“ნიჭიერს” არ ვუყურებ _ გოიმი ვარ!!!


ბოლო რამდენიმე კვირაა სამსახურში რაღაცეები შეიცვალა: ჩემს შემოსვლას ვეღარავინ ამჩნევს, რადგან დიდი და პატარა გაუთავებლად ქაქანებს ერთი საოცარი პროექტის შესახებ. გაცხარებით არჩევენ ხოლმე ახლადაღმოჩენილ ტალანტებს. მათ კამათში არასოდეს ვერევი. ერთხელ აზრის გამოთქმა მთხოვეს რომელიღაც მონაწილის შესახებ. ვუთხარი, რომ  გადაცემას არ ვუყურებ. უნდა გენახათ ჩემი თანამოსაუბრის გაოცებისაგან გაფართოებული თვალები: “როგორ, ასეთ მაგარ შოუს არ უყურებ????????” (ქვეტექსტი: ბანძი ხარ).
სწორედაც რომ არ ვუყურებ! არ მაინტერესებს კაცი, რომელმაც პავაროტიზე უკეთ შეასრულა საოპერო არიები, ან გოგო რომელმაც მთელი საქართველოს დასანახად ზომიერად გაშიშვლდა წელს ზემოთ, არც ის წყვილი, ხელებზე რომ დადის და ფეხებით ჭადრაკის ფიგურებს ჩორკნის…
“ნიჭიერი” ნამდვილად გამორჩეული შოუა – მაყურებელს მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობს. მის მონაწილეს თავისუფალი არჩევანი აქვს – თავად წყვეტავს რა სფეროში წარმოაჩინოს თავი. შედეგად კი რა? – გამარჯვებულს ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში, დანარჩენებს? ბუს კვერცხები და ვირის-თავ-ფეხი?🙂 ფაქტიურად წაგებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია მოგებულ(ებ)ზე. თუმცა სანახაობაზე გაშტერებული თვალების, გამოლაქლაქებული ცხვირ-პირის, დისკუსიებით კაიფისტთა იმდენად დიდი არმია იქმნება და იმხელა შემოსავალს პირდება მობილური ოპერატორისა და სრულიად სახალხო ტელევიზიის ტანდემს, რომ სთქუეს მათ:
–    იყავნ “ნიჭიერი!”
და იქმნა “ნიჭიერი,” რომელიც ახალ საზოგადოებრივ სიჩლუნგეებსაც აძლევს დასაბამს: მაყურებლებს მიაჩნიათ, რომ “ნიჭიერის” შესახებ გაუთავებელი საუბრით საკუთარი განათლებისა და კომპეტენტურობის დემოსტრირებას ახდენენ.
შოუ ასევე ამყარებს შეხედულებას, რომ საქართველოში ნიჭი არ ფასდება. მონაწლეებმა ტელეეთერი იმისთვის გამოიყენეს, რათა ყველასთვის სახეში შეეყვირათ:
–    ადამიანებო, ჩვენ ვარსებობთ!!!!!!!!!!! დაგვაფასეთ!!!!!!!!!
გოიმიც ვარ,  გაუნათლებელიც, უინტელექტო ერთუჯრედიანიც, მაღალ იდეალებზეც უბოდიშოდ ვალაპრაკობ და შემდეგ სინდისიც არ მაწუხებს. ეტყობა ამიტომ არ მხიბვლავს მსგავსი შოუები, რომლებიც ადამიანში სიხარბესა და ეგოიზმს აღვივებენ; რომლებსაც ერთადერთი გამარჯვებული და უამრავი წააგებული ჰყავს, და რომელშიც მოგებას ობიექტურობა კი არა, მაყურებლის მიერ გაღებული ქრთამის სიდიდე განსაზღვრავს. ჩემთვის გაუგებარია რა კრიტერიუმებთ უნდა შეადარო სტრიპტიზის მოცეკვავე მომღერალს ან ლურსმების მკვნეტელს.
გოიმი ვარ და რა ვქნა?! ეგებ ვინმემ მითხრას?

2 thoughts on ““ნიჭიერს” არ ვუყურებ _ გოიმი ვარ!!!

  1. მე ვუყურებ, მაგრამ რომ არ მეყურებინა არ ვიქნებოდი ბანძი ! : )
    აი, გოიმი კი ვარ. რადგან გოიმი ებრაულად არაებრაელს ნიშნავს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s