წარმატების საიდუმლო


წარმატება შემაწუხებელია იმიტომ, რომ როცა წარუმატებელთა არმია გაიგებს თუნდაც ერთი წარმატებული ადამიანის შესახებ, იწყებს:
– გაუთავებელ შეკითხვებს
– ზარებს
– მაილებს
– სკაიპისა და ფეისბუქის აფეთქებას
– უკბილო ხუმრობებს
– უშედეგო მცდელობებს
უკვე ცოტაზე მეტად დავიღალე “აუ წამიყვანე რაააა”, “მეც მინდაააააა” “აუუუ რა მაგარიაააა” “აუუუუ როგორ მიდიხარ?” “აუუუუუუუ რომელ უნივერსიტეტში მიდიხარ?” და მსგავის ტექსტების მოსმენით ახლობელი და შორეული ნაცნობებისაგან. ყველაზე აუტანელი ისაა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად განათლებისა, სოციალური სტატუსისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა, აბსოლუტურად ერთნაირი რეაქცია და ლექსიკა აქვს.

ეს ძალიან მომაბეზრებელია. და ამდენი “აუუუუუუუუუ”-ს მოსმენით თავი ზოოპარკში მგონია.

უფრო მეტად მომაბეზრებელი ისაა, რომ ყველას ერთნაირად უნდა წარმატების მიღწევა – არაფრის კეთებით. საქმის დაწყება ეზარებათ, მაინცდამაინც კუდში დევნას მოითხოვენ და მაშინაც კი არ აკეთებენ ყველაფერს ბოლომდე.

რაშია წარმატების საიდუმლო? მარტივად რომ ვთქვა, ყოველდღიურ რუტინაში. დრო, რომელსაც ჰარიჰარალეს და ჩეტაობას ხმარდება, უნდა დაეთმოს მეცადინეობას, ტესტებს, ფიქრის იმის შესახებ რა გინდა, და შემდეგ მიზნამდე მისასვლელი გზის დაგეგმვას. ნამდვილად მოსაწყენი პროცესია და რაც მთავარია, ყველაფერი შენი გასაკეთებელი. თუმცა, თუ საქმე გიყვარს, შეიძლება ამ რუტინიდანაც მიიღო სიამოვნება. რაც მთავარია – საქმე ლაპარაკის ნაცვლად. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო რა და როგორ გავაკეთე, სხვისთვის ამას შედეგი არ ექნება, თუ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ დაიწყებს.

წარმატებას გისურვებთ!

2 thoughts on “წარმატების საიდუმლო

  1. კარგია მომეწონა ასევე დავამატებ რომ ცხოვრება შედგება უამრავი დაცემისა და ადგომისაგან, წარმატებულია ის ვინც არ ნებდება და რამდენჯერაც დაეცემა იმდენჯერ წამოდგება და განაგრძობს გზას. პრობლემებს უნდა შევებრძოლოთ …
    __არის პრობლემა? უნდა გადაჭრა!

  2. წარმატებული არის ის, ვინც აკეთებს იმას რაზეც სხვები მხოლოდ ფიქრობენ:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s