ეროვნული ტრაგედია – 2010


– რიგი დაიცავით!!!
– ცოტა ჩაიწიეთ ქალბატონო, ვერ ხედავთ რომ ადგილი არაა?!
აქ მსგავსი აღშფოთებული გამოთქმები მაყურებლისთვის დაფარულია, რამდენადაც საქმე საინფორმაციო სივრცეს ეხება. გადაცემა პერიოდულია და მაისამდე გაგრძელდება. ამდენად, ყველას ექნება შესაძლებლობა მიიტანონ სათქმელი ამომრჩევლებამდე.

ქართულ საინფორმაციო სივრცეში პრეცედენტი შეიქმნა – არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს თანაბარი დრო მიეცათ საკუთარი პოზიციის გამოსახატავად. თუმცა რამდენად რეალური შესაძლებლობაა – ცალკე თემაა.
გადაცემის მომზადების პროცესი არ ჩანს, მაგრამ მსვლელობიდან გამომდინარე ნათელია, რომ ჟურნალისტები ბევრ დროს ხარჯავენ სტუმრის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. ატარებენ წინასწარ გამოძიებას, განსაკუთრებულ ხაზგასმას აკეთებენ იმ ქმედებებზე, რომელიც კანდიდატს უარყოფითად წარმოაჩენს. გადაცემის სმვლელობის დროს კი გაავებული ჟურნალისტები თავს ესხმიან დამარტოხელებულ მსხვერპლს. დასმული კითხვები ხშირად არაორაზროვანი და პროვოკაციულია, მაგალითად: რუსეთთან თანამშრომლობ? ვინ არიან შენი მთავარი კონკურენტები? ამბობენ ხელისუფლების სატელიტიაო, მართალია? რა კომენტარს გააკეთებდი მავანის ნათქვამზე? (ეს ნათქვამი, როგორც წესი, არაკეთილგანწყობილი პოზიციის დაფიქსირებაა) და ა.შ. კითხვების სიმძაფრე დამოკიდებულია კანდიდატის პოპულარობაზე. რაც უფრო მაღალრეიტინგული ოპოზიციის წარმომადგენელია მოწვეული, მით უტაქტო კითხვების კორიანტელი დგება. ზვიად ძიძიგურთან ინტერვიუ ხელჩართულ ბრძოლაში რომ არ გადაიზარდა, ღმერთს მადლობა შევწირე.

მიუხედავად ამისა, ახლა არავის შეუძლია დაიჩივლოს, ეთერი არ მაქვს და საკუთარ სათქმელს ევრ ვაწვდი ამომრჩევლებსო. თითოეული პარტიის წარმომადგენელი იმედის თვალით შესციცინებს “იმედს” და მოუთმენლად ელის საკუთარ რიგს.

რამდენადაც დიდხანს ვუყურებ არჩევნები 2010-ს მით მეტი კითხვა მიჩნდება ჟურნალისტის პროფესიონალიზმის შეფასების კრიტერიუმების შესახებ. რითი იზომება იგი? კითხვების ინტენსივობით? უტაქტობით? მოსმენის უუნარობით თუ ყლინჯის სიგრძით??? გადაცემის მსვლელობისას ჟურნალისტიდან მომდინარეობს პირდაპირი აგრესია და რაც ყველაზე მთავარია, პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გაცემასაც არ აცლიან. ერთი კითხვა დამთავრებული არაა, რომ მაშინვე მოჰყვება მეორე… მესამე… მეოთხე… შუალედებში შე-მკითხველები კმაყოფილი სახით ბუტბუტებენ: “გასაგებია”, რომ იგივე კითხვა სხვაგვარი ინტერპრეტაციით შეუბრუნონ და სასურველი პასუხი როგორმე დასტყუონ…

ესეც ჩვენი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება.
გიხაროდენ ქართველო ერო, ომის შემდეგ პირველი არჩევნები ჭეშმარიტად წარმოამდგენლობითია, განსაკუთრებით საინფორმაციო სივრცეში. ვუყუროთ არჩევნები 2010-ს და შემოვხაზით ყველაზე ბანძი, ყველაზე არაპოპულარული, ნაკლებად იმედისმომცემი კანდოდატი. ეგებ შემდეგ მაინც გვეშველოს!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s