საუკუნის სიმბოლო – შესაცვლელია


ნარიყალადან ნახევარ თბილისს გადაჰყურებს გრძელკაბიანი და ძველმოდურად ჩაცმული, თავდახურული ქალი. ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში – თასი, რომელიც ცელოფანის პარკებით, ფრინველების ბუმბულებით, მტვრითა და ნაგვითაა გავსებული. ხანდახან ჩიტებიც ასკლინტავენ.  პერიოდულად მასში წვიმის წყალიც ჩაედინება, რომელიც ზოგს თავანკარა ღვინო, ზოგს კი მირონი ჰგონია. ხანდახან ადამიანები ამბობენ, რომ ამ ქალს თავზე შარავანდედი დასტრიალებს და მტრედები ფრთებით საჭმელს ეზიდებიან. ბევრისთვის მის ხელში გაშეშებული ხმალი სწორედ ის ორლესული მახვილია, რომლითაც პატარა კახმა კოხტა ბელადს თავი გააგდებინა…

თბილისის სიმბოლოა ქალი, რომელიც ეპოქიდან აშკარად ამოვადნილია. იგი თანამედროვე გემოვნებიანი მამაკაცების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ვარცხნილობა, ჩაცმულობა ძველმოდური აქვს. იმ ფონზე, როცა ქუჩაში ბიკინებიანი გოგონები დანარნარებენ, მისი კოჭებამდე დაშვებული კაბა თვალში აღარავის ხვდება…. ქართლის დედა XX საუკუნის კულტურის ნაწილია. ეს კულტურა უსახურია, მხატვრული დეტალების გარეშე, სადაც ფანტაზიები რაოდენობაში და არა ნატიფ ფორმებში რეალიზდებიან. თანამედროვე სამყაროში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი სქესდაკარგული ქალის ადგილი არ არის.

თბილისს უფრო თანამედროვე სიმბოლო შეეფერება. ეს ხომ ფერადი, მხიარული, კონტრასტებით სავსე ქალაქია. აქ თავს იყრიან ათასგვარი რელიგიური, პოლიტიკური, ეთნიკური თუ სოციალური შემადგენლობის მქონე ადამიანები, რომელთა შეხედულებათა მრავალფეროვნება ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მიდის. უკანასკნელი წლების განმავლობაში მედიაში უფროდაუფრო ხშირად ჩნდებოდნენ დასისხლიანებული სახეები, ან კეთდებოდა ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები, ან ერთიმეორეზე იწევდნენ გაავებული ქალები და დაუკმაყოფილებელი კაცები…. ამავე დროს მიმდინარეობდა ხალხმრავალი კონცერტები და კიდევ უფრო ხალხმრავალი მიტინგები; მოდის კვირეულები; საერთაშორისო კონფერენციები; ღამის ბარებში გრიალი; ზოოპარკში ახალი ცხოველების შემოყვანა; რამდენიმე ქუჩიდან ბოზების გაძევება; ინტენსიური მშენებლობები; გზების დაგება და ავარიების სტატისტიკის ზრდა; ომი; პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ვიზიტები; საიდუმლო შეხვედრები და ცოლქმრული ღალატი….

ასეთი ქალაქის სიმბოლო როგორ შეიძლება იყოს მოდიდან გამოსული ტანსაცმლით ჩაცმული ქალი, რომელიც სტატიკურად გასცქერის დინამიკურად მოძრავ ქუჩებს?

სად არის ფერადოვანი, ფანტაზიით ფრთაშესხმული ქანდაკება, რომელიც გამოხატავს თბილისის ჭეშმარიტ სულს?

3 thoughts on “საუკუნის სიმბოლო – შესაცვლელია

  1. მეც მივესალმები რაიმე ახალს, მაგრამ შენ წარმოიდგინე მმკ რა დღეში იქნება. სამოქალაქო ომი დაიწყება.

    • მმკ რა შუაშია? ერი გაცილებით მეტის მომცველია, ვიდრე ერთი ფაშისტურ-ექსტრემისტული ორგანზიაცია. რომ აბობოქრდნენ, იბობოქრებენ, იბობოქრებენ და გაჩერდებიან, როდესაც ნახავენ რომ აბსოლუტურ უმცირესობაში არიან😀 ეგეც არ იყოს, სულ არაა აუცილებელი ბიკინიანი ქალი, ან სექსუალური აქტის ამსახველი ქანდაკება გახდეს თბილისის სიმბოლო. ეს ისეთი რამე უნდა იყოს, რაც მრავალფეროვნებას, უკეთესობისაკენ სწრაფვას ასახავს…

  2. თბილისის რებრენდინგის პროცესი დაწყებულია, მართალია ჯერ ლოგოთი და სლოგანით დაიწყეს, მაგრამ ქართვლის დედა ნამდვილად არსად იყო იქ. საბედნიეროდ🙂
    შეიძლება ჩვენთვის აქვს დატვირთვა ამ ძეგლს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თბილისის პოპულარიზაციისთვის სხვებს – უცხოელებსაც პირველი ეს უნდა ვაჩვენოთ და ვატენოთ😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s