ლიკა ოხანაშვილის “ფულზე გაყიდული სარწმუნოების” პასუხად


ვავა ეს რა გავიგე😀
თურმე რაც ქართველები ვართ, სუ ქრისტიანები ვართ და რაც ქრისტიანები ვართ, თურმე მხოლოდ ისინი ვყოფილვართ კარგები.🙂

“ფულზე გაყიდულ სარწმუნოებას” ბევრ რამეში კი არა, თითქმის არაფერიში დავეთანხმები.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქართველობისა და ქრისტიანობის იდენტურობა ცრუშეხედულებაა. საქართველო ოდითგანვე იყო და დარჩება მრავალეთნიკურ, მრავალრელიგიურ, მრავალკულტურულ სახელმწიფოდ. ქართცელობის, როგორც იდენტობის ცნებაც XX საუკუნის II ნახევრიდან შემოვიდა. მანამდე იყო (და ახლაც რჩება) ძლიერი რეგიონულ-სეპარატისტული ეთნოფსიქოლოგია; ადამიანის მიკუთვნება კუთხეზე, და არა მთელ სახელმწიფოზე.

ჩვენ ვართ ერი, რომელიც მთელი არსებობის მანძილზე გადარჩენისათვის იბრძოდა. ეს არის განუწყვეტელი ბრძოლა პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, და ამ ბრძოლაში ცოტა ვინმეს თუ ახსენდება მაღალი იდეალები.

გარდა ამისა, რელიგიური კუთვნილების მიხედვით ადამიანების გაყოფა ცუდებად და კარგებად არა მგონია (მორალურად მაინც) გამართლებული იყოს. “მართლმადიდებელი” და “კარგი” არ არის და არც შეიძLება იყოს სინონიმები. ცოდვა და მადლი ყველგან ტრიალებს, არა მხოლოდ ეკლესიაში. ჭეჭმარიტი ქრისტიანობა სანთლის დანთება და წირვა-ლოცვაზე გაუმაზავად სიარული კი არაა, ესაა ცხოვრების წესი, აზროვნების წესი, რომელსაც განუხრელად და უპირობოდ მოსდევს ადამიანი. ეს არის მიღება ადამიანისა მიუხედავად მისი კანის ფერისა, რელიგიური, პოლიტიკური მრწამსისა და ა.შ. ეს არის მუდმივი ზრუნვა საკუთარ და სხვის კეთილდღეობაზე. საკუთარი თავი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე “შხვა”. იმიტომ რომ “მე-“ც “ერთი”-ს, ანუ ღმერთის, ანუ პირველსაწყისის, სამყაროს შემოქმედის ისეთივე ნაწილია, როგორიც ქუჩის ძაღლი ანდა ბუჩქებში მოსაფსმელად ჩაცუცქებული სოფლელი გოგო.

საუკუნეების მანძილზე არდაკარგული რწმენაც ძალიან პირობითი და არარეალური შეხედულებაა. იყო საუკუნეები ქრისტიანობის ზეობის, მაგრამ იყო საუკუნეებიც მაჰმადიანობის, ანდა მითრაიზმის ზეობისაც. ქართულ ეკლესიებზე ძალიან ბევრი დეტალია წარმართული, ანდა ისლამური კულტურიდან შემოტანილი. ქართული არქიტექტურაც, ლიტერატურაც ყოველთვის განიცდიდა აღმოსავლურ გავლენას. ვისრამიანი, ვეფხისტყაოსანი – ვერავინ იტყვის, რომ ესენი წმინდა ქრისტიანული და დასავლური ნაწარმოებებია… სტატისტიკურად, საქართველოში უფრო მეტია აღმოსავლური, ვიდრე დასავლური ელემენტი.

სექტების. ანუ სხვადასხვა კონფესიების სიმრავლე ყოველთვის იყო სა ქართველოს ტერიტორიაზე. მხოლოდ V საუკუნე მხოლოდ 3 გავლენიანი რელიგიის ბრძოლის ველი იყო: მონოფიზიტობის, დიოფიზიტობისა და მაზდეანობის. ამას გარდა, კიდევ არსებობდნენ პატარ-პატარა “ღვთის სახლები” (სექტა სწორედ ამას ნიშნავს)… ფარნავაზის დროს აქ მცხოვრები ტომები წარმართები იყვნენ, ყველა მათგანს საკუთარი პანთეონი ჰქონდა, ღმერთები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ. მათ ქართველურ ტომებს ვუწოდებთ და ვამაყობთ რომ ჩვენი სახელმწოფოებრიობის ისტორია ასე ადრე იწვება. როგორც ვიცით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მხოლოდ ახ. წ. IV საუკუნეში გამოცხადდა, ფარნავაზი კი მანამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე ცხოვრობდა., რა ვქნათ, ჩამოვართვათ ამ თაობებს ქართველობა და მამულიშვილობა?

“ფულზე გაცვლილი სარწმუნოების” მხარდამჭერებს ვეკითხები – თქვენ თუ ხართ იმ სიმაღლეზე, რომ უარი თქვათ არსებულ კომფორტზე ქრიტეს გულისათვის? მზად თუ ხართ, ახლავე გადაყაროთ მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, გათიშოთ გათბობა სახლში და სამჯერადი კვება ერთჯერადამდე დაიყვანოთ, ისიც ძალიან მწირი მენიუთი? ადვილია ადამიანს მოსთხოვო გმირობა და უკითხო მორალი, როცა გემრიელად მოკალათებული ხარ და არაფერი გაკლია. როდესაც არჩევანის წინაშე აღმოჩნდები: ან სიკვდილი, ან…. მაშინ სიტუაცია რადიკალურად იცვლება….. ეგეც არ იყოს, განკითხვის დღეს არც ერთი თქვენგანი არ იჯდება მსაკულის სავარძელში და არც არავინ იცის ვის რა მოელის… მათ შOრის არც მან, ვისაც თავი დიდი მორწმუნე ქრისტიანი ჰგონია. ასე რომ, ნუ განიკითხავთ… გიყვარდეთ მოყვასი თქვენი და გიყვარდეთ მტერი თქვენიც. სწორედ მტრის სიყვარულია ქრისტიანობს მთავარი არსი.😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s