Archives

როგორ მოვძებნოთ სწრაფად სასურველი ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე


უნივერსიტეტის ვებ-გვერდამდე “მისაღწევად” გრძელი და დამქანცველი ძებნაა: უნდა ნახოთ ათობით კოლეჯი, სპეციალობები, მისაღები საბუთების ნუსხა, გადასახადის თანხა და ა.შ. რაც უფრო სწრაფად მოხდება სასურველი უნივერსიტეტების მოკლე ჩამონათვალის გაკეთება, მით უკეთესი – უფრო ოპერატიულად მოხერხდება იქ საბუთების გაგზავნა.

1. სანამ ძებნას დაიწყებთ – შეიმუშავეთ კონკრეტული კრიტერიუმები: რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? გარკვეული მიმართულების შესწავლა? დაფინანსების მიღება? დასაქმების პერსპექტივა? მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მისწრაფებები შეესაბამებოდეს არსებულ რესურსებს (ფინანსურს, აკადემიურს და ა.შ.). მაგალითად, თქვენი საბუთები ტოეფელის 80 ქულით კონკურენტუნარიანი ვერ იქნება უნივერსიტეტში, რომლის მინიმალური მოთხოვნა ტოეფელის 100 ქულაა.

2. გუგლის ზოგადი ძებნის მაგივრად გამოიყენეთ სპეციალური ვებსაიტები, სადაც სასურველი პროგრამების მოძებნა შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (გეოგრაფიული მდებარეობა სასურველი ქალაქი სიზუსტით, სასწავლო დისციპლინა, სწავლების დონე და ა.შ.). ასეთებია, მაგალითად http://www.gradschools.com/, http://www.phdportal.eu/ და http://www.bachelorsportal.eu/.  მსგავსი საიტების მოძებნა შესაძლებელია აზიისთვისაც, ასევე კონკრეტული ქვეყნისთვისაც. ეს ძალიან ბევრ დროს და ძალისხმევას დაზოგავს, რადგან ხშირ შემთხვევაში რეგისტრაციის შემდეგ საიტები ჩამონათვლის გაკეთების შესაძლებლობას იძლევიან. ანუ ძალიან მარტივად შეიძლება სასურველი უნივერსიტეტის სიის გაკეთება სისტემიდან გამოსვლის შედეგად. შემდეგ იწყება კონკრეტული მოთხოვნების ძიებისა და ინფორმაციის გაცხრილვის კიდევ ერთი დამქანცველი პროცესი.

3. ვებ-გვერდზე ინფორმაცია გაცხრილეთ თქვენი კრიტერიუმების მიხედვით: უნივერსიტეტებს ხომ ყველა წვრილმანზე აქვთ ინსტრუქციები: იქნება ეს ჩაბარების კრიტერიუმები, ფაკულტეტები, საგნების ჩამონათვალი, კულტურულ-სპორტული ცხოვრება თუ სხვა რამ. ამ რუტინაში რომ არ დაიკარგოთ და დროც დაზოგოთ, მოძებნეთ მხოლოდ აუცილებელი:

3.1 სასურველი სპეციალობა – სექციაში Academics - აქ ნახავთ ინფორმაციას. ყველა დონის, ყველა სპეციალობისა და ყველა კურსის შესახებ. Undergraduate ნიშნავს ბაკალავრიატს, Post/Graduate- ბაკალავრიატისშემდგომ განათლებას. Master – მაგისტრატურას, PhD – დოქტორანტურას. შეიძლება Graduate Education-ში გაერთიანებული იყოს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სპეციალობები, თუმცა თითოეულთან აუცილებლად იქნება მითითებული რომელი დონის სწავლებაა. შესაძლოა დისციპლინები დალაგებული იყოს სკოლების მიხედვით, მაგალითად ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა, მედიცინის სკოლა, ხელოვნების სკოლა და ა.შ. ასეც ადვილად შეიძლება სასურველი სპეციალობის მოძებნა, კურსის სილაბუსის სიზუსტით. გადაათვალიერეთ ყველა პროგრამა  – რამდენად შეესაბამება თქვენს მისწრაფებებს. თუ არ არის ნამდვილად ის, რაც გჭირდებათ – გადადით შემდეგ უნივერსიტეტზე.

3.2 მისაღები კრიტერიუმები: Admissions, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება დაყოფილი იყოს undergraduate და postgraduate  admission-ად, თითოეულისთვის განსხვავებული მოთხოვნებით. ასევე განსხვავებული მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს ერთი და იმავე უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სკოლებს (მაგალითად, ენის მოთხოვნები – ბაკალავრიატისთვის ტოეფელის 60 ქულა, ზოგადი სპეციალობის მაგისტრატურისათვის 80 ქულა, ბიზნესის ან მედიცინის მიმართულებისათვის – 90 და მეტი; ან ითხოვდნენ სპეციალურ ტესტებს, სერთიფიკატებს,  სამუშაო გამოცდილებას და ა.შ.). აკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას? ძალიან კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში ან იმუშავეთ მათ გამოსასწორებლად, ან მოძებნეთ ალტერნატიული სასწავლებელი

3.3 სწავლისა და ცხოვრების დანახარჯები – Tuition and Fees - სტუდენტის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა. :) კაპიტალისტური სამყაროს სასტიკი კანონების შესაბამისად, სწავლობს ის, ვისაც ფული აქვს, ან მისი შოვნა შეუძლია. ყველა უნივერსიტეტის ვებსაიტზე მოცემულია დაახლოებითი ხარჯები, რაც სტუდენტს სჭირდება 1 აკადემიური წლის განმავლობაში. ეს მოიცავს სწავლის გადასახადს, ასევე საცხოვრებელს, კომუნალურ გადასახადებს, მობილურს, კვებას და სხვა “წვრილმანებს”. სოლიდური თანხა გამოვიდა? არა უშავს, დროა დაფინანსების შესაძლებლობებზე იფიქროთ.

3.4 სტიპენდიები – Scholarships/Financial Aid - ამ სექციაში უნივერსიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ, დაწყებული სრული სტიპენდიიდან (რომელიც საცხოვრებელ და სასწავლო ხარჯებს დაფარავს), დამთავრებული ნაწილობრივი გადასახადებით, მუშაობა+სწავლის პროგრამებით. ნებისმიერ ქვეყანაში სტუდენტებს არასრული განაკვეთით მუშაობის უფლება გააჩნიათ. უნდა ითქვას, რომ აპლიკაციის გაგზავნა სტიპენდიის მოსაპოვებლად არ არის იმის გარანტია, რომ მას მიიღებთ. შეიძლება სტიპენდიის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გავლა გახდეს საჭირო (საბუთების შერჩევა, ინტერვიუ), ან – მარტივად – მხოლოდ დოკუმენტებში ფინანსური საჭიროების მითითება იყოს საკმარისი – ყველა უნივერსიტეტს საკუთარი პოლიტიკა აქვს. როგორც წესი, აქ კონკურენცია მაღალია, (ფინანსური) რესურსები შეზღუდული და მხოლოდ ძლიერი კანდიდატები გადიან ფინალამდე.

ეს არის მინიმალური აუცილებელი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ყველა სექცია პირველივე გვერდზე უნდა ჩანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად მისაგნებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძებნის ფუნქცია,  A-Z Index, ან საიტის რუკა.

დამატებითი კრიტერიუმები, როგორიცაა კომფორტული სასწავლო გარემო, სტუდენტური სერვისები, სიახლოვე ქალაქთან/გასართობ ცენტრებთან, კარგი ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი და ა.შ. – უკვე მეორე ეტაპის საქმეა. მათი მოძებნა მოგვიანებითაც შეიძლება, როდესაც უნივერსიტეტების მოკლე ჩამონათვალის კიდევ უფრო შემცირებას გადაწყვეტავთ.

წარმატებას გისურვებთ.

სამოტივაციო წერილის შესახებ


ხანდახან ძველი სამოტივაციო წერილები უნდა გადაიკითხოთ ხოლმე – 1,2 3, თუნდაც 5 წლის წინ დაწერილები. საინტერესო პროცესია – ხედავ, როგორი იყავი უწინ და როგორი ხარ ახლა. ნახავ, როგორ შეიცვალა შენი ხედვა და ღირებულებები, გაიზარდე თუ არა პროფესიულად, მოგემატა თუ არა ამბიციები ან მიაღწიე თუ არა დასახულ მიზნებს. ზოგჯერ სურვილები ყოველდღიურ რუტინასა და წვრილმანებში იკარგებიან, გავიწყდებიან, ქრებიან. სამოტივაციოს წაკითხვით კი ძველ ორიენტირებს უბრუნდები, რომლებიც შეიძლება მოცემულ მომენტში ისევ მნიშვნელოვანი იყოს.

გადაიკითხეთ ძველი სამოტივაციო წერილები. ცვლილებების შეგრძნება სასიამოვნო და სასარგებლოა.

ინგლისურის ტესტები, რომელთა შედეგებს ბრიტანეთი აღიარებს


ამ ლინკზე მოცემულ ჩამონათვალში ნახავთ ყველა იმ ტესტსა და მინიმალურ მოთხოვნას, რომელსაც ბრიტანეთის Home Office აღიარებს და იღებს. ტესტები მოცემულია 2013 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით და შეიცავს სხვადასხვა სახის სერთიფიკატებისა და დონეების ჩამონათვალს, როგორიცაა IELTS, Toefl, Cambridge English: Key (also known as Key English Test), ESOL, TOEIC, Pearson Test of English Academic (PTE Academic) და ა.შ.

 

სად ვეძებოთ გაცვლითი პროგრამები


ინტერნეტში ძიებისას წავაწყდი განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც აღწერს გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირების პროცედურებს, რა ეტაპების გავლის შემდეგ ხდება დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

exchange program

FLEX 2014 გამოცხადდა


მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)  სკოლის (15-17 წლის)  მოსწავლეებს სთავაზობს  შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)  არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

უკვე ოცდამეერთე წლიწადია რაც FLEX-ის გაცვლითმა პროგრამა დაფინანსება გაუწია 23, 000 საშუალო სკოლის მოსწავლეებს. 2013 წელს 14,800 სტუდენტი ჩაირიცხა ამერიკაში FLEX-ის პროგრამის ფარგლებში და მათ შორის 45 ქართველო.

საშუალო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები ასევე იღებენ მონაწილეობას პროგრამაში. დაახლოებით 10-15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე მიემგზავრება შტატებში ამ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

თითოეული მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს შეუძლია შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება.

მოსწავლეები უნდა იყვნენ:

1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები,

2) დაბადებული 1997 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 16 ივლისამდე

3) კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე

4) აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს

5) ფლობენ ინგლისურ ენას

6) საქართველოს მოქალაქეები რომელთაც შეეძლებათ საქართველოს პასპორტის მიღება

უნარშეზღუდული მოსწავლეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს

  • მოსწავლე უნდა იყოს 8, 9, 10, 11 ან 12 კლასში
  • დაბადებული  1996 წლის 1 მარტიდან 1999 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
  • კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე
  • აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს
  • ფლობენ ინგლისურ ენას
  • საქართველოს მოქალაქეები რომელთაც შეეძლებათ საქართველოს პასპორტის მიღება

 

კონკურსანტებს შეუძლიათ ტესტირების ერთერთ ცენტრში ჩაბარება. მათ თან უნდა იქონიონ:

1) დაბადების მოწმობა/პირადობა,

2) ერთი ცალი 3X4–ზე გადაღებული ფოტოსურათი

3) საწერკალამი.

”FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის- 1996 წლის 15 მარტიდან 1999 წლის 16 ივლისამდე.

კონკურსი შედგება სამი რაუნდისაგან:

რაუნდი 1: ინგლისურის მოკლე ტესტი

რაუნდი 2: თემები ინგლისურად

რაუნდი 3: ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ

მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

 

FLEX პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • მგზავრობის ორივე გზა იფარება სრულად (საკუთარი ქვეყნიდან შეერთებულ შტატებამდე და უკან);
  • ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც ეხმარება სტუდენტს ჩაერთოს აქტივობებში ადგილობრივ  დონეზე და აგრეთვე შეიძინოს საჭირო  პირადი ნივთები;
  • მასპინძელი ოჯახები;
  • ამერიკის საჯარო სკოლებში ჩარიცხვა;
  • პროგრამის ტრენინგების ხარჯები, გაფრენის და ჩამოსვლის შემდგომი ორიენტაციები.
  • ადგილობრივ დონეზე ორგანიზებული პროგრამის აქტივობები
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (მანამდე არსებული დაავადებების და სტომატოლოგიური მომსახურების გამოკლებით)

ვინ უწევს პროგრამას ორგანიზებას?

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები, რომელიც არის საერთაშორისო ორგანიზაცია, უკვე 30 წელია არსებობს. იგი აკავშირებს ამერიკას დასავლეთ ევროპასთან, ევრაზიასთან და ბალკანეთის ქვეყნებთან. ამერიკული საბჭოები ადმინისტრირებას უწევს 30 გაცვლით პროგრამას, ტრენინგ კურსს საშუალო სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლებისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორებისთვის. ACTR/ACCELS უზრუნველყოფენ 20 FLEX ოფისის კოორდინირებას ევრაზიის მასშტაბით, რომლებიც ხელმძღვანელობენ ტესტირებას, შერჩევის პროცესს, ფინალისტებთან კომუნიკაციას, დოკუმენტების მომზადებას, წინაგასამგზავრებელ ორიენტაციას, მონაწილეების ტრანსპორტირებას და ინფორმაციის უწყევეტად და ეფექტურად მიწოდებას. ამერიკული საბჭოები არის დამაკავშირებელი კვანძი მონაწილეების ოჯახს, ამერიკულ სკოლას და მასპინძელ ოჯახის შორის, მაშინ, როცა მომავალი ლიდერები იღრმავებენ ცოდნას და იძენენ გამოცდილებას შტატებში.

ორგანიზაცია ასევე კოორდინირებას უწევს FLEX პროგრამის კურსდათავრებულების ღონისძიებებს.  კურსდამთავრებულთა რესურს ცენტრი არის მიმართულება, სადაც სტუდენტებს აქვთ შანსი პრაქტიკულად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ამერიკის შტატების დეპარტამენტი ღებულობს თვიურ ანგარიშს.

ვინ აფინანსებს პროგრამას?

ეს პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ადმინისტრირებას უწევს განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიურო. ეს ბიურო ხელს უწყობს ამერიკელ ხალხსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების დამყარებას.

ამ ბიუროს პროგრამები მოიცავს საგანმანათლებლო და ტრენინგ პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს პიროვნული, პროფესიული და ინსტიტუციონალური ჯაჭვის გამყარებას ამერიკის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შორის განათლების და კულტურული გაცვლითი ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით.

პროგრამის მონაწილეები  მიემგზავრენიან ამერიკის შეერთებულ შტატებში J-1 ვიზის მეშვეობით, რომელიც შექმნილია გაცვლითი პროგრამის ვიზიტორებისათვის. იმიტომ რომ, პროგრამა ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ, არსებობს 2 წლიანი სამშობლოში დარჩენის მოთხოვნა და მონაწილეები ვალდებული არიან დაბრუნდნენ სამშობლოში პროგრამის დასრულების შემდგომ. დამატებითი დეტალები შესაძლოა იხილოთ აქ:  http://j1visa.state.gov/.

ტესტირების განრიგი

 

ქალაქი თარიღი სკოლა/მისამართი
გორი 18 სექტ, 2013. 

10:00სთ

საჯარო სკოლა #3, 

დ. ამილახვრის #26

მარნეული 23 სექტ, 2013. 

10:00სთ

საჯარო სკოლა #5, 

რუსთაველის #52

თელავი 25 სექტ, 2013. 

10:00სთ

საჯარო სკოლა #7, 

ალაზანის გამზ #22

ქუთაისი 28 სექტ, 2013. 

10:00სთ

საჯარო სკოლა #3, 

წმინდა ნინოს #2

ზუგდიდი 30 სექტ, 2013. 

10:00სთ

საჯარო სკოლა #1, 

აღმაშენებლის #1

ბათუმი ოქტ, 2013. 

10:00სთ

საჯარო სკოლა #8, 

გრიბოედოვის #35

ბორჯომი ოქტ, 2013. 

10:00სთ

საჯარო სკოლა #1, 

წმინდა ნინოს #2

ახალციხე 10 ოქტ, 2013. 

10:00სთ

საჯარო სკოლა #1, 

მიქუტიშვილის #2

თბილისი 19 ოქტ, 2013. 

10:00სთ

გამოცხადდება სექტემბრის ბოლო რიცხვებში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის 22 ოქტ, 2013წ. 

11:00სთ

ამერიკული საბჭოების ოფისი 

ჭავჭავაძის გამზირი 35ა, მე-2 სართული, თბილისი

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, 35ა, მე-2 სართული

თბილისი 0162, საქართველო

ტელეფონი: (+995 32) 229 21 06; (+995 32) 291 32 52

ფაქსი: (+995 32) 225 21 07

ელფოსტა: info@amcouncils.ge

GMAT-ის ტესტის ადმინისტრირება


საერთაშორისო განათლების ცენტრი იწყებს GMAT-ის ტესტის ადმინისტრირებას.  ცენტრი საქართველოში ერთადერთია, რომელსაც ამ ტესტის ადმინისტრირების ლიცენზია აქვს. ამასთანავე აგრძელებს TOEFL IBT,
TOEFL ITP, და ACT ტესტების ადმინისტრირებას.

მისამართი:
ჭოველიძის ქ.10, თბილისი, 0108
ტელ: (99532) 225 26 15
ვებ-გვერდი www.cie.ge
ელ-ფოსტა: cie@osgf.ge

ინფორმაცია ტესტირების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ცენტრის რეგიონალურ ოფისებში ქუთაისში, თელავში, ბათუმსა და ახალციხეში

მაგისტრატურა აშშ-ში. 2014-2015 წლის ფულბრაიტის პროგრამა გამოცხადდა


გილოცავთ!!!! bis.gif
სულ ცხელ-ცხელი და სასიხარულო ამბავი მათთვის, ვისაც შეერთებულ შტატებში სურს სწავლის გაგრძელება! jump.gif jump.gif
მასკის პროგრამა დაიხურა, მაგრამ ფულბრაიტის გაიხსნა მაგისტრატურაზე სწავლის მსურველებისათვის.
აშშ საელჩომ 2014-2015 სასწავლო წლისათვის გამოაცხადა მიღება სამაგისტრო პროგრამაზე ნებისმიერ სფეროში ბიზნეს ადმინსიტრირების გარდა (MBA).
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2013 წის 18 აგვისტო.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს
– იყოს საქართველოს მოქალაქე
– დამთავრებული ჰქონდეს ბაკალავრიატი
– თავისუფლად მეტყველებდეს და წერდეს ინგლისურად
– J1-ვიზის მიღება შეეძლოს, რაც ნიშნავს რომ პროგრამის დამთავრების შემდეგ მინიმუმ 2 წელი დაბრუნდეს საქართველოში
– დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა
– უპირატესობა მიენიჭებათ 30 წლამდე აპლიკანტებს
– სტუდენტებს ვისაც უკვე სწავლა დაწყებული აქვს აშშ უნივერსიტეტში, არ შეუძლიათ საბუთების გაგზავნა
-ასევე ვისაც აშშ რეზიდენტობა უნდა, არ შეუძლიატ საბუთების გაგზავნა

სააპლიკაციო პროცესი
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც ზემოთაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგი კომპონენტებით:
აუცილებელი:
– ონლაინ ფულბრაიტის სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა:
https://apply.embark.com/student/fulbright/international
– სამი რეკომედატია:: ინსტრუქტორებისგან, პროფესორების ან სამუშაოს ზედამხედველებისგან
– ნიშნების ფურცლის ოფიციალური თარგმანი ინგლისურად
– ნიშნების ფურცელი – ოფიციალური, დამოწმებული თარგმანი ყველა სკოლისშემდგომი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
– დიპლომები – ორიგინალის ასლები

დამატებითი მოთხოვნები:
– კანდიდატებმა სოციალურ მეცნიერებში, ჟურნალისტიკასა და ჰუმანიტარულში შეუძლიათ გამოაგზანონ ნაწერის ნიმუში – საკუთარი კვლევა, გამოწვეყნებული სტატია და ა.შ. – თუ ფუქრობენ რომ ეს გააძლიერებს მათ აპლიკაციას.
– ვიზუალური და გამოსახულებითი ხელოვნების კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ ნამუშევრის ნიმუში – ხელოვნების ნიმუშების პორტფოლიო, ვიდეო, ფილმი, მუსიკალური კასეტა და ა.შ.
– კანდიდატებმა შეიძლება გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე, თუ ამის სურვილი აქვთ. მაგრამ ეს არ არის აუცილებელი.
– საშემსრულებლო ხელოვნების კადნიდატებს შეიძლება ჰქონდეთ მოსმენა.

შერჩეული კანდიდატები ჩააბარებენ სტანდარტულ ტესტებს 2013 წლის სექტემბერში
ტოეფელი – მინიმალური 79 ან 80 IBT (550 PBT); რეკომენდირებულია IBT (600 PBT) ან ზემოთ (სამართალში მოთხოვნაა 100 ქულა და მეტი)
GRE – მოთხოვნაა უმეტესი სპეციალობებსითვის, გარდა სამართალისა.

აშშ საელჩო ტესტებს ჩააბარებინებს ნახევარფინალისტებს.
აპლიკანტებს ექნებათ სავალდებულო გასაუბრება აშშ საელჩოში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ფულბრაიტის სტუდენტური პროგრამის ძირითადი სპონსორია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი. პროგრამას ახორციელებს საერთაშOრისო განათლების ინსტიტუტი, თამანშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე.
ეს ორი სააგენტო ერთად მუშაობს უნივერსიტეტების ქსელთან, რომლებიც კონკურენტიის საფუძველზე ირჩევენ კანდიდატებს. ფულბრაიტის პროგრამის აწვევას ახორციელებს აშშ საელჩო საქართველოში.
თუ ვერ ახერხებთ აპლიკაციის ატვირთვას, ელფოსტაზე მიწერეთ თეა კუჭუხიძეს.

განცხადების ინგლისური ვერსია აშშ საელჩოს ვებსაიტზე