დასაჯერებელი ამბავი


შესავლის მაგიერ: ამ ისტორიული ბრძოლის ამბავი შეუმჩნეველი დარჩა მართლამდიდებელ მშობელთა კავშირს და წინასაარჩევნო ისტერიით შეპყრობილ ქართულ მასმედიას. მოვლენის ექსკლუზიური გაშუქება მხოლოდ GIJMAJ-PRESS-მა მოახერხა.
N.B! საავტორო უფლებები დაცულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ დამრღვევს მიესჯება სამუდამო სიმელოტე და სხვა პრევენციული ღონისძიებები!!!
———

ზაფხულის ცხელ დღეს გადაღებებით დაღლილმა ციცინათელამ გასეირნება გადაწყვიტა. იარა, იარა და უცნაურ ქალს წააწყდა. იგი იდგა გაუნძრევლად და მდუმარედ გასცქეროდა შორეთს… ციცინათელა ქალთან მიცუნცულდა და ყურადღებით დააკვირდა.

ქართლის დედა თვალს ვერ უსწორებდა საკუთარ ფეხებშუა მოაზასავე წყვილს
შორენამ იგივე წყვილს კიდევ უფრო ვნებიანი გაკვეთილები ჩაუტარა

ქართლის დედა შეეცადა შემთხვევით ჩამოშლილი კულული შეუმჩნევლად მიემალა ჩიხტიკოპში
შორენას მოფრიალე დალალები ქარმა მთელ თბილისს გადააფინა

ქართლის დედა სიცხემ შეაწუხა, გრძელი კაბის კალთებში კიდევ უფრო საიმედოდ გაეხვია
შორენაც შეაწუხა სიცხემ და შიშველი ძუძუსთავები პირდაპირ მცხუნვარე სხივებს შეუშვირა

ქართლის დედას ცაცია ხელში ჩაბღუჯული მოთმინების ფიალა აევსო, ხაფი ხმით იკივლა და კვარცხლბეკიდან გადმოეშვა. თავსა დამართ სცემდა, ხრმალსა მიმოიქნევდა, ყიოდა და იზახდა, ვითარცა ცოფი. და ფრიადისა ცემისაგან ხრმალმანცა დაღვრანჭილმან უარჰყო ქარქაში თვისი
შორენამ მიკროფონი იშიშვლა და უსაფრთხო მანძილიდან ცდილობდა ყველაფრის დაფიქსირება/ჩაწერას.

დაიღალნენ. ქართლის დედა კორდზე ჩამოჯდა და საკუთარი ორჯამიანიდან სულის მოსათქმელად ორნახდ ჭაჭას დაეწაფა
შორენამ თეძოებიდან მოიხსნა გამჭვირვალე ქსოვილი, ბალახზე გაფინა და ზედ ნებიერად წამოკოტრიალდა. რაც შეიძლება სექსუალური პოზა მიიღო, პირად მასაჟისტს დაუირეკა, თან 317 გრამი აბსენიტს გამოყოლება სთხოვა

ქართლის დედამ ხმლის წვერით მინდვრის ყვავილს რუდუნებით მოუჩიჩქნა მიწა გარშემო
შორენამ იგივე ყვავილი თმაში ჩაიბნია და შემთხვევით გამვლელს გამომწვევად გაუღიმა

ქართლის დედა ბოღმისგან გაითანგა, თავდაპირველი პოზა მიიღო და კიდევ უფრო გაქვავდა.
შორენამ შემოიზღუდა მკერდი თვისი მტკიცედ და თაყვანისმცემელთა ამალით მორიგი ღამის გასატარებლად გაემართა.

გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
მეტს რას ელოდით? სკანდალს?
ოლოლო თქვენა, ვერ გამოიცანით!🙂
ჭირი იქა, ლხინი აქა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s