წარმატების გასაღები. ფასეულობების განსაზღვრა


ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, შემდეგია: რა ღირებულებების მატარებელი ვარ მე? რას ვაფასებ ყველაზე მეტად? რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ოჯახი? ერთგულება? სიყვარული? პატიოსნება? მეგობრობა თუ პატრიოტიზმი? სიკეთე? ზნეობა? მიტევება? რწმენა? თავისუფლება? ნდობა? სიამაყე? პროფსიონალიზმი? უბრალოება? პასუხისმგებლობა? დამოუკიდებლობა? შრომისმოყვარეობა? ფული? ინდივიდუალურობა? ამბიციურობა?… ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელეს. თუ ამას მარტო აკეთებთ, ჩამოწერეთ ყველა ფასეულობა, რაც თავში მოგივათ, შემდეგ კი სათითაოდ შეაფასეთ 10ბალიანი სისტემით. ყველაზე ღირებული – 10, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი – 9, შემდეგ – 8, და ა.შ. ამის შემდეგ ამოარჩიეთ ყველაზე ყველაზე მაღალრეიტინგული ფასეულობები და მოახდინეთ მათი ხელახალი შეფასება იმავე სისტემით. ეს პროცესი გაიმეორეთ მანამ, სანამ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან 3-4 ფასეულობამდე არ დახვალთ.

ჯგუფში ამისი გაკეთება ცოტა განსხვავებულად ხდება. ტრენინგზე ფასეულობათა აუქციონი მოვაწყეთ, სადაც ყველამ მიიღო მონაწილეობა და ერთობლივად, კენჭისყრით განვსაზღვრეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები. ისინი პოპულარობის მიცედვით შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა:
1. თავისუფლება
2. სიყვარული
3. ზნეობა
4. ერთგულება
5. რწმენა
6. ოჯახი
7. ღირსება

რაში გჭირდება ფასეულობები? იმიტომ, რომ უკეთ შეიცნო შენი თავი, მიხვდე, ვინ ხარ და რისკენ ისწრაფვი, რა უნდა გაითვალისწინო გადაწყვეტილების მიღებისას, ან რთულ მომენტში რას მიანიჭო უპირატესობა. თუ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია, მაშინ არჩევანის წინაშე რომ დადგები, შეიძლება მისი კეთილდღეობისათვის რაღაცეებზე უარი თქვა, უკან დაიხიო. მაგრამ თუ მიგაჩნია, რომ დამოუკიდებლობაზე დიდი პრიორიტეტი არაფერია, ამ შემთხვევაში ოჯახის ინტერესებს ნაკლებად გაითვალისწინებ.
იფიქრე ამაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s