ფორუმის ლიტ. შედევრი


ქაღალდების უზარმაზარ გროვაში ნამდვილი შედევრი აღმოვაჩინე!!! ლექსი, რომელიც დაახლოებით 4-5 წლის წინ ფორუმული ექსკურსიის დროს დავწერეთ ავტობუსში. მაშინ ბოლნისი და დმანისი მოვინახულეთ, მერე მუზებიც შევაწუხეთ და…😀

ასეთი ლექსის წერის წესი მარტივია: წერს ყველა, მხოლოდ თითო სტრიქონს. ყოველი მომდევნო “პოეტი” ხედავს მხოლოდ წინა ერთ ხაზს და რითმავს შემდეგ ერთ სტრიქონს. შემოქმედებითი პროცესი ძალიან სახალისოა, განსალუთრებით კი ფინალი, როცა ქაღალდი ბოლომდე იშლება და ლექსს თავიდან ბოლომდე კითხულობენ. მაშინ რამდენი ვიყავით არ მახსოვს, მაგრამ ისეთი ლექსი გამოვიდა, მსოფლიო პოეზიის ანთოლოგიის პირველ გვერდს დაამშვენებდა😀

თათრების სოფელს დაეცა მეხი
გვირაბის მომგონს გაუხმა ფეხი
ხოლო მის გამთხრელს დაეცა მეხი
პური რომ ჰქონდა მას განატეხი
და ღვინო ტკბილი დამათრობელი
და ქალი ტკბილი დამანგრეველი
ქალი ვულკანი
რა თმა რა ტანი?!
ოქროს აკვანი!
ლურჯა ცხენები
ტრამალი და ველები
აღარ დამენანები
და დაგიხურავ კარს
არ გავუღიმებ სხვას
და მე მოვწველი თხას
და ისევ გავხედავ გზას
როცა ვიქნებით მზად
ვეტრფი მონაქროლ ქარს
მე გადავუფრენ ცას!..
და შენთან მოვალ კვლავ
შEნ გაშლი ფართოდ ფრთებს
და შეაწვდი მას სუსტ მხრებზე
ქაშმირის შალს ბეჭიდან ბეჭზე
შეძახილებს სერიდან სერზე
და ჩიტის ჭიკჭიკს სულ ზემოთ ხეზე
უსმენდა კოჭლი თხა და ტიროდა:
ვაი რა მიქნეს ამ სიბერეში
ტყვია მესროლეს მე შიგ ფეხებში.
მაინც ავდგები, ტყვია ვერ მიზავს
ვითარც ალგეთის ლეკვები დაიზრრდებიან
ტყეში ეული მგლებივით გაბრაზდებიან
და შეჭამენ ზღმარტლს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s