, რომ ამისთვის მზად არ არიან… ან – საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის განახლება არ სურთ… შეიძლება სასაფლაოზე გამეფებული სიჩუმე აშინებთ. ამ მდუმარებაში ხომ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი…

მოკლედ, ერთი უბრალო შეკითხვა უამრავ დამატებით კითხვის ნიშანს აჩენს. რა კარგი იქნებოდა, ადამიანებს მარტივად და უპირობოდ რომ შეეძლოთ სამყაროს მიღება… მაშინ ავცდებოდით უსასრულო “ვაიმეეეეეეე”-ს და უბრალო სურვილის გამო გიჟად აღარავინ ჩამთვლიდა😀 რაც მთავარია, უაზრო სტერეოტიპების გარეშე უფრო მეტი ხალხი იქნებოდა ბედნიერი!…

One thought on “თამაში ღამით, სასაფლაოზე

  1. მისმინე რას ნიშნავს მზად არ არიან..ისინი არ არიან მზად,შენ მზად ხარ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s