წარმატების გასაღები. შეიცან თავი შენი


დრო მოვიდა გადახედო საკუთარ ცხოვრებას, დაფიქრდე იმაზე, თუ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და რა გინდა,  გააანალიზო წარსული, აწმყო და შემდეგ ამის მიხედვით განსაზღვრო მომავალი.

წარსული

გაიხსენე ბავშვობა, პირველი შეგრძნებები და შთაბეჭდილებები. როგორია შენი პირველი მოგონება? სად ხედავ საკუთარ თავს? რამდენი წლის ხარ? რას აკეთებ? მეზობლის ბავშვებთან თამაშობ? მშობლები გასეირნებენ? თუ საკუთარ ძაღლს გაჭენებინებს წვერებიანი  პაპა? გახსოვს ის საქციელი, რისთვისაც ბავშვობაში დაგსაჯეს ან წაგახალისეს? გადახედე შენს ოჯახს, როგორია იგი? გააცოცხლე მშობლებთან, და-ძმებთან დაკავშირებული მოგონებები, სად არიან ისინი? სამზარეულოში, ეზოში, პარკში, ოჯახურ შეკრებაზე თუ მანქანით მიდიხართ სტუმრად? აღიდგინე ის გარემო, სადაც იზრდებოდი: სახლი, მეზობლები, სოფელი/ქალაქი, უბანი… როგორი იყო, რას გრძნობ ამის გახსენებისას?

აი სკოლაში წასვლის დროც მოვიდა. გახსოვს პირველი დღე? მიღების ცერემონია, პირველი კლასი, მასწავლებელი, კლასელები? როგორი ურთიერთობა გქონდა მათთან? აქტიურად იყავი ჩართული სკოლის ცხოვრებაში თუ განზე დგომას არჩევდი? გაიხსენე პირველი მეგობრები და მათთან გატარებული დრო, როგორ ერთობოდით? როგორი იყო შენი  ურთიერთობა მასწავლებლებთან, მშობლებთან, მეზობლებთან? კარგად უბედბდით ერთმანეთს ტუ უბრალოდ ერთად ცხოვრობდით? გაიხსენე ადგილები, სადაც გიყვარდა ყოფნა და საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას განიჭებდა. რაზე ოცნებობდი? სად გრძნობდი მშვიდად და უსაფრთხოდ თავს?

აწმყო – საკუთარი თავის დანახვა გარე სამყაროში

ამ ყველაფრის შემდეგ საკუთარ თავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვი:

პირველად როდის იგრძენი, რომ გაიზარდე? ამ შემთხვევაში ასაკობრივ ზრდას ნუ მიაქცევ ყურადღებას, არამედ პიროვნულ ზრდაზე გააკეთე აქცენტი. მოზრდილობა ხომ ზოგჯერ წლებისგან დამოუკიდებლად მოდის.

გაიხსენე ამავე პერიოდის დიდი იმედგაცრუება და ტკივილი, რამაც შენზე კვალი დატოვა; ის წინააღმდეგობები, რომლებიც წარმატებით გადალახე და ის ადამიანები, ვინც ამაში დაგეხმარნენ.

ასევე დაფიქრდი იმაზე, როგორი ხარ სინამდვილეში და რა არის შენთვის ნამდვილად ღირებული, ან მიუღებელი? როგორ უყურებ საკუთარ თავს? შეხედე შენს თავს სხვისი თვალებით, რას იფიქრებდი რომ გეყურებინა როგორ დგები, იღვიძებ დილით, საუზმობ, სწავლობ, უსმენ მუსიკას, წერ, კითხულობ, ურთიერთობ გარშემომყოფებთან?… რას ფიქრობენ შენზე გარშემომყოფები? როგორ აღგიქვამენ?

და ბოლოს, როგორია შენი დამოკიდებულება სამყაროსა და გარშემომყოფთა მიმართ? როგორია სამყარო – ლამაზი, კეთილი თუ სასტიკი და დაუნდობელი?

მომავალი

მომავალზე ფიქრი იწყება იმის გააზრებით, თუ როგორი გინდა იყო 10, 20, 30, თუნდაც 70 წლის შემდეგ. როგორია სამყარო შემთვის და როგორი გინდა იყოს 20, 40, 100 წლის შემდეგ? წარმოიდგინე, რომ უცბად მსოფლიომ გადაწყვიტა შენი გზით იაროს.. იქნებოდი თუ არა კმაყოფილი იმით, საითაც წაიყვანდი ამ ხალხს?

ეს კითხვები არ არის და არც შეიძლება იყოს ამომწურავი. ცოტა ჭორდ-ის ფაილს გახსნი და შეეცდები იქ გადაიტანო პასუხები, შეიძლება კიდევ უფრო მეტი და მწვავე კითხვა წამოტივტივდეს. ეს კითხვები და პასუხები შეინახე, და დროდადრო კვლად დაუბრუნდი… ეს შეგახსენებს ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და რა გინდა. დაგეხმარება ორიენტირის შენარჩუნებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s