დაკარგული ადამიანები – უსახლკარონი


ასეთი ფოტო იშვიათად მინახავს. მასზე გამოსახულია ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც შუაში უყენიათ ასაკოვანი მამაკაცი. ამ კაცს ჭუჭყიანი პალტო და ტალახიანი ჩექმა აცვია, ჯიბიდან პური მოუჩანს. კამერას დაძაბული უყურებს. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ უცხო გარემოშია.


ვინ არის ეს კაცი და საიდან მოხვდა სურათზე? – ვკითხე მეგობარს, რომელმაც ეს ფოტო ფეისბუქზე გამოქვეყნა. – იგი ისეთივე წევრია ჩვენი საზოგადოების, როგორც სხვები, – მიპასუხა მან, – ორგანიზაციის პრეზენტაციაზე თავად მოვიდა.

არ ვიცი ამ კაცს რა ჰქვია, ან რას აკეთებს. ფაქტია, რომ საერთო ფონზე უჩვეულო ჩანს. ალბათ იმიტომ, რომ გვგონია, პრეზენტაციებზე სუფთად ჩაცმულმა, მეტნაკლებად განათლებულმა, ახალგაზრდაა, ნათესავ-პატრონიანმა ან ბიზნეს-ინტერესების მქონე ადამიანებმა უნდა იარონ. მაწანწალების, უსახლკარო ადამიანების ინტერესი სამოქალაქო საკითხებისადმი ვერ წარმოგვიდგენია. ახალი პროექტის მომზადებისას ფოკუს-ჯგუფები არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სტიქიით დაზარალებულები, ომის შედეგად დროებით ადგილნაცვალი პირები, გარკვეული ვირუსის მატარებელი პაციენტები, კონკრეტული საკითხით დაინტერესებული ორგანიზაციები, სამთვრობო სტრუქტურები…. მოკლედ, ყველა – უსახლკაროების გარდა. ეს სახოგადოების დაკარგული ნაწილია. ქუჩის ბავშვების მსგავსად, არსებობენ დოკუმენტების გარეშე, ცხოვრობენ ჯურღმულებში, მიტოვებულ ნანგრევებში, ხიდის ქვეშ, სადარბაზოებთან… ყველგან, სადაც უცხო თვალს მოერიდებიან, თანაც ქარისა და წვიმისაგან თავს დაიფარავენ. ულვაშიანი ქალი გახსოვთ? რომელიღაც ტელეარხზეც გაუკეთებიათ მის შესახებ სიუჟეტი. იმ ადგილის მახლობლად, სადაც კარდონის ყუთებით მოწყობილი ჰქონდა ღამის გასათევი, მშენებლობა დაიწყეს; შემდეგ – დასუფთავება და ამიტომ სხვა თავშესაფრის ძებნა მოუწია…

რამდენი უსახლკარო ადამიანი შეგხვედრიათ? რამდენი ისტორია იცით მათ შესახებ? ჭეშმარიტად, ისინიც საზოგადოების წევრები არიან. თუ ჰკითხავთ, აუცილებლად გეტყვიან რომ ბედნიერება, ნორმალური ცხოვრება, თავზე ჭერი და ლუკმა პური უნდათ, სიამოვნებით გაატარებენ დროს ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ისინი უყვართ და მათ შეხედულებებს მოუსმენენ… საზოგდოება სრულფასოვანი ვერ იქნება, თუ მისი რომელიმე წარმომადგენელი გარიყულია რიგი სოციალური მიზეზების გამო. უფრო მეტიც, იქ სადაც მოსახლეობის უმეტესობას დიდმორწმუნეობის ამბიცია გააჩნია, უსახლკაროების არსებობა სირცხვილზე მეტია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s