ფურცლის კიდეებზე მიჯღაბნილი ფრაზები


ფურცლის კიდეები მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გამოგონებაა. ისინი ინახავენ წამებში დაჭერილ აზრებს, ფრაზებს, ჩანახატებს.
ჩემს ძველ რვეულებს რომ ვათვალიერებ, ბევრ საინტერესო რამეს ვაწყდები. ისინი მოგონებებს მიღვიძებენ, წარსულის გაცოცხლებისას კი გულში რაღAც ტკბილად მწკმენტავს… ხელში ერთ-ერთი ტრენინგის მასალები მიჭირავს და უხაბედ მინაჯღაბნებს ვათვალიერებ. აი პირველი მათგანი:
პრობლემიდან: 1. თავის დაღწევის გზები; 2. ალტერნატივა; 3. გაკვეთილები
მეორე ფურცელზე მხოლოდ 3 სიტყვაა: სოლომონ ბრძენის ბეჭედი. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გაკვეთილია, რომელსაც ცუდ ხასიათზე/სიტუაციაში ყოფნისას ვიხსენებ ხოლმე. ზოგჯერ მშველის, ზოგჯერ – არა…
სადღაც პატარა კუნჭულში ერთადერთი სიტყვა განმარტოებულა: კოვი. ორი ფურცლის შემდეგ -“უკანასკნელი თავისუფლება, ვიქტორ ფრანკლი”
აი კიდევ ერთი ფრაზა: სასურველი შედეგები (კედელზე). ცოტა ხანს მართლაც მქონდა კვირის/თვის გეგმები, თავისი სასურველი შედეგებით და მერე ანგარიშს ვაბარებდი საკუტარ თავს. მერე მივანებე თავი ამის კეთებას და… დროა ისევ შევუდგე😀
20 წუთში – 100 ოცნება: ეს არასოდეს გამიკეთებია. იდეად დარჩა.
მოტივაციაზე მუშაობა – ეჰ… რაღაც პერიოდში მოტივაციის ავტომატურ საწერ მანქანად ვიყავი ქცეული… :)))
ალან პიზი – ნეტავ რატომ გამახსენდა? ჟესტების ენაზე აქვს სახელმძღვანელო… ჰმ… სანუგეშო ვერაფერი მაგონდება
იცოდე, რა გინდა! – უბრალოდ, მონიშნული აზრია. დაახლოებით ისეთი, რამდენიმე დღის წინ ფურცლის ნაგლეჯზე რომ წავაწყდი:
გაიღიმე, სანამ გაბრაზდები
საკუთარი წარსულის დაკრძალვაზე – გასვენებაში დამაგვიანდა, ქელეხზეც არ მიმიღეს😀
ტონი რობინსი – ეს კაცი სავარაუდოდ, ინტერნეტში უნდა მომეძებნა, მაგრამ ახლაც მეზარება ამის გაკეთება
სამაგისტრო პროგრამის მოძიება – ოოოო, ეს დიიიიიიიადი გულმოდგინებით შესრულებული😀
ორველის 1984 – შუა ლექციის დროსაა მიჯღაბნილი, ნეტავ ისეთი რა მითხრეს, მასთან რომ გავავლე პარალელი🙂 ერთ-ერთი იშვიათი მწერალთაგანია, რომელსაც არაჩვეულებრივად გამოსდის პოლიტიკური სატირა.

ჯერჯერობით სულ ესაა. არქივის ბოლომდე დალაგებამდე სხვაც ბევრი ამოტივტივდება. ვნახოთ…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s