თბილისი შავი ქალაქია


ქუჩაში თვალშისაცემი ფერი ერთადერთია – შავი. ქალები შავები, კაცებიც შავები, ზოგჯერ ერტიორი ზანგიც გამოერევა, რომელიც საკუთარი ტანისამოსისა და კანის ფერის სიშავეში საერთოდ იკარგება.

მწვანე ნაგვის ურნებთან, მწვანე ხეებთან და ფერად შენობებში ცხოვრობენ შავებში ჩაცმული ადამიანები.

ისინი ქუჩაში გამოდიან:
შავი ფეხსაცმელებით
შავი კოსტუმებით
უფრო ხშირად – შავი შარვლებით
შავი საღამოს კაბებით
და შავი ფიქრებით, რომლებიც საკუთარ პრობლემებს ეხება.
შავებში ჩაცმული ადამიანები საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილები არიან.
მეტროში თუ დაკვირვებიხართ, როგორი სახეებით ბრუნდებიან სახლებში? დაღვრემილები, დაღლილები, სიცოცხლე-ჩამკვდარები!!!
ფერების ფსიქოლოგები, რომლებიც ადამიანის ხასიათსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მისი საყვარელი ფერების მიხედვით განსაზღვრავენ, ამტკიცებენ, რომ მათ, ვის გარდერობშიც შავი ფერის სამოსი დომინირებს, თავდაჯერება აკლიათ და დეპრესიისაკენ არიან მიდრეკილი.
შავი გლოვის ფერია. განა ყველა შავოსანს ჰყავს მიცვალებული? – არა! ისინი საკუთარ თავს გაურბიან!

რატომ?…

3 thoughts on “თბილისი შავი ქალაქია

  1. აი, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს :@:@:@:@:@:@:@
    თითქოს დიდი პანაშვიდიაო რა :((((((((((

  2. თბილისური United Colors of Benetton-ის ვიტრინა – ყველაზე შავი ვიტრინა ყველა ბენეტონის ვიტრინას შორის!

  3. me piradad ar miyvars shavi peri da chems garderobshic ishviatad waawydebi msgavsi peris tanisamoss. diritadad sul perad peradi tansacmlit vimosebi, mashin roca chemi tanatolebis umravlesoba shav pers aris mijachvuli

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s