Tag Archive | ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა

მასკის პროგრამა იხურება


გამარჯობა ჩემი ბლოგის მკითხველო

ცოტა ხნის წინ მასკის პროგრამის შესახებ ახალი ამბავი შევიტყვე: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს ედმუნდ მასკის სამაგსიტრო პროგრამას დაფინანსება შეუწყვიტოს. ეს ნიშნავს, რომ 2013 წელს ეს პროგრამა აღარ გამოცხადდება.

კონგრესში 2013 წლის ბიუჯეტი განიხილება, სადაც მასკის პროგრამისათვის დაფინანსება გათვალისწინებული აღარ არის. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ მთელი დოკუმენტი, რომლის საერთო მოცულობა 853 გვერდია.

საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამებისთვის 2013 წელს მოითხოვენ 422 მილიონ დოლარს (გვ.10).

529-ე გვერდიდან იწყება საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების დეტალური განხილვა.

535-ე გვერდზე არის პროგრამების ჩამონათვალი თავისი მოთხოვნილი თანხებით, მასკი მოხსენიებული უნდა იყოს რეგიონულ პროგრამებში, მაგრამ, წინა წლის ბიუჯეტებისგან განსხვავებით, აღარაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ სტუდენტებს აღარ ექნებათ ასეთი კარგი პროგრამით სარგებლობის საშუალება.

რა შემიძლია გირჩიოთ? დამოუკიდებლად ჩააბარეთ ტესტები, პირადად მიმართეთ უნივერსიტეტებს. ისინი თავადაც გთავაზობენ გარკვეული სახის სტიპენდიებს, graduate assistantship-ებს (რაც ნიშნავს რომ არასრული სამუშაო დროით იმუშავებთ უნივერსიტეტში, სამაგიეროდ მოხსნილი გექნებათ სწავლის გადასახადი და გადაგიხდიან ცხოვრებისათვის საჭირო თანხას). ასევე თვალი ადევნეთ ამ ბლოგს და ფეისბუქის გვერდს – პერიოდულად ვავრცელებ ინფორმაციას სხვადასხვა კონკურსების, სტიპენდიების, პროგრამების შესახებ. იქნებ თქვენთვის სასურველი რამე იპოვოთ.

წარმატებას გისურვებთ :)

2012 წლის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა გამოცხადდა


Edmund muskie graduate fellowship programამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს 2012 წლის ედმუნდ ს. მასკის სამაგისტრო პროგრამას (Muskie). ანკეტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 2 ნოემბერი. (17 საათი)

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). პროგრამა საშუალებას აძლევს მაგისტრატურის სტუდენტებსა და სხვა პროფესიონალებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ისწავლონ შეერთებულ შტატებში ერთი წლის მანძილზე ხარისხის მინიჭების გარეშე, სამაგისტრო ხარისხის მინიჭებით ან ორი წლის მანძილზე სამაგისტრო ხარისხის მინიჭებით.

პროგრამა დაარსდა 1992 წელს აშშ-ს კონგრესის მიერ და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ევრაზიის ქვეყნების ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას.

პროგრამის ყველა მონაწილე დაესწრება ლექციებს სრული განაკვეთით ერთი ან ორი წლის განმავლობაში და ვალდებული იქნება შეიმუშავოს და განახორციელოს პროექტი, რომელიც მათ პროფესიულ ინტერესებთან იქნება დაკავშირებული და რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას. პირველი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან გაიარონ სტაჟირება ზაფხულში, სრული განაკვეთით.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდეგს: მხარდაჭერას J-1 ვიზის მისაღებად, მგზავრობის ხარჯებს მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ ინსტიტუტამდე აშშ-ში და უკან, უნივერსიტეტის სწავლების საფასურსა და სხვა სავალდებულო საუნივერსიტეტო ხარჯებს, სამედიცინო დაზღვევას, ყოველთვიურ სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯებისა დასაფარად, თანხას წიგნების შესაძენად და პროფესიული განვითარებისათვის, ინგლისური ენის კურსებს (საჭიროების შემთხვევაში), და მოგვიანებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს იმ მონაწილეთათვის, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამის დამთავრებას.

მასკის სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ სასწავლო დისციპლინებს:

  • ბიზნესის მართვა
  • ეკონომიკა
  • განათლება
  • გარემოს დაცვის მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ჟურნალისტიკა და მასკომუნიკაცია
  • სამართალი
  • საბიბლიოთეკო საქმე და საინფორმაციო მეცნიერება
  • სახელმწიფო მართვა
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • საზოგადოებრივი პოლიტიკა.

მასკის სამაგისტრო პროგრამის ანკეტების მიღება და ჩაბარება შესაძლებელია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ოფისში. ანკეტების შევსება შესაძლებელია ონლინე რეჟიმში, ასევე შესაძლებელია ჩამოტვირთვა IREX-ის ვებ-გვერდებიდან http://www.irex.orgგ ან http://www.irex.ge

თემა თბილისის ფორუმზე

ესეც ჩემი პოსტი თავისი კითხვა-პასუხებით. ბევრი დეტალის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას.

წარმატებას გისურვებთ :)

სწავლა საზღვარგარეთ: როგორ დავიწყოთ


საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ხანრძლივი და, შეიძლება ითქვას, რუტინული პროცესია. იგი დაახლოებით 12-18 თვით ადრე უნდა დაიწყო და შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

1. სპეციალობის განსაზღვრა, რომელზეც გსურს სწავლის გაგრძელება. ეს შეიძლება იყოს უკვე დაუფლებულისაგან განსხვავებული სპეციალობა ან მისი რომელიმე სპეციფიკური სფერო. სასურველია ზუსტად იცოდე რისი სწავლა გინდა, ამით გაცილებით გაადვილდება უნივერსიტეტის შერჩევა, იმიტომ რომ თითოეული უნივერსიტეტი უნიკალურ სასწავლო პროგრამას სთავაზობს – ძალიან ზოგადიდან დაწყებული ვიწრო სპეციალობამდე. წკაპ

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (Muskie)


Edmund muskie graduate fellowship program logoედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (Muskie) ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამაგისტრო დონეზე სტიპენდიის მოსაპოვებლად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1-დან 2 წლამდე, ხარისხის მოპოვებით ან მის გარეშე. წკაპ

სად ვეძებოთ სტიპენდიები – სააგენტოები, პროგრამები, გრანტები საქართველოში


ყველაზე დიდი ბარიერი, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველს შეიძლება შეექმნას, არის ინფორმაციის ნაკლებობა არსებული პროგრამების, სააგენტოების, სასწავლო ცენტრების შესახებ. საქართველოში ბევრი დაწესებულებაა, რომელიც კონსულტაციებსა და სხვა მომსახურებას უზრუნველყოფს საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისათვის.

ზოგიერთი მათგანი: წკაპ