წავედი ერთხელ ბირჟაზე. დავინახე უმფროსი და გამეღიმა


პრაქტიკული ფსიქოლოგია, რომლის ერტ-ერტი ვარიანტია ჟესტების ენა, დასავლეთში ძალიან განვითარებულია. შეგხედავენ, დაგასკანირებენ და 100%-ით თუ არა, 90-ით მანც მიხვდებიან ვინ ხარ🙂 ჩაცმულობა, ფერები, თვით ტანსაცმლის ფორმა და მოდელი, ჯდომისა და დგომის მანერა, საუბრის სტილი, გნებავთ ჭამის კულტურა – ყოველვე ეს, რაც ჩვენთან ხშირად დეტალებად ითვლება, დასავლეთში დიდი ყურადღების საგანია. დაკვირვება ხდება შეუმჩნევლად, მაგრამ საფუძვლიანად. ასე რომ პატარა დაუდევრობაც შეიძლება გადამწყვეტი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.

გასაუბრების ქართული მოდელები თანდათან უახლოვდება დასავლურ სტანდარტებს. მისი თავისებურებები დამოკიდებულია ორგანზაციაზე, რომელსაც ვაკანსია აქვს გამოცხადებული. ჯერ ორგანზაციული კულტურა ცალკე სალაპარაკოა. კარგ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მისია, შინაგანაწესი, და სულ მცირე 2-3 წლის სტრატეგიული გეგმა და ხედვა. როცა ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია, თანამდებობრივი უფლებამოსილებებიც ზუსტადაა ჩამოყალიბებული, ასე რომ დამსაქმებელმა უკვე იცის, ვინ უნდა ეძებოს.

საკადრო პოლიტიკის რამდენიმე მოდელ არსებობს, ასე ვთქვათ, ღია და დახურული. დახურული – როდესაც ხდება უკვე კადრების გადამზადება, ზრდა და დაწინაურება. ჩვენს ბანკებშია გავრცელებული ასეთი პრაქტიკა. “ღია” – როცა გარედან მოყავთ ახალი სისხლი😀 ასეთ შემთხვევაში ცხადდება კონკურსი, მერე მთელი ამბები და დანარჩენი იხ. ზემოთ😀

საქართველოში პირველი და მეორე გასაუბრება ძირითადად ერთად ხდება. უკეთეს შემთხვევაში – სხვადსხვა ოთახში. რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგები ვინ იყვნენ, კაციშვილმა არ იცოდა, დაგირეკავდნენ წინა დღეს საღამოს 8:13ზე და დაგიბარებდნენ დილის 10ზე. როგორც წესი, ამ დროს უმფროსი მოსული არ იყო, ამიტომ საათნახევარი მოსაცდელში გიწევდა ყურყუტი (ბევრგან ახლაც არ შეცვლილა), სადაც იჯდა ვინმე უცხვირპირო მდივანი ქალი, რომელიც სკამსაც არ შემოგთავაზებდა, ღიმილზე ხომ საუბარიც ზედმეტია. სამაგიეროდ, მთელი გულმოდგინებით ჩასცქეროდა გუშინ დალეული ყავის ჭიქას და ძალიან წითელლაქიან თითებს აკაკუნებდა კომპიუწერზე. დროდადრო თავმომწონედ იხედებოდა, აქაოდა, მიყურეთ რა საქმიანი ტიპშა ვაააროო😀 მდივანი ქალების მოკლე კაბის მოხსენიება მგონი არცაა საჭირო, ნანახი თუ არა გაგონილი მაინც გექნებათ გვერდითა პრარეზიდან გადმოყვლეპილი ბარძაყები😀

სანამ უმფროსი მოვიდოდა, გასაუბრების მსურველთა კილომეტრნახევრიანი რიგი იდგა უკვე (გაგონილი ჰქონდათ, რომ თითოეულ ადამიანისთვის 15 წუთIს გამოყოფა დასავლური სტანდარტი იყო, აბა ხომ არ უღალატებდნენ :D). ეს, რა თქმა უნდა, ოფისს მეტად საქმიან იერს სძენდა. თუ მოთმინება გეყოფოდათ და ლოდინით თავგაბეზრებული არ მიატოვებდით ყველაფერს… კაბინეტში შესულს დაგხვდებოდათ სათვალიანი, თავჩაქინდრული მეტად საქმიანი გამომეტყველების მქონე უცნობი ადამიანი (ხშირად მარტო მჯდომარე), რომელიც სულ მცირე 2-3 წუთი თავაუღებლად, უკიდურესი დაძაბულობით ჩაიკითხავდა წინ დადებულ დოკუმენტს და ბოლოსდაბოლოს გაღირსებდა მოწყალე მზერას… მერე დაიწყებოდა უგემური სიფათითი სავსე გამოკითხვა. გოგოების წარმატება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ თეძოების რამდენად სექსუალური რხევით მოახერხებდნენ შთაბეჭდილების მოხდენას… ბიჭების კი – ….🙂

ახლა რა ხდება:
გასაუბრების მოსურნეთა რიგები ისევაა – რას ვიზამთ, ქართველები ხომ ევრ ვუღალატებთ ძველ ზნე-ჩვეულებას :)) თუმცა ისეთ ორგანიზაციებში, სადაც დასავლელი სპეციალისტები მუშაობენ, ან მათი ფილიალებია, ეს საკითხი მოწესრიგებულია. თითოეულ კანდიდატს აქვს მისთვის გამოყოფილი დრო, და იშვიათად, რომ რომელიმე მათგანს დადგენილზე დიდხანს ესაუბრონ. დაახლოებით გამოყოფილია 15-30 წუთი. და ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ამ დროს გააკეთო, არის დაგვიანება.

გასაუბრებაზე – დროის მოგების მიზნით, გასაუბრება ხდება კომისიასთან. უმეტესად კომისიაში შედიან მთლა უმფროსი ან მისი მოადგილე, კადრების სამმართველოს უმფროსი ან ვინმე მისი მსგავსი, ვისაც ჭკუა მოეკითხებდა და კიდო 1-2 ადამიანი. შეიძლება ეს იყოს იმ დეპარტამენტის წარმომადგენელი, სადაც ვაკანსიაა, მისი ბიძაშვილი ან რამე ასეთი………..😀
ფსიქოლოგის ამბავი – დამოკიდებულია ორგანიზაციის შეფის გაგებასა და ფინანსებზე. დიდ ორგანიზაციებს თავისი ფსიქოლოგი ჰყავთ, კარგი სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოწვევა ხდება, რა თქმა უნდა, არა-მოხალისეობრივად. თუკი დამსაქმებელს არ შეუძლია თავს ამისი ფუფუნების უფლებას მისცეს, მაშინ უფსიქოლოგოდ იოლას გადის :)) თავად ჯდება კომისიაში და/ან აკომპლექტებს ზემოთაღწერილი მოდელის მიხედვით.

გასაუბრების დროს – გარეგნული სახე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. უნდა დატოვოთ თავდაჯერებული პროფესიონალის შთაბეჭდილება. მხოლოდ კარგი სპეციალისტი აქცევს ყურადღებას ჟესტებს, მიმიკას, ძირითადად კი გასაუბრებისას ორიენტირებული არიან იმის გამორკვევაზე, რამდენად შეესაბამება შენი კვლიფიკაცია წაყენებულ მოთხოვნებს, გეკითხებიან ტექნიკური უნარ-ჩვევების, განათლების შესახებ. შეიძლება იმისი გაგებაც მოიწადინონ, რამდენი გქონდა წინა სამსახურში ხელფასი. ასევე შესაძლებელია საუბარი კიდევ უფრო განვითარდეს და საერთო მეგობრებიც აღმოაჩინოთ.😉

ორგანიზაციის შესახებ შეკითხვებმა ზოგჯერ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს დამსაქმებელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს შეკითხვა ეხება დამატებითი სამუშაო დროის ანაზღაურებას, ან სამუშაო პირობებს. ქართული ორგანიზაციების 80%-ს (სულ მცირე) ამ მხრივ ვერ აქვს საქმე კარგად😉

კოლექტივთან შეხვედრა, უმეტსად, სამსახურის დაწყების მომენტიდან ხდება…

გასაუბრება – ორივე მხარისათვის არის ძალიან დიდი კულტურა, და ასევე უნარიც. ესაა ერთგვარი პოლიტიკური სვლა – მიაღწიო მიზანს… მოკლედ, არის დეტალები, რომლებიც ქართველმა დამსაქმებლებმა უკვე დაამუღამეს (ძირითადად თბილისსა და დიდ ქალაქებში) და – ასევე ისინიც, რაც ჯერ კიდევ აუთვისებელი აქვთ.🙂 მომავალი წინაა და ვნახოთ რამდენად გავუერთმნიშვნელიანდებით დემოკრატიულ მსოფლიოს😀

ჟესტების ენას რაც შეეხება, იოლად ასათვისებელია, არსებობს რამდენიმე სახელმძღვანელო, მათ შორის ალან პიზის, ძალზე პოპულარული და რუსულადაცაა ნათარგმნი.

One thought on “წავედი ერთხელ ბირჟაზე. დავინახე უმფროსი და გამეღიმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s