ზვიად ძიძიგური ეროვნული კაცია?


რადიო უცნობის დღევანდელ სატელეფონო გამოკითხვაში რამდენიმე რესპოდენტმა განაცხადა, რომ არჩევნებზე ზვიად ძიძიგურს მისცემს ხმას, ვინაიდან იგი ეროვნული კაცია.
მაინც რაში მდგომარეობს მისი ეროვნულობა?
პირველ რიგში, აქვს წამებულის იმიჯი, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში ყოფნამ, შემდეგ კი რამდენიმეწლიანმა პატიმრობამ შესძინა. ქართველებს უყვართ მარტვილები, მით უმეტეს თუ ეს ერისა და ქვეყნის გამო ხდება. მეეჭვება რომელმე ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე იმდენი წმინდანი მოდიოდეს, რამდენიც საქართველოშია. ამის გამო აღიარა და მიიღო იგი საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ძიძიგურის იმიჯი კიდევ უფრო განამტკიცა გაუთავებელმა მიტინგებმა, ექსპრესიულმა ტონმა, ემოციურმა გამოსვლებმა და ვერმოუცილებელმა სამტრედიულმა აქცენტმა.

დიახ, იგი განსხვავდება ჩაკოსტუმებული კაბინეტის პოლიტიკოსებისგან. მერე რა, რომ ბოლო დროს უფროდაუფრო ძვირადღირებული კოსტუმების ტარება დაიწყო. მის გაგებას, განათლებას მაინც ბევრი არაფერი შემატებია. ისევ არ იცის უცხო ენა და კალკულატორი. სამაგიეროდ იგივეს ვერ ვიტყვი მის შემართებაზე. ძიძიგურმა კიდევ უფრო მეტი აგრესიით დაიწყო კაიქართველობის, კაიკაცობის, ეროვნული მოღვაწეობის მტკიცება. წინასაარჩევნო კლიპში პატრიარქთან ერთად გამოჩნდა. რისი დემონსტრაცია უნდოდა ამით? – ღვთისაგან ხელდასხმის. კლიპის ყურებისას აშკარაა, რომ ეს არის ამოჭრილი კადრი. შესაძლებელია, ფრაზა “ციხე დაანგრიეთ და ეკლესია ააშენეთ” საერთოდ არ არის კურთხევა არსებული ხელისუფლების დამხობისა. რას გულისხმობს პატრიარქი, მხოლოდ მთელი სიუჟეტის ნახვის შემდეგ შეიძლება მივხვეთ, მაგრამ ვინ გაჩვენებს? 
გარდა ამისა, არაერთხელ გამიგია მისგან ვანო მერაბიშვილის გაკიცხვა განსხვავებული სარწმუნოების გამო. მერაბიშვილი შეიძლება ბევრს სცოდავს, მაგრამ პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყნის მართვის პრეტენზია გააჩნია, რომელიმე აღმსარებლობის დისკრიმინაციას არ უნდა ეწეოდეს.
ზვიად ძიძიგურში ვხედავ გაუწონასწორებელ, აფექტურ პოლიტიკოსს, რომელსაც საქმის დაწყება და ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია. ეს არის ქუჩის აქციონერი, რომელიც ვერასოდეს შეეგუება კაბინეტს, დაგემვისა და მშენებლობის პროცესს. მისი სლოგანი “ბრძოლა დღესვე” იწვევს პროტესტს, წინააღმდეგობას და არა კონსტრუქციულ ქმედებას. რა იქნება ბრძოლის დამთვრების შემდეგ? საქართველო სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის გარეშე? ეს რას ნიშნავს? მსგავსი მოწოდებები ისმოდა 1990იანი წლების დასაწყისში და რაც მოგვიტანა, ყველამ საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ.

ჩემთვის ეროვნულობა, პირველ რიგში, დემორკტიული ღირებულებების დაცვა, განსხვავებული აზრის/რელიგიის/შეხედულებების პატივისცემა და აღმშენებობითი პროცესია. XXI საუკუნეში “ერის” გაგება “ეთნიკურ ჯგუფზე” ან “რელიგიურ კუთვნილებაზე” გაცილებით ფართოა. რას უნდა ველოდეთ ძიძიგურის გამარჯვებით? იმ კაცის პოლიტიკური გავლენის ზრდას, რომელიც ცხელ გულზე იღებს გადაწყვეტილებებს; ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას, სხვადასხვა აღმსარებლობებს შორის შუღლის გაღვივებას, მოკლედ, აგრესიის ზრდას. ააშენებს იგი ქვეყანას? არა მგონია!

5 thoughts on “ზვიად ძიძიგური ეროვნული კაცია?

  1. მისი ტვინის შესახებ შეგვიძლია სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვითაც ვიმსჯელოთ..

    • მსგავსი ”გმირობები”-ს ძიება მგონი ძალიან შორს წაგვიყვანდა :))))))))))))))))

  2. ეგეთმა “ეროვნულობამ” მოუდღნა ამ ქვეყანას ყველაფერი 20 წლის წინ.

    • 20 წლის წინ სხვა რეალობა იყო… შეიძლება იმდროინდელი მიტინგები რაღAცით გავამრთლოთ. მაგრამ გაუთავებლად ასე გაგრძელება? არ მესმის… მგონი ეს ხალხი რეალობას არაადექვატურად აღიქვამენ. ეროვნული პოლიტიკანების უმრავლესობას ვგულისხმობ.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s