მეტროს ვაგონში მათხოვრები ამოვიდნენ _ ჭუჭყიანიები, დაგლეჯილი ტანსაცმლით. საწყალობელი ხმით ითხოვდნენ 5 თეთრს ავადმყოფი ძმისათვის წამლის საყიდლად. მათ მაყურებელს თვალზე ცრემლი მოადგებოდა. აიარეს, ჩაიარეს, მერე ტრადიციულად კართან გაჩერდნენ და ერთმანეთში საუბარი დაიწყეს. უცებ ზარის ხმა გაისმა. მისი მიმართულებით გავიხედე და რა დავინახე – იმ “საბრალომ” ჭუჭყიანი ხელებით თავისი ძონძების ჯიბიდან მობილური ამოიღო, გაბადრული სახით უპასუხა…
სახტად დავრჩი… თანაგრძნობის მისხალიც აღარ დარჩა ჩემში…
Advertisements