დრო სიმართლისა და სიცრუისა


სიმართლის დროში დოდო გუგეშაშვილი იქნებაო, მხედრიონელი ქალბატონი. რამეს გეუბნებათ ეს სახელი? მე ბევრ რამეს მახსენებს, გაყინულ და მოშიმშილე საქართველოს… ომს მთელი თავისი თანმხლები საშინელებებით… ამბობენ, რომ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ბევრი მხედრიონელი გმირულად დაიღუპა, თუმცა მე უფრო მძაფრად ომისშემდგომი პერიოდი მახსოვს, როცა შეირაღაბულ ახალგაზრდა ბიჭები აკეთებდნენ იმას, რაც მოესურვებოდათ და მათი შემჩერებელი არავინ იყო. მახსოვს, მაშინ მოდაში იყო მხედრიონელზე გათხოვება, რადგან ეს უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავდა. მხედრიონელის ცოლს არ აკლდა ლამაზი კაბები, ძვირფასი შოკოლადები და შამპანურები, რასაც მაშინ ცეცხლის ფასი ედო, თანაც იოლად არ იშოვებოდა. მხედრიონელს შეეძლო, მისულიყო ნებისმიერ “ბუტკაში”, აეღო ყველაფერი რასაც საჭიროდ ჩათვლიდა და წამოსულიყო. რა თქმა უნდა, საფასურის გადაუხდელად. შემდეგ კმაყოფილებით იტკბარუნებდა პირს ნებისმიერი ბავშვის საოცნებო სნიკერსით. ბევრი ფიქრის მიუხედავად ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა “მივიდა, აიღო და წამოიღო”, რადგან მასწავლიდნენ, რომ ყველაფერს თავისი საფასური ჰქონდა…

კიდევ მახსოვს ერთი ცნობილი მხედრიონელის შვილიშვილი, რომელიც ჩემს სკოლაში დადიოდა. დილით ფირმა მანქანით მოჰყავდათ, გაკვეთილების დამთავრებამდე კი კუდში ორი ავტომატიანი ახალგაზრდა დასდევდა. კარებთან ელოდნენ და დასვენებებზე თვალს არ აშორებდნენ ხოლმე. მათზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი – უწყინარი ბიჭები იყვნენ. თუმცა იგივეს ვერ გავიმეორებ სხვების შესახებ, რომლებიც სულ შარს ეძებდნენ და იარაღზე იყურებოდნენ. უბანში ხშირად ისმოდა სროლის ხმა, ასევე ხშირი იყო ადამიანის გატაცების ფაქტები ფულის გამოძალვის მიზნით. სწორედ ამ პერიოდში დავაყენეთ ყველა მეზობელმა რკინის კარი და ვისწავლეთ უსაფრთხოებისათვის აუცილებელი შეკითხვა: “ვინ არის?” იმიტომ რომ მაშინ ფულის გამო ხშირად აუთოვებდნენ ადამიანებს, ან ქალიშვილი სასიკვდილოდ იმეტებდა საკუთარ მამას… მახსოვს რამდენიმე მხედრიონელიც. იმ პერიოდში ისინი ამაყი ბიჭები იყვნენ, თავმომწონედ ატარებდნენ იარაღს. მერე რამდენიმე ხნით გაქრნენ და… როცა კვლავ გამოჩნდნენ, ძველებური რიხით ვეღარ დადიოდნენ… მოტეხილები ჩანდნენ…

[აქ კიდევ რაღაც წერია. ნუ დააწკაპუნებთ. მაინც არ გამოჩნდება]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s