წარმატებული ადამიანის ისტორია


ერთ-ერთ პირველს სავარჯიშოს, რომელიც გაგვაკეთებინეს, წარმოადგენდა წარმატებული ადამიანის ისტორიის მოფიქრება. ეს უნდა ყოფილიყო ცნობილი პიროვნება, რომელსაც სამაგალითოდ მივიჩნევდით.

ახლა, როცა თავად შემიძლია საკუთარი ისტორიის მოყოლა, ვკითხულობ იმ ერთგვერდიან მონახაზს და ჩემს თავს ვუღიმი – მას შემდეგ ბევრი დრო გასულა. ბევრი რამ შეიცვალა ჩემი ორიენტირის გარდა. ეს მგონი მყარი ღირებულებების ნიშანი უნდა იყოს, არა?

ჩემი იმჟამინდელი ისტორია ეხებოდა ადამიანს, რომელიც დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. გაიზარდა მამიდაშვილებთან ერთად. დაამთავრა გიმნაზია. კარიერა დაიწყო უბრალო მოხელიდან, თუმნიანი ჯამაგირით და მიაღწია იმპერიის ერთ-ერთ უმაღლეს პოსტამდე.
გლეხმა დაიკავა ბევრ თავადზე მაღალი თანამდებობდა და დაამტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და წოდებრივ, კასტურ ჩარჩოებში არ ჯდება; რომ შეიძლება დომინირებული ცნობიერების, დოგმების დარღვევა ზნეობის დაცვით.
ისიც დაამტკიცა, რომ ადამიანი,თუ იგი ამორალური არ არის და საზოგადოებრივი წესიერების ფარგლებში ჯდება, შეიძლება გახდეს წარმატებული.
რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებშიც შესაძლებელია მაქსიმალური სარგებლის მიღება – პიროვნებისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც.
რამ განაპირობა მისი წარმატება? უპირველელსად, პატიოსნებამ – უკომპორომისობამ საკუთარ სინდისთან, “მე”-სთან, კანონმორჩილებამ, საკუთარ თავზე დაუღალავმა მუშაობამ, გლეხურმა ვირეშმაკობამ, რესურსების შესწავლის, გადანაწილებისა და გამოყენების სრულყოფილად ცოდნამ, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებამ (დიდი მამაძაღლი ფსიქოლოგი იყო🙂 ) და ა.შ.

ძნელი სათქმელია, თვლიდა თუ არა მუშნი ზარანდია თავს წარმატებულ ადამიანად.
დღემდე ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s