“როგორ გავაქროთ სამშობლო”


ერთ-ერთ ქართულ ლიტერატურულ ფორუმზე დადეს ლექსი სათაურით – “როგორ გავაქროთ სამშობლო”. მეტად პატრიოტულ-სარკასტული რამაა. მაგრამ ლექსი იმდენად არ მომეწონა, რამდენადაც თავად სათაური: ერთობ დამაინტრიგებელია.

მაგრამ სამშობლოს ვერ გააქრობ, იმიტომ რომ ის, როგორც ასეთი, არ არსებობს😉 სამშობლო ჩვენი წარმოსახვის, ცრურწმენებისა და საზოგადოებრივი აზრის ნაყოფია. სინამდვილეში კი აქედან არც ერთი არ არის რეალური, ხელშესახები. საქართველო- კონკრეტული გეოგრაფიული სივრცეა თუ…? რაღაც უფრო მეტი? სამშობლოს ჩაკეტვას საზღვრებში, გეოგრაფიაში არა მგონია ბევრი დაეთანხმოს. მიღებულია, რომ “სამშობლოში” იგულისხმონ რაღაც უფრო მეტი, ცხოვრების წესი, გნებავთ კანონები (მათ შორის ოფიციალური), ე. წ. კულტურა, სულიერება და ა.შ. კულტურას რატომღაც განიხილავენ, როგორც სტატიკურ მოვლენას და კულტურის შესწავლისას, უმეტესად, აფიქსირებენ უკვე მომხდარ ფაქტებსა და მოვლენებს. მიმდინარე პროცესები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. სამშობლო – მხოლოდ იდეაა, ხოლო ისტორია – მცდელობა ამ იდეის გახდომისა ხელშესახებად, რეალურად….

ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, თუ რა არის მაგიდა, ანდა მატარებელი, ან საპნის ბუშტი, კომპიუტერი, ხე, მთა, შოკოლადი… მაგრამ არ არსებობს სამშობლოს უნივერსალური და სრულყოფილი განმარტება. ის არის ძალიან სუბიექტური. და თუ ვინმე აღმოჩნდება, რომელიც რამენაირად ჩამოაყალიბებს “სამშობლოს” შესახებ საკუთარ შეხედულებას, ყოველთვის გამოჩნდება მეორე, რომელიც აუცილებლად შეიტანს რამე შესწორებას/დამატებას. იმიტომ რომ სამშობლო არის ძალიან აბსტრაქტული, მაშასადამე, ძალიან სუბიექტური და არარეალური. ამიტომაცაა, რომ რუსთაველზე, საკნების ქალაქში, ყველა თავისი საქართველოსთვის დგას. და ამიტომაცაა გათითოკაცებული მთელი საზოგადოება.

საქართველოს მესია კი არა, ილუზიონისტი სჭრიდება. რომელიც შეცვლის მათ წარმოდგენებს: რეალობა ხომ მეტად ხისტი და ხელშეუხებელია… სამშობლო – მარაზმატიკების სამფლობელოა, ერთგვარი თავშესაფარი რეალობიდან. იმის მაგივრად, რომ წვიმაში ირბინოს, ”პატრიოტი” ქოლგის ქვეშ იბუზება. ნეტა რას ემალება?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s