სიგიჟის უფლება


ადამიანის უფლებების შესახებ საუბარი ხშირად აბსურდამდე მიდის ხოლმე. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ნიშნავს უფლებას – აკეთო ის, რაც გინდა, როცა გინდა და როგორც გინდა. ამის არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ უფლებები გარანტირებულია კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს მართალი, თუმცა ცალმხრივი მიდგომაა.  კონსტიტუციაში მინიჭებული უფლებების შეზღუდვებს სხვადასხვა კოდექსები აწესებს – სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სამოქალაქო…  საზოგადოებას კი სწორედ  ეს ავიწყდება ხოლმე.

პოპულარული წარმოდგენით, სიგიჟე თავისუფლებასთან ასოცირდება, ასეთ ადამიანს კი შეუზღუდავი მოქმედების საშუალება აქვს. ასე რომ ”გიჟი თავისუფალია” – სრულ უპასუხისმგებლობას ნიშნავს.

გიჟებისთვის სპეციალური დაწესებულებებიც გვაქვს, სადაც მათ მკურნალობენ. მაგრამ მოდი მივიხედ-მოვიხედოთ.

2009 წლის 14 მაისს ინტერპრესმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საზოგადოებრივი არხის ყოფილი ჟურნალისტის, თიკა ანდღულაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მისი დათხოვნის მიზეზი ”კომერციული საიდუმლოს” გამჟღავნება აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, მისი მობილურით გადაღებული კადრები ”მაესტროს” ეთერში მოხვდა, ამიტომ მისმა ხელძღვანელობამ ”საუკეთესო” გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, მეტისმეტი გულუბრყვილობა იქნებოდა ამ საბაბის დაჯერება. ფაქტია, რომ ეს არც პირველი მსგავსი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ათავისუფლებენ სამუშაობდან.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობს ექსპლუატაცის გარკვეული სახით. სამუშაო დრო დილის 9-10 საათზე იწყება, და სავარაუდოდ, 7-8 საათზე მთავრდება. დასაქმებულებს ხშირად მუშაობა შესვენების გარეშე უწევთ. საბოლოო ჯამში, ეს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ 40 საათიან სამუშაო კვირაზე გაცილებით მეტი გამოდის. დამატებით საათებს, როგორც წესი, არ ანაზღაურებენ.

გარდა ამისა, ზოგი საწარმო განთავსებულია ჯანმრთელობისათვის საშიშ ადგილას, ნესტიან ანდა მტვრიან გარემოში. არავინ ზრუნავს  მუშაკების ჯამნრთელობაზე, ანაზღაურება იმდენია, რომ ადამიანმა სული მომავალ ხელფასამდე გაჭირვებით მიიტანოს… დასაქმებულების უფლებებს ვერავინ იცავს, სწორედ ისე, როგორც თიკა ანდღულაძის შემთხვევაში. შრომით ბაზარზე გამეფებული განუკითხაობა დამსაქმებელს სრულ თავისუფლებას (ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით) ანიჭებს.

ვინ იმუშავებს ასეთ პირობებში? ისევდაისევ თავზეხელაღებული გიჟი. ასეთები ძალიან ბევრნი არიან. შრომის უფლება – ჩვენს კონტექსტში, სიგიჟის უფლებაა, ყველაზე უკეთ რეალიზებული ადამიანის ყველა უფლებათა შორის. თავისუფალი გიჟები კი მეტად მრავლად არიან, განსაკუთრებით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ!

დიახ, ჩვენ ჭეშმარიტად თავისუფალი ქვეყანა ვართ! გიხაროდენ, საქართველო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s