ახალი ბაგრატიონი – იბერია გაბრწყინდება!!!!


ეჭვი ხომარ გეპარებათ, რომ მონარქია გადაარჩენს საქართველოს? აქამდე თუ ასე იყო, დროა აზრი შეიცვალოთ!!! საქართველოს ახალი მესია გამოუჩნდა – 26 წლის ირაკლი ბაგრატიონი. სწავლა დაუმთავრებია, ახლა კი მშობლიურ სოფელში მიწას ეჭიდავება. ამაზეა ნათქვამი, საკუთარი ხალხის ჭირსა და ლხინს იზიარებსო. მშვენიერია, ამის გამო ირაკლი ბაგრატიონს აღარ დასჭირდება თავისი ლეონი, რომელიც აშიმშილებს, გაწკეპლავს და ლეღვისფოთოლ აფარებულს არბენინებს. მას უკვე ათვისებული აქვს უბრალო ცხოვრების ანაბანა.

კარგია ისიც, რომ ღამღამობით ქუჩა-ქუჩა ხეტიალიც არ მოუწევს გლეხურად გადაცმულს. ასეტ ქარიან ამინდებში ხომ გაცივდებოდა!!! თუმცა, მაინც რას ნახავდა გაჩახჩახებულ და ვიდეოთვალებდაცეცებულ თბილისში?

დავითისაგან განსხვავებით, ირაკლი არ გაუცრუებს იმედებს ქართველ ერს! შემოიერთებს სამაჩაბლოს, აფხაზეთს და დამატებით ევროპის რომელიმე განვიარებული სახელმწიფოს ნახევარს, რადგან დაქორწინდება უცხოქვეყნელ პრინცესაზე, რომელიც მზითვად ნახევარ სამეფოს მოიტანს. მერე კი ცოლისძმებთან დაიწყება გაუთავებელი ვადა სამფლობელოების საზღვრებთან დაკავშირებით… აი მაშინ დაერხევა რუსეთს და მთელ დემოკრატიულ სამყაროს!!! ქართველი მეფის ნათელი მთელ მსოფლიოში იბრწყინებს და ყველა სკეპტიკოსი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაინთქმება!!!!

ჭეშმარიტად, ბაგრატონები გადაარჩენენ მთელ პლანეტას!!! იბერია გაბრწყინდება!!! Gიხაროდენ, ქართველო ერო!!!!

2 thoughts on “ახალი ბაგრატიონი – იბერია გაბრწყინდება!!!!

  1. საქართველოს ღმერთიც კი ვეღარ გადაარჩენს, რაის ბაგრატიონი :))))))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s