სომხური იუმორი


ამბობენ, მსოფლიო იმდენად მრავალფეროვანია, შეუძლებელია ერთსულოვნების მიღწევაო. ღირებულებების მრავალფეროვნება განსაზღვრავს შეხედულებების, მიდგომების სხვადასხვაობას და ამიტომ ერთიანობაზე საუბარი ზედმეტიაო. თუმცა, არის ერთი რამ, რაც სხვადასხვა რასის, ეროვნების, სოციალური თუ პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს აერთიანებს. ესაა კარგი იუმორი.
გასულ ზაფხულს სომხეთში ვიყავი რამდენიმე დღით. თან გადაგვყვნენ მასპინლები, ერთი დღე არ მოვუსვენებივართ, რესტორნიდან რესტორანში გვაპროწიალეს, საინტერესო ადგილები დაგვათვალიერებინეს… საკმაოდ მძაფრი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი.
ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ლენინის სურათი აღმოჩნდა. ვფიქრობდი, რომ მსგავსი ექსპონატები დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა. არ მეგულებოდა ადამიანი, ვინც მას შეინახავდა. თუმცა, საკმაოდ დიდი ზომის ვლადიმერ ილიჩს ჩემი მასპინძლების ოფისში წავაწყდი. იგი მისვენებული იყო მაღალმხატვრულ ადგილას, სხვა ანტიკვარიატთან ერთად. ეს იყო ძველი საბეჭდი მანქანა, საანგარიშო, საკერავი მანქანა, გრამაფონი, ნახატები და ა.შ.
ვლადიმერ ილიჩი ზუსტად კართან იყო აყუდებული. გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა და ალბათ ისევ ბავშვებზე ფიქრობდა…
ლენინს უყვარდა ბავშვები,
ბავშვებს ფეხებზე ეკიდათ.
ძია ლენინის სურათი
უბორნიაში ეკიდათ
გახსოვთ ეს ლექსი? ო, რა სიამაყეს გვგვრიდა ბავშვობაში მისი
თითოეული სტრიქონი! ვიმეორებდით და უსაზღვროდ გვსიამოვნებდა….. ამავე დროს მაინტერესებდა, როგორ შესახედავი იქნებოდა ვლადიმერ ილიჩი ფეხისალაგში…. ბავშვობის ოცნება ამიხდა….

აქ საკმაოდ დიდი თავისუფალი სივრცე იყო, რომელიც თურმე ილიჩსაც ეკავა. შემდეგ ვიღაცას დაუჩივლია, ცოტა არ იყოს უხერხულია “საქმის კეთება”, როცა ლენინი გიყურებსო და მხოლოდ ამის გამო გამოაბრძანეს მცველად😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s