Archive | August 2012

კონკურსი სტუდენტებისთვის


ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი აცხადებს კონკურსს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე სტუდენტების მიერ შექმნილი საუკეთესო საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის (Policy Paper) გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები ფონდში უნდა წარადგინონ (ელ-ფოსტა: lmf.papers@gmail.com) არაუგვიანეს 2012 წლის 25 ნოემბრისა. ნაშრომს უნდა დაერთოს სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება.

სავალდებულოა, რომ დოკუმენტი მომზადდეს ქართულ ენაზე, შედგებოდეს არაუმეტეს 4000 სიტყვისაგან, შენიშვნებისა და კომენტარების (footnotes) ჩათვლით. ნაშრომს უნდა დაერთოს ბიბლიოგრაფია. ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს: რეზიუმე, შესავალი, პრობლემის დასმა (აღწერა), პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები), რეკომენდაციები, დასკვნა, დანართი (ბიბლიოგრაფია).

სტუდენტის მიერ გამოგზავნილ ელ – ფოსტაში უნდა იყოს ერთი PDF დოკუმენტი, სადაც იქნება პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება და საკონკურსო ნაშრომი.

ნაშრომის შეფასება:

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:

** საკითხის აქტუალობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ნაშრომში მოყვანილი არგუმენტების დამტკიცების უნარი;
** სტრუქტურის სწორად განსაზღვრა;
** გამოყენებული ლიტერატურის ხარისხი და მრავალფეროვნება;
** აკადემიურად წერის კულტურა;
** ნაშრომის გაფორმება;
** პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში სტუდენტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან და ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ფონდის მიერ ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებში. ნაშრომებს განიხილავს ლევან მიქელაძის ფონდთან არსებული საკონკურსო კომისია.

დაჯილდოება:

საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარი. კონკურსში ორ სხვა გამარჯვებულს (მეორე და მესამე ადგილი) – სიგელები და თითოეულს 250 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები ვერ დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს, ფონდი იტოვებს უფლებას, არ გასცეს სიგელი და ჯილდო.

გამარჯვებული ნაშრომების ავტორებმა სლაიდების (პროგრამა – power point) მეშვეობით, ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტებისა და სტუდენტების წინაშე უნდა ჩაატარონ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და დაჯილდოების ცერემონიალი.

აღნიშნული ღონისძიება გაშუქდება მედიის საშუალებით. გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 298 4161
ელ-ფოსტა: lmf.papers@gmail.com

ინგლისურის უფასო ტესტები


ეს არის საიტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინგლისური ენის ტესტების უფასო ნიმუშები, მათ შორის ტოეფელის. ტესტები არის სხვადასხვა სირთულის, გამოგადგებათ მათ, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა ან ინგლისურის შესწავლა უნდა.

წარმატებას გისურვებთ :)

რჩევები ეფექტური სწავლისა და დროის მენეჯმენტისთვის


პოსტი თარგმნილია. პირველწყარო იხ. ამ ვებ-გვერდზე 
—————–

  1. შეადგინეთ ყოველდღიური განრიგი. შეიტანეთ დრო კლასებისთვის, სწავლისთვის და თავისუფალი დრო. იყავით რეალისტი. რაც შეიძლება ზუსტად დაიცავით თქვენი განრიგი.
  2. დაესწარით ყველა კლასს. ადამიანი რომელიც კურსზე ასწავლის, როგორც წესი, იგივე ადამიანია, რომელიც გამოცდებს იბარებს და შეფასებებს აკეთებს. გარდა ამისა, კლასში დასწრებით გაიგებ იმ ინფორმაციას, რომელიც სახელმძღვანელოებში მოცემული არაა.
  3. კლასში დაჯექი წინა რიგებში. იქ იქნება უფრო ნაკლები დამახინჯება და მეტია შესაძლებლობა, რომ უკეთ გაიგონებ და დაინახავ.
  4. ყოველ საღამოს შეადგინე შემდეგი დღის “გასაკეთებელი საქმეების” სია. ნაჩვენებია, რომ ყოველდღიურად სიის ჩამოწერის უბრალო ჩვევა პროდუქტიულობას ზრდის
  5. მოახდინე პრიორტეტების გამოყოფა. პირველ რიგში გააკეთე ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ გადადი ნაკლებ მნიშვნელოვანზე და ა. შ.
  6. შეინარჩუნე სასწავლო სივრცე მოწესრიგებულად. უწესრიგობა ყურადღებას ფანტავს.
  7. იპოვე შესაფერისი სასწავლო გარემო. იდეალურად, გარემო უნდა იყოს თავისუფალი ყურადღების გადამტანებისგან, წყნარი და ისეთი ადგილი, სადაც გაშლი ქაღალდებსა და წიგნებს. ყველაზე კარგია, თუ არ ისწავლი საწოლში, რადგან შეიძლება უფრო დაიღალო და ძილი მოგინდეს.
  8. მიეცი საკუთარ თავს სწავლის შესვენებები, განსაკუთრებით თუ სწავლა ხანგრძლივად გიწევს. კარგია, თუ საკუთარ თავს დაახლოებით ყოველ საათში 5-10 წუთით შეასვენებ.
  9. გაუფრთხილდი ჯანმრთელობას. დაღლილობა, შიმშილი ან ავადმყოფობა აძნელებს ეფექტურ სწავლას. გამოიძინე ადეკვატურად და ივარჯიშე ყოველ დღე.
  10.  დააჯილდოვე საკუთარი თავი კარგი მუშაობისთვის. მცირე ჯილდოც კი კარგი მოტივატორია.
  11.  კლასის დაწყებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს. როგორც წესი ამას ძალიან მცირე დრო სჭირდება და გეხმარებათ კლასისთვის მომზადებაში.
  12. თითოეული საგნისათვის ძირითადი იდეები ბარათებზე გადაიტანეთ და გადახედეთ მათ. ბარათების (ან ფლეშქარდების) გამოყენება შესანიშნავი გზაა ინფორმაციის გადახედვისა და ცოდნის შემოწმებისათვის.
  13. თუ  კარგად ითვისებ ჯგუფურად, კურსელებთან ერთად ჩამოაყალიბე სასწავლო ჯგუფი.
  14.  არ შეგეშინდეს კითხვების დასმის. ნახავ, რომ თუ რამეს ვერ გაიგებთ, ინსტრუქტორების უმრავლესობა სიხარულით აგიხსნის უფრო სრულყოფილად. შეიძლება, რომ  შენს კლასელებსაც იგივე კითხვები  გაუჩნდეთ.
  15. როდესაც გამოცდისთვის სწავლობ, წარმოიდგინე იმ ტიპის კითხვები, რაც შეიძლება გამოცდაზე მოვიდეს და შემდეგ – თუ როგორ უპასუხებ მათ. თუ ეს არ შეგიძლია, ალბათ უფრო მეტი მეცადინეობაა საჭირო.
  16. დარწმუნებული იყავი, რომ ახერხებ სტრესის დონის მენეჯმენტს. გაარკვიე რა გეხმარება “სტრესის მოხსნაში”, იქნება ეს ვარჯიში, რელაქსაციის მეთოდები, წყნარი მუსიკა თუ სხვა რამ.
  17. თუ სტრესის, მრისხანების ან პირადი საზრუნავის  მენეჯმენტს ვერ ახერხებ, ეწვიე კონსულტანტს. იგი დაგეხმარება აღმოაჩინო რა არის შენთვის საუკეთესო საშუალება სტრესის მენეჯმენტისათვის. კარგი იქნება, თუ ეწვევი უნივერსიტეტის კონსულტაციებისა და ფსიქოლოგიური სერვისების განყოფილებას.
  18.  ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ რომ ამოისუნთქოთ! კოლეჯი შეიძლება იყოს გასართობა და დასაფასებელი გამოცდილება!


Originally posted on Gijmaj-Press:

მათთვის, ვისაც სწავლა კემბრიჯის უნივერისტეტში უნდა, და საამისოდ სასწავლო გრანტს ეძებს, შეუძლია ამისათვის გამოიყენოს გეიტსის კემბრიჯის სტიპენდია. ყოველწლიურად ბილ გეიტსის ფონდიდან გარკვეული თანხა გამოიყოფა სწავლასმოწყურებული ახალგაზრდების დასაფინანსებლად.

Cambridge University

Cambridge University

სტიპენდია განკუთვნილია ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქისათვის (გარდა გაერთიანებული სამეფოსი), და არც ასაკობრივი შეზღუდვა აქვს.

მისი მთავარი მოთხოვნებია:

იმისათვის, რომ გეიტსის სტიპენდია მოითხოვოს, კანდიდატს

- შეუძლია საბუთები შეტანილი ჰქონდეს კემბრიჯის ნებისმიერ სპეციალობაზე (განსხვავებით ჩვენი ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდიისგან, რომელიც უნივერსიტეტებში მხოლოდ განსაზღვრულ ფაკულტეტებზე სწავლას აფინანსებს)

- შეიძლება უნდოდეს სწავლა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სასწავლო პროგრამაზე:

  • PhD (three year research-only degree)
  • One year postgraduate course (e.g. MPhil, LLM, MASt, Diploma, MBA etc.)
  • MSc or MLitt (two year research-only degree)
  • MBBChir Clinical Studies (four year postgraduate degree)

- ამას გარდა, იგი ჩვეულებრივი სააპლიკაციო პროცედურის გავლით უნდა ჩაირიცხოს კემბრიჯის ზემოთჩამოთვლილ სამეცნიერო ხარისხის პროგრამებში. ფონდი არ უზრუნველყოფს სტუდენტების ჩაიცხვას, იგი მხოლოდ სწავლას უფინანსებს.

- მზად უნდა იყოს კემბრიჯის იმ კურსისათვის, სადაც შეაქვს განაცხადი და აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის მიერ წაყენებულ ყველა პირობას (მაგ. აკადემიური…

View original 274 more words

“მთავარი” ვიპოვე!!!


ეს-ეს არის წავაწყდი ნიკოლო მაკიაველის “მთავარის” ელექტრონულ ვერსიას. ეს ის წიგნია, რომელზეც რამდენიმე ხნის წინ ვწერდი: რომ ერთ ნაცნობს ვათხოვე, მან კი ფაქტიურად იჩუქა!

ამ პდფ ფაილის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ კიდევ უფრო მომინდა ჩემი დაკარგულ ყდამოგლეჯილი მეგობრის პოვნა….

მათთვის, ვისაც სურს “მთავარის” წაკითხვა, აქვე ავტვირთავ. წაიკითხეთ და გამიზიარეთ “მიზანი ამართლებს საშუალებას” – ეს ყბადაღებული მაკიაველიზმი მართლა გულისხმობს ნებსმიერი მეთოდის გამოყენებას თუ არა.

ესეც  მაკიაველის “მთავარი”