გაჩერებაზე


გაჩერებაზე ვდგევარ და ავტობუსს ველოდები. გვიანია. ქუჩაში კანტიკუნტად დადის ხალხი. ტრანსპორტიც იშვიათად, დიდი შუალედით მოძრაობს. დაგვიანებული ადამიანები აჩქარებით მიეშურებიან დანიშნულების ადგილამდე, მიახლოებისას ერთმანეთს ეჭვით ათვალიერებენ და როგორც კი გასცდებიან, მაშინვე უკან იხედებიან – ეშინიათ ზურგიდან მოპარებული სიმუხთლის. სიბნელესა და სიჩუმეში შარში გახვევა ადვილია. ამ დროს არ სძინავთ ლოთებსა და ქურდებს, და შემთხვევით მსხვერპლს მოუთმენლად ელიან… გაჩერებაზე რამდენიმე ადამიანი ვდგავართ. ერთმანეთისკენ ვიწევით – საერთო ბედი გვაახლოვებს. აქაც, ისევე როგორც მსგავს სიტუაციებში, ჩნდება ძლიერი სოლიდარობის გრძნობა. ჩვენ ერთად ვდგავართ და თითოეულის გულში გაბნეული პატარ-პატარა სიმამაცისა და იმედის მარცვლები ერთიანდება, ძლიერდება და გვაძლებინებს. ჩვენი ძალა ერთობაშია. ეს ესმის ყველას, როცა გაჭირვება კარზე მიუკაკუნებთ, სხვა დროს კი მარტო არჩევენ შრომასა და ცხოვრებას. ინდივიდუალური მისწრაფებები ათითოკაცებს საერთო სულს.

როცა პარტიოტიზმზე საუბრობენ, ან ასეთ ფრაზას გავიგონებ: “ჩვენ, ქართველები…” სწორედ ის შეგრძნება მახსენდება, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე გამიჩნდა. თქვენ გეცნოთ? ალბათ კი, თუ გიწევთ ხოლმე ღამეული მგზავრობა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთიანობა ჩვენი სატანჯველია და ის საოცარი ჯაჭვი, რომელიც ჩვენს სულებს კრავს და ჯადოსნური ძალით აერთებს, თითქოს არც არსებობს; რომ საქართველო კი არა, ჩვენ გვაქვს ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ჯავახეთი, აჭარა და ხევსურეთი, სვანეთი და აფხაზეთი… რომ ჩვენი სახლი მხოლოდ ჩვენი ციხესიმაგრე კი არაა, არამედ ის მიკროსამყარო, საიდანაც თავის გამოყოფას მხოლოდ საერთო საფრთხე გვაიძულებს. ასე არაა?

One thought on “გაჩერებაზე

  1. საერთოდ ქართველებს გვახასიათებს ეგ თვისება, რომ მტრის წინააღმდეგ ვერთიანდებით, ხოლო როცა საფრთხე არ გვემუქრება – ერთმანეთს ვჭამთ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s