წარმატების გასაღები. ჩემი ოცნება


წარმატების გზაზე შემდეგი ნაბიჯი საკუთარი ოცნებაა. რისი მიღწევა გინდა ყველაზე მეტად? უცებ რომ ოქროს თევზი დაიჭირო, რა სურვილს შეასრულებინებდი? “წყალში გადავაგდებდი და როცა მოვიფიქრებ მაშინ ხელმეორე დავიჭერდი” პასუხი ამ კითხვაზე არ მიიღება : იღბალი ზოგჯერ ერთადერთ შანსს იძლევა და მისი გამოყენება უნდა მოახერხო. თუ აქამდე არასოდეს გიფიქრია სასურველ მდგომარეობაზე, ეს ახლა უნდა გააკეთო.

რა არის შენთვის ყველაზე სანუკვარი ოცნება? რა გინდა რომ გქონდეს?
ჯანმრთელობა? მყარი ოჯახი? მილიარდი დოლარის წლიური შემოსავალი? ეგებ საქართველოს გაერთიანება და მსოფლიო მშვიდობა? ახალი რეკორდის დამყარება? ან 30 ენის ცოდნა? ზოგი მსოფლიოში საუკეთესო მანქანაზე ოცნებობს, ზოგი – პილოტობაზე, ზოგსაც ცხვირის ოპერაციის გაკეთება უნდა რომ საპირისპირო სქესს უფრო მეტად მოაწონოს თავი. არიან ადამიანები, ვისაც ბედნიერებისთვის მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქოფნის, ან ბინა პრესტიჟულ უბანში. სხვებს შეიძლება მაფიის ბოსობა უნდოდეთ, ან კოსმოსში გაფრენა, ტრანსეროვნული კორპორაციის შეფობა, აგარაკი მარსზე, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, შერლოკ ჰოლმსის ავტოგრაფი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დასწრება და ა.შ. თქვენი განსასაზღვრავია სასურველი მდგომარეობა.

რა გინდა? ამ შემთხვევაში დაივიწყეთ ოჯახის მიერ თავსმოხვეული კარიერა, ან საზოგადოების მოლოდინები თქვენს მიმართ. საკუთარი დიპლომები, სპეციალობა, სამუშაო ადგილი და მსგავსი რამერუმეები. გათიშეთ გონება და გასაქანი მიეცით ფანტაზიას. დაე, პასუხი ჩანდეს მიუღწევადი, წარმოუდგენელი, მაგრამ ის სულიდან და გულიდან უნდა მოდიოდეს, თქვენს რეალურ სწრაფვას, ინტერესებს გამოხატავდეს. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და უპასუხეთ ამ მარტივ კითხვას.
წარმატებას გისურვებთ.

პ.ს. მონათესავე შინაარსის პოსტი იხ. აქ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s