ძუძუმწოვრები და ტრაკის მლოკავები


წარმოიდგინე: გაგიმართლა და მარშუტკაში ადგილი მოიპოვე. ზიხარ წყნარად, საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, და საერთოდ არ აქცევ ყურადღებას მგზავრებს, რომლებიც გაუთავებლად ადიან და ჩადიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან, მგზავრობის საფასურს აწვდიან მძღოლს, ისიც მექანიკური მოძრაობით უბრუნებს ხურდას; არც მოხრიალე რადიოს ხმას იმჩნევ… გაჰყურებ გზას და ცდილობ შენს გაჩერებამდე მისვლამდე როგორმე იპოვო დილით წამოჭრილი პრობლემის მისაღები გადაწყვეტა…

უცებ სახესთან რაღაც თბილსა და რბილს გრძნობ. თავს აბრუნებ და ქოლგეითით გაპრიალებულ ტუჩ-კბილთან ასაკგადაცილებული გაფუშფუშებული დეიდას ძუძუებს ხედავ. ისინი მოუსვენრად დახტიან, მოსახვევებში პირდაპირ სახეში გეხლებიან და გაურკვეველ ფიქრებს აღგიძრავენ.

თუ იფიქრებ, რომ ამ ქალბატონს საკუთარი ახალშობილი ჰგონიხართ და შენი დაპურება უნდა, ან ეს ერთგვარი გამოწვევაა შემდგომი სექსუალური თამაშებისათვის, შემცდარი ბრძანდები. დაოკდი და გადახედე შენს წინ მჯდომ მეზობელს. ის შენზე დიდ საფრთხეშია ჩავარდნილი, რადგან მისკენ ზურგით მიბრუნებული არანაკლებ მსუქანი დედაბერი ლამის პირში უდებს უფორმო უკანალს. ამ შემთხვევაში ძუძუმწოვრობა გაცილებით მომგებიანია ტრაკის ლოკვაზე. თავი ხელში აიყვანე შეეცადე დაუბრუნდეთ წინანდელ პოზიციას – შეიცვალე მზერის მიმართულება. ეს ყველაზე რეალური და წარმატებული ნაბიჯი იქნება. პროტესტს აზრი არ აქვს, რადგან ასეთ შეთხვევებში გადატენილი მარშუტკა ადამიანებს ყველაზე წარმოუდგენელი პოზების მიღებას აიძულებს. ნებისმიერი ცვლილების მოხდენის მცდელობა, მგზავრების ასვლა-ჩასვლის გარდა, საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს ხალხისთვისაც და ტრანსპორტისთვისაც.

არც ისე დიდი ხნის წინ ეს პრობლემა თითქოს მოწესრიგდა, მძღოლები ჯარიმის შიშით ერიდებოდნენ მარშუტკების გადავსებას, თუმცა შიშის სინდრომი მალევე დასძლიეს და მცდელობები გააათმაგეს “კარტოფილის ტომრების” რაოდენობის გასაზრდელად. პიკის საათებში, როცა შეუძლებელი ჩანს არათუ დასაჯდომის მოძებნა, არამედ მარშუტკაში ატევის წარმოდგენაც კი, იგი შენს წინ მაინც ჩერდება, ჯადოსნური კარი იღება და თავის წიაღში გიხმობს. ხალხი მჭიდროვდება. ერთმანეთს უფრო ეკვრება და ამოსასვლელ ადგილს გითავისუფლებს. ბედნიერი ადამიანი ხარ, მშობლიურ ქართველ ერს უყვარხარ! იგი მზადაა, მოახდინოს საამაყო ეროვნული ღიპების მოკლე ჩართვა, უცნობი ადამიანის ექსპრეს-დაორსულება, ოღონდ შენი დანიშნულების ადგილამდე მიყვანა უზრუნველყოს!

გიხაროდენ, თუ ზიხარ და იძულებით ძუძუმწოვრობას ეწევი! ძალიან გაგიმართლა!

ბედნიერ მგზავრობას გისურვებ!

2 thoughts on “ძუძუმწოვრები და ტრაკის მლოკავები

  1. ამიტომ უნდა იმუშავო, ფული შეაგროვო და იყოლიო საკუთარი მანქანა, სკუტერი, მოტოციკლი, ამოისუნთქებ, არც ძუძუმწოვრობა მოგიჯიწევს, არც უკანალს მოგიშვერენ, არც ოფლის სუნში არ გაეხვევი, არც იმ ჟანგიან ხელისმოსაკიდს შეეხები, არც ცხოვრებით უკმაყოფილო მძღოლის სახეს დაინახავ რომელიც გაღორების პიკი დიდი ხანია გაიარა, რომელსაც არც მანქანა აღელვებს, არც მგზავრები, არც სხვა მის ირგვლივ მყოფი მოძრავი სხვა საშუალებები რომელთათვისაც ერთი უბრალო 50 თეთრიანი ოსრამის ნათურა რომ დააყენოს სტოპის და მეორე ე.წ.”პავაროტნიკის” ადგილზე რამდენად შეამსუბუქებს ცხოვრებას. ნუ თუ მაგას არ იზავს, კიდევ ვინმე ჩემნაირი შეხვდება თუ მიქარავს, გადმოიღებს იმ ტვინკამიან მატორზე შემომჯდარს და თბილ სალამთან ერთად ტკბილ კამფეტსაც მიიღებს და უკან ჩაჯდება.
    მომეშალა ნერვები ახლა, რატომ უნდა დავდიოდე საოპერაცია ვიღაც ამყრალებული მარშუტკის მძღოლის გამო😦

  2. ფული აქ ნაკლებ შუაშია. მთავარი პრობლემა არის მგზავრებისა და მძღოლების დამოკიდებულება, + ტრანსპორტის უსაფრთხოება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s