პატრიოტიზმის ისტერია


2003 წლის მიტინგები ხომ გახსოვთ. იმდროინდელი ამბავია. ხალხი გულმოდგინედ ყვიროდა მიშა-მიშას, ვიღაცამ გაიღადავა და გრიშაო, დაიყვირა. გარშემო მდგომები აყვნენ. იმან მიიხედ-მოიხედა და გრიშა ვინააო იკითხა. ასე უპასუხეს, რა ვიცი, ყვირიან და ვყვირიო. როცა ვინმე ხალხის სახელით გამოდის, ან ხალხი გამოდის ერის სახელით, ეს ამბავი მახსენდება ხოლმე. დოდკას პოსტმა “იმედი” და ბრბო >> კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ყოველთვის მოიძებნება ტვინგამორეცხილი, ან უბედური ადამიანების ასეული, რომელიც მიშასაც, გრიშასაც, პანტელეიმონსაც და ვალოდიასაც ერთნაირი ენთუზიაზმით იყვირებს. ეს ერის ტრაგედიაა!!!

მას, რაც “იმედმა” და მის წინ მოპროტესტე ადამიანებმა გვაჩვენეს, “პატრიოტიზმის ისტერია” ჰქვია. იგი ისეთივე საშიშია, როგორც ტანკებით მომდგარი მტერი. “რუსეთი ჩვენი მტერია”, “ყველა რუსის დედას შევეცი”, “რუსეთში ვინც ჩადის, საქართველოს მოღალატეა… მოღალატეა, მოღალატეა.. მოღალატეა….

ღალატი, ღალატი, ღალატი… გამყიდველობა… როდემდე უნდა გვიჩაქუნონ თავში ეს სიტყვები? სანამ ძარღვებში სისხლის მაგივრად სიძულვილი არ დაგვივლის? თუ ასეა, რატომ გვასწავლოდნენ რომ მტრობით დანგრეულს სიყვარული აშენებს? ბოლოს მოგვიღებს ეს ორმაგი სტანდარტები – როგორც ერს და როგორც პიროვნებებს. ვისაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს ღირებულებები, იმათ კიდევ რა უშავთ, ბავშვებმა იკითხონ………..

ამაზერზენია, ყველანაირად ამაზრზენია ეს ტერორისტული საინფორმაციო პოლიტიკა. და ის ტიტრები, რომლებიც 14ში მთელი დღე თავის მართლებასავით გადიოდა “იმედის”ეთერში: სიუჟეტი მიზნად ისახავდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის “ხელის შეშლას.” ან თვითონ “იმედის” გუნდია დებილი, ან ხალხი ჰგონიათ უტვინო და დეგენერატი. ასეთი ძლევამოსილები თუ იყვნენ და მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სახელმნწიფოს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ, აქამდე სად იყვნენ? რატომ დაუშვეს 08.08.08????????…………….

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ფსევდპოპატრიოტული ისტერია? ალბათ კიდევ დიდხანს, რადგან ნებისმიერი პლატფორმის პოლიტიკოსმა იდეალურად მოირგო ხალხის გულშემატკივრის მანტია. გახდა რომ მოუწიოს, დედიშობილა დარჩება და ხალხს მოუწევს ჩასუქებული ბანჯგვლიანი უკანალების რეალითი შოუს ყურება. ესთეტიკური სანახაობაა, არა?

კარგია, რომ ხალხს მსგავს უმსგავსობებზე პროტესტის გრძნობა უჩნდება და გარეთ გამოდის, ცუდი კი ისაა, რომ ამით ისეთი ოდიოზური ფიგურები სარგებლობენ, როგორიცაა ბურჯანაძე და ძმანი მისნი. გამოსავალი სადაა? როგორ გადანაწილდება მოღალატე და კიდევ უფრო მოღალატე პოლიტიკოსებს შორის საარჩევნო ქულები? და რა ეშველება ხალხს?????

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s