დაკარგული საზოგადოება – ქუჩის ბავშვები


ჩვენ გვაქვს დემოკრატიული სახელმწიფო
და გვაქვს კონსტიტუციაც
ერთხელ მიღებული, ბევრჯერ გადაკეთებული, ათასგან დაკერებული, მაგრამ მაინც მშობლიური კონსტიტუცია
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებები და ვიცნობთ მათი რეალიზების მექანიზმებსაც.
ბევრსაც ვწერთ და ვკამათობთ ისეთი აბსტრაქტული ცნებების შესახებ, როგორიცაა “თავისუფლება”, “უფლება”, “თანასწორობა”, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ ვამჩნევთ მის მეორე მხარეს – პასუხისმგებლობას. ვცდილობთ ეს ტერმინებს გავხადოთ გასაგები და ხელშესახები. ბევრს ვსაუბრობთ ყველაფერი იმაზე, რაც პირადად გვეხება, და არასოდეს ვფიქრობთ სხვების შესახებ.
ჩვენ გვაქვს თვალები, რომ ირგვლივ ყველაფერი დავინახოთ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმ პატარა გოგო-ბიჭების შემჩნევა, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში მიყუჟულან; ან მეტროს სადგურებთან დგანან; ან ქუჩაში დახეტიალობენ; ან გზაჯვარედინებთან ატუზულან და ფულს ითხოვენ. ჩვენ მათ “მათხოვრებს” ვუწოდებთ და ყურადღებას არ ვაქცევთ მათ მოთხოვნილებებს, ცხოვრებასა და პრობლემებს.

დაახლოებით 25 წლის ასაკის საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს სულ მცირე, დამთავრებული აქვს საშუალო სკოლა, იცის ელემენტარული მათემატიკა, ინტერგრირებულია ფართო სოციალურ ჯგუფებში, იცის საკუთარი უფლებები; შეუძლია არჩეული კანდიდატისათვის ხმის მიცემა და კანონიერი სამსახურის მიღება, აქედან გამომდინარე – ხელფასისაც.
ამავე ასაკის “მათხოვარს” უკვე რამდენიმე შვილი ჰყავს. აი მაგალითად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეტროს სადგურებში თვალში მხვდებოდა ერთი ახალგაზრდა ქალი. იგი ფულს თხოულობდა. მერე წამოზრდილი მუცელი შევამჩნიე, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ახალშობილთან ერთად გამოჩნდა. მასთან ერთად გააგრძელა თავისი “ბიზნესი”. დადიოდა, კვლავ “დახმარებას” ითხოვდა და პირდაპირ მგზავრების თვალწინ კვებავდა მოშიებულ ბავშვს ისე, რომ ყველას შეეძლო მისი მოშიშვლებული მკერდის დანახვა. ჭეშმარიტად, ეს იყო დედობრივი სიყვარულისა და ზრუნვის უზენაესი გამოვლინება… ორიოდე წლის შემდეგ იგი ისევ დადიოდა წამოზრდლი ვაჟითა და კიდევ ერთხელ წამოზრდილი მუცლით. მეტრო იყო მისი სამსახურიც, ოჯახიცა და სახლიც.
ეს ქალი შვილებს სიყვარულსა და საკვებს აძლევდა, მაგრამ არასოდეს მიუცია განათლება. მისი ბავშვები ახლა ხელიხელ ჩაკიდებული დადიან, უნიჭოდ მღერიან და ფულს ითხოვენ. მათ წერა-კითხვა არ იციან და მათემატიკაში მხოლოდ იმდენ ანგარიშს ახერხებენ, რაც ფულის დათვლას ეყოფა. დატანტალებენ ფეხშიშველები, ტურტლიანი ტანსაცმლით და მხოლოდ ღმერთმა უწყის, რას საქმიანობენ.
ამ ბავშვებს, ისევე როგორც მათ მშობლებს, დოკუმენტები არ გააჩნიათ. ასე რომ, სახელმწიფოსათვის ისინი არ არსებობენ. აქედან გამომდინარე, მათ აღკვეთილი აქვთ საკუთარი უფლებების რეალიზაციის საშუალება. უფრო მეტიც, არც ერთმა მათგანმა არ იცის როგორ დაიცვას თავი ოჯახური ძალადობისგან, აიყვანოს კანონიერი წარმომადგენელი, ან იმუშაოს მაღალანაზღაურებად სამსახურში. მხოლოდ ძალიან ცოტა მათგანი ახერხებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას. უმრავლესობა ცხოვრებას ატარებს იმავე ჯურღმულებში, სადაც დაიბადა.
ქუჩის ბავშვები ჩვენი საზოგადოების დაკარგული ნაწილია, თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებითა და პოტენციალით. ისინი საკუთარ ნიჭს ყოველდღიურ აურზაურში ფლანგავენ, ენერგიას დესტრუქციულ საქმეებზე მიმართავენ – ანუ ისეთზე, რომელიც ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას, სოციალურ წესრიგს, სხვა მოქალაქეთა უსაფრთხოებას. რა სჭირდებათ? – განსხვავებულ მიდგომა, დიალოგი, დაფარული ტალანტის გამომჟღავნების შანსი. მინახავს ქუჩის ბავშვების მიერ ხელნაკეთი ნივთები. ისინი მშვენიერი იყო, არაფრით ჩამოუვარდებოდა პროფესიონალების ნამუშევარს.
კონსტიტუციური წესრიგის შესახებ საუბრისას არასოდეს გვახსენდება ჩვენი დები და ძმები, რომლებიც სიღატაკით, სიცივით, შიმშილით, უსახლკარობით იტანჯებიან. თანასწორობა, როგორც უზენაესი პრინციპი, არ არსებობს ამგვარი ადამიანებისავის, ადამიანის უფლებები და მათგან გამომდინარე პრივილეგიები გვერდს უვლიან. საზოგადოების ეს დაკარგული ნაწილი კანონისათვის გამქრალია. ისინი ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სიტყვის თავისუფლებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, განათლების უფლებით, შრომის უფლებებით, პენსიით და ა.შ. ისინი არც საზოგდოების წევრები არიან, არც რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეები. ისინი მხოლოდ ბუნებაში არსებობენ, და არა კანონიერად.
ასე რომ, მოდი თვალები უფრო მეტად გავახილოთ თვალები და შევამჩნიოთ ხალხი ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ. ჩვენს საზოგადოებას აკლია სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა. ამის გარეშე დემოკრატიულ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ, ვერც ტოლერანტობას დავიბრალებთ, არა?

2 thoughts on “დაკარგული საზოგადოება – ქუჩის ბავშვები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s