ყველაფერი კარგად იქნება


ამ ფილმის შესახებ საუბარს ერთი და იმავე ფრაზით ვიწყებ: რომ ეს უბანძესი ფილმია, საშინელებაა!!! მაგის ყურებას სჯობია მონსტრებზე და ჰიპოპოტამებზე დოკუმენტურ ფილმს უყურო, იმიტომ რომ იქ მეტი ფანტაზიაა.

ბანძი ფილმია იმიტომ, რომ ვარსიმაშვილისთვის კომერცია უფრო მეტია, ვიდრე ჭეშმარიტება. მე კი მოწყენილი მაქვ სხვადასხვაგვრი მინიშნებები იმაზე, რომ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, რომ ყველა სომეხი ქართველების ჯიბრით ცხოვრობს და ეროვნულ სიმდიდრეებს გვპარავენ, რომ სომხები ყალბ ისტორიასა და კულტურას ქმნიან ჩვენი დამცირების ხარჯზე. რომ რუსი ჩვენი მტერია, რუსი მდედრები ისევ ადვილად შესაბმელები არიან, მამრები კი, აგრესიული დამოკიდებულებების გამო – დასაბმელები. ეს ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია. ასე და ამგვარად, “ყველაფერი კარგად იქნება” პროპაგანდისტული ფილმია. ფილმის ღირსებას კი, ჩემი აზრით, თავისუფლება განსაზღვრავს. კარგი რეჟისორი მაყურებელს უნდა აძლევდეს არჩევანის გაკეთების საშუალებას. როდესაც იგი გამზადებულ რეცეპტებს აწვდის მორალური კატეგორიების ან ისეთი განყენებულ თემაზე, როგორიცაა სამშობლო, რბილად რომ ვთქვათ, ის ძალიან ბანძია.

მაგრამ არის რაღაცეები, რის გამოც ყურება ღირს. გინდა იკაიფო თანამედროვე იდიოტებზე? ანდა ნახო მოღალატე ქმრები და უფრო მოღალატე ცოლები? ან – როგორ იხდის ყველას დასანახად ქართველი ქალი? როგორ უმტკიცებს ერთგულებას ხუთოსანი კრეტინი გრიშა თავის გამოტვინებულ მინისტრს? გინდა შეათვალირო XXI საუკუნის ეროვნული ძუძუები? დასცინო საზოგადოების უტვინობებს? გინდა? გინდა? გინდა? ძალიან გინდა? მაშინ მიუჯექი ტელევიზორს და გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

2 thoughts on “ყველაფერი კარგად იქნება

  1. არ მაქვს ნანახი და არც გამჩენია სურვილი… დროც არ მაქვს მაგის საყურებლად… : )) ასე რომ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s