“მა რად მინდა ეს კურტუმა”

დღეს ჩემი ფეისბუქის მეგობრის სტატუსი მომხვდა თვალში:

ოლოლო ლევან, ვერ გამოიცანი. 3 წელზე ადრე იყო, პირველად თბილისის ფორუმზე  დაიდო 2007 წელს.  :)) გუგლმა “მა რად მინდა ეს კურტუმა”-ს სულ 7 შედეგი ამოაგდო 2 ვებსაიტისთვის. ერთი უკვე ხსენებული ფორუმია, მეორე კი ლიტერატურული საიტი ურაკპარაკი.

 

წავიკითხე ლექსი… და გამახსენდა, რომ მაშინ ბევრი ვიცინე ლექსის შინაარსზეც და მისგან გაბრიყვებულ საზოგადოებაზეც :) )  გასული წლების განმავლობაში კიდევ ბევრჯერ დაკოპირდა. ბევრმა მართლა დაიჯერა, ბევრმაც ზუსტად ისე მიიღო როგორც იყო დაწერილი – არასერიოზულად, სასაცილოდ :) )

როდესაც apsny.ge-ზე დასქრინშოთებული “მა რად მინდა ეს კურტუმა” ვნახე, მაშინვე 2 რამ დავსერჩე:

1. რომელ საიტებზე შეიძლებოდა ამ ლექსის პოვნა

2. ვინ იყო ოლეგ პანფილოვი

მახსოვს რამდენჯერმე მასმედიაში გაიჟღერა ამ სახელმა. გუგლმაც “მიკარნახა”, რომ ეს ძალიან ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ილიაუნის პროფესორია. ესეც მისი დამსახურებების არასრული ჩამონათვალი:

2009-…. - профессор Государственного университета Илии, Грузия;

2009-…. - автор и ведущий программы, телеканал ПИК, Грузия;

2006-2009 - преподаватель спецкурса «Экстремальная журналистика» – Международный университет (в Москве);

2000-2010 директор – Центр экстремальной журналистики Союза журналистов России;

1994-2010 - свободный корреспондент, автор и ведущий программы «Власть и пресса», автор программы “Время и мир” – радиостанция «Свобода», Прага;

1994-2000 - руководитель службы мониторинга – Фонд защиты гласности, Москва;

1995-1998 - первый заместитель главного редактора – журнал «Центральная Азия», Лулео, Швеция.

- ოჰო, – გავიფიქრე – ნეტავ რა ხდება? ასეთი ცნობილი ადამიანის ყურადღება ლექსმა რით დაიმსახურა? ლიტერატურული ღირსებებით? აჰ, სტატიაში პანფილოვი აციტირებს, როგორც ქალაქური ფოლკლორის ნიმუშს. ნაბეჭდი სახითაც კი აქვს დადებული. კიდევ დავაკვირდი და შევამჩნიე: განხვავება გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ამ ლექსს შორის ნათელია – ფოტოები ძველია (ეტყობა ფერებზეც), ტექსტი კი – დასკანერებული ან დასქრინშოთებული sylfaen-ში აკრეფილი სტრიქონები.

აი, აქ მაგრად გადავიხარხარე.

საიდან მოიტანა რომ ქალაქური ფოლკლორია?

თურმე რა ხდება: ურაკპარაკზე წამძღვარებულ “წინასიტყვაობაში” წერია:

ქალაქური ფოლკლორის თაყვანისმცემლებისათვის – მოულოდნელი აღმოჩენაა. ჩემს სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას ხელნაწერთა ინსტიტუტში ახალი ნიმუშები აღმოვაჩინე. ჩემმა ხელმძღვანელმა მირჩია, რომ ლიტერატურის მცოდნეთათვის გამეცნო, რათა  კმათი აზრების გათვალისწინებით დამედგინა ამ ნიმუშების ლიტერატურული ღირებულება და შესაბამისად, გამეგრძელებინა თუ არა საკითხის ამ კუთხით გაშლა.
წაიკითხეთ და მირჩიეთ რა ვქნა, თვქენი აზრი მნიშნელოვანია.

ბატონო ოლეგ, კინტოების შესახებ დაწერილი (ან დაწერის პროცესში მყოფი) არანაირი ნაშრომი არ არსებობს!!! არც ის ადამიანია, რომელიც იკვლევს თბილისის აბანოებში მიმდინარე მამათმავლობის სცენებს, პოზებს და მიდრეკილებებს! ლექსი დაიწერა საღადაოდ, ურაკაპარაკზეც დაიდო საღადაოდ, მესმის მათი ვინც ადეკვატურად ანუ არასერიოზულად აღიქვა… და ძალიან არ მესმის მისი, ვინც სერიოზულად, ინფორმაციის წყაროდ იყენებს. :)

ბატონო პანფილოვ, თუ არ იცით აქ გეუბნებით რომ ურაკპარაკი კვლევისათვის სანდო წყარო არ არის! აქ გამოქვეყნებული ნაწარმოებების 99% ადამიანების ორიგინალური შემოქმედების ნაყოფია. აქაური შაირ-კაფიები ზოგი ნიჭით ბრწყინავს (მცირე ნაწილი). ზოგი აბსოლუტური დებილიზმია (ეს უმრავლესობას ეხება), ზოგი – სხვებზე ბალღამის გადმონთხევის საშუალებაა, ზოგიც – ეპატაჟისთვის შექმნილი.

ე.წ. ბლუ არტურაც ლევან სეფისკვერაძის შემოქმედებითი “გმირია” (თუ შეიძლება გმირი ეწოდოს ტრაკის მიმცემ კინტოს).  კურდღლისტუჩა – ნიკის არასერიოზულობამ მაინც არ დაგაფიქრათ? :) )) თანაც, სად შეიძლება გენახათ ქალაქური ფოლკლორის ნიმუშები თუ არა მტვერდადებულ წიგნებში? იოსებ გრიშაშვილთან მაინც… ცოტაოდენი დროის დახარჯვა ღირდა იმის გამოსარკვევად, თუ რომელ გამოცემაში იყო ლექსი დაბეჭდილი. ბოლოსდაბოლოს, უდროობის საპატიო მიზეზით, “კურდღლისტუჩასთან” დაკონტაქტებაც შეიძლებოდა – კითხვით მიმართვა წყაროს დასაზუსტებლად!

ძვირფასო ბლოგერებო, ყველას, ყველას, ყველას!!! ვისაც დიდი მწერლობის ან ბლოგერების პრეტენზია გაქვთ, ან უამბიციოდ პოსტავთ “უცოდველ” აზრებს!!! როდესაც ლიტ.საიტებზე ან ნებისმიერ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მსგავს მარგალიტს გადააწყდებით, სადაც არ არის მითითებული გამოცემის წელი, წიგნის სახელი – და მის გამოყენებას გადაწყვეტთ – აუცილებლად დაეკონტაქტეთ პოსტის ავტორს. 

როდესაც ონალინ პიარს ვსწავლობდი, ჩემი პროფესორი დაუღალავად გვიკიჟინებდა, რომ ფართო აუდიტორიისთვის წერა დიდი პასუხისმგებლობაა; რომ თითოეული ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს და ავტორი, წყარო მიეთითოს. თუ ეს არის ვებ-გვერდი, უნდა დაილინკოს – დაინტერესებული  მკითხველი გადადიოდეს პირველწყაროზე. ფოტოს შემთხვევაშიც საჭიროა მისი პირველადი ლინკის და ფოტოგრაფის სახელის ჩასმაც. წიგნიდან ციტატაც, ანალოგიურად, უნდა შეიცავდეს ავტორს, დასახელებას, გამომცემელს). ყოველ ახალ პოსტში აუცილებლად ამოწმებდა მსგავს “დეტალებს” და ყოველ ლექციაზე კიდევ ერთხელ გვახსენებდა, რომ დეზინფორმაცია მკითხველის უნდობლობას და, შესაბამისად, მის დაკარგვას იწვევს!

აქედან გამომდინარე, როდესაც ონლაინ სტატიებს ვკითხულობ, მოველი რომ მათი ავტორები: 1. გამოაქვეყნებენ სანდო ინფორმაციას; 2. აუცილებლად მიუთითებენ პირველწყაროს. ეს არის პროფესიონალური მიდგომა. რაც უფრო ცნობილია ჟურნალისტი, მით უფრო მეტად მჯერა რომ მისი სტატია ან პოსტი ამ ელემენტარულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

პატივი ეცით საავტორო უფლებებს და ნუ გაუცრუებთ ნდობას მკითხველებს! წინააღმდეგ შემთხვევაში სწორედ “ოლეგ პანფილოვის სინდრომი” დაგემართებათ – საკუთარი სტატიის გაბანძება! გინდათ სხვისი დასაცინი გახდეთ? გინდათ საკუთარი რეპუტაცია სხვის იუმორს უმსხვერპლოთ?…

———-

ესეც თავად ლექსი, მთელი თავისი დიდებულებით.

ეს ლექსი შაჰქმნილია ტფილისელი კინტოს, ვინმე ბლუ არტურას მიერ მე 19-ე საუკუნის ბოლოს. სიმღერა იმღერება აშუღურ მოტივებზე და შესაბამისად დუდუკის თანხლებით. 

მა რად მინდა ეს კურტუმა
თუკი გაცს არ გამაადგა?
მაშინ მოკვდეს ბლუ არტურა
თუ ძმაბიჭებს არ წაადგა.
ძმანო ყველამ ვიდღეგრძელოთ
კაცს უკნიდან ვინც მაადგა
ყველა ბოლოს გამართლდება
ჩვენს ნათელ გზას ვინც დაადგა.

მისამღერი:
სილამაზის ტრფიალება მეკურტუმის ვალია
ყველა კაცი შინაგანად ნართის მრთველი ქალია
თვით ტფილისის ღენერალმა ჩვენი ჭიქით დალია
თანაყოფა სიამეა, უკაცობა გალია.

P.S. ლევანს კიდევ ერთი ლექსი აქვს, მსგავსი შინაარსის. და სადმე მსოფლიო მნიშვნელობის ფოლკლორისტის ნაშრომში ხომ არ ჩაგვეკვეხებინა? :) ))

P.P.S. სტატიაში წარმოდგენილი ლექსის რუსული თარგმანი მომეწონა :)

Two lectures on Thursday

CIE is pleased to invite you to attend two different lectures on Thursday, 26 January. First lecture will be held at 3:00pm on Making a Good Impression on Interviews  by CIE Adviser. The second lecture will be held at 6:00 pm. on Hult Business School  by Asija Safigulina.
You are all welcome to attend!

Address:

Center for International Education

(Soros Foundation Building)

10, Chovelidze str.

Tel: (995 32) 25 26 15

 

Best,

Tamar Karchava

10 დღიანი უფასო ექსკურსიები ისრაელში

ისრაელის საელჩოსთან არსებული ისრაელის კულტურის ცენტრი იწყებს ახალგაზრდების შეკრებას, ზაფხულის “ტაგლიტ”-ის პროგრამაზე!!!
ვისაც სურვილი აქვს სრულიად უფასოდ 10 დაუვიწყარი დღე გაატარის ისრაელში, არის 18–დან 26 წლამდე ებრაელი ახალგაზრდა (დედით, მამით, ბებიით, ბაბუით და ამის დამტკიცება დოკუმენტებით შეუძლია), შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და ზაფხულში გაემგზავროთ ისრაელში!!!!!

საჭირო საბუთები: მონაწილეს პირადობის და დაბადების მოწმობა, მისი ორივე მშობელის პირადობის, ქორწინების და დაბადების მოწმობები (თუ აქვთ). და იმ ბებიის ან ბაბუის საბუთები, რომელი მხრიდანაც ” მოდის” ებრაელობა. ნუ რათქმაუნდა ამ საბუთებში სადმე მაინც უნდა იყოს ეროვნება “ებრაელი”. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ნამდვილად იცის თავის ებრაელობაზე, მაგრამ არა აქვს საბუთები (ძალიან ხშირად ხდება ეს), მაინც უნდა მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს და ისინი მაქსიმალურად დაგეხმარებიან თუ საიდან და როგორ შეიძლება დამადასტურებელი საბუთების აღება.

ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ტელ: 5 79 221283 ნინა

“ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი”, ანუ ძალადობის პოეზია

Youtube-ზე “ყივჩაღის პაემანის” ახალი ჩანაწერი მოვისმინე. ლევან ხურციას დინჯი ხმა სვენებ-სვენებით ყვება სევდიან ამბავს. ყოველ სიტყვაზე პაუზას აკეთებს, თითქოს დიდ ჯაფას ეწევა. მოუსმენ და ტირილი მოგინდება.

როგორ განსხვავდება გიორგი ლეონიძის ომახიანი ვერსიისგან, რომლის დროსაც ძარღვებში გამოუცნობი გრძნობა დაგივლის. აგაჟრიალებს, ჩამოგაჟრიალებს… სადღაც გულთან ახლოს მოგიღუტუნებს და მიხვდები რომ სიტყვის მონა ხარ. ემოციური ფრაზები გონებაში იჭრებიან, შენი ბურძგლომეტრი ყველანაირ საზღვარს გადადის… ყოვჩაღის პაემანის კულმინაციისას კი ექსტაზში ვარდები:

“ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,

შემოვამტვერე გზები ტიალი,

მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,

ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი.”

ემოცია იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება ოფლში გახვითქული ცხენის თქარათქურიც შემოგესმეს და დაინახო, როგორ მიიჩქარის სატრფოსაკენ შეყვარებული ყივჩაღი.

როგორც ამბობენ, გენიალური ლექსია. გაიძულებს, თითოეული სიტყვა თავში ჩაიბეჭდო და უსასრულოდ გაიმეორო:

“ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს…”

“მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები…”

“ნეტამც ბადაგი არ დამელია

და იმ დღეს ხმალი არ ამელესა”

“ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!”

“მაგრამ თვითონაც დაილეწება,

დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,

მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,

თავი შუაზე გადამიჩეხა!”

მშვენიერი ნაწარმოებია, მუსიკალურიც, ძარღვიანიც, ნიჭიერად დაწერილიც. თუმცა ძალადობისა და სისხლისღვრის პირდაპირი პროპაგანდაა. ეს არის ამბავი კაცისა, რომელიც სხვის ცოლს ადგამს თვალს და სიკვდილის შემდეგაც ეპოტინება. ფეხებზე იკიდებს ქალის გრძნობებსაც, მისი ოჯახის ღირსებასაც და ბადაგით გონებაარეული ძალით დაპატრონებას ცდილობს. სანაძლეოს დაგიდებთ, მთელი ქართულენოვანი საზოგადოება თანაუგრძნობს “სიყვარულის გამო” აჩეხილ ყივჩაღს.  “ყივჩაღის პაემანის” ხსენებისას ხმალმოღერებული, გახვითქულ ცხენზე მჯდარი, ვნებითა და სასმელით  მთვრალი მამაკაცის ასოციაცია ჩნდება. ყველას მოსწონს მისი “ვაჟკაცობა” და ის შემართება, რომელიც იარაღმომარჯვებულს სასურველი ქალის დასაუფლებლად მიერეკება. არის ეს პატივსაცემი? ჰკითხეთ საკუთარ თავს: მე რომ ის ქალი ვიყო, დავნებდებოდი გონებაარეულ, ვნებით გათანგულ უცხო კაცს? მე რომ ქმარი ვიყო, დავუთმობდი ცოლს ვიღაც გადამთიელს? და თუნდაც ვინმე სხვა, განზე მდგომი ადამინი ვიყო, გულგრილად შევხედავდი ამ ყველაფერს?

აღიარებთ თუ არა, “ყივჩაღის პაემანი” საზოგადოებაში ძალადობრივ კულტურას ამკვიდრებს. იგი გვიჩვენებს, რომ ქალი უპიროვნებო არსებაა, მამაკაცის საკუთრება, რომელსაც აზრის, გრძნობების გამოვლენის უფლება არ აქვს. იგი მხოლოდ მამრის პრიმატს აღიარებს. მდედრი დაჩაგრულია, მის მიერ ინდივიდუალიზმის დემონსტრირება – წარმოუდგენელი. ლექსში ორი მოქმედი პირია: ყივჩაღი და ქმარი – მოძალადე და მკვლელი; ოჯახის მყუდროების დამრღვევი და ოჯახის ღირსების დამცველი. ეს არის სისხლით სავსე სამყარო, ჭეშმარიტი გრძნობების სასაფლაო. მკითხველი – პასიური და გულგრილი მაყურებელია, მიკერძობული მოსამართლე.  მის შეცდომაში შეყვანას “სიყვარულის სახელით” შლეგი ყივჩაღი იოლად ახერხებს.

ამგვარად მკვიდრდება ღირებულებები, რომლებიც სიყვარულის რომანტიკასა და ძალადობრივ ქმედებას ერთმანეთთან აიგივებს; ჩაგვრას გრძნობების სიმძაფრით ამართლებს. ამიტომ ხდება, რომ გამვლელები გულგრილად უვლიან გვერდს შუა ქუჩაში გაჩერებულ წყვილს: გოგოს თავი ჩაუღუნავს და უსასოოდ ლუღლუღებს. ბიჭი თავზე დაღრიალებს და უაზრო ეჭვიანობით შეპყრობილი მობილურს უმტვრევს. ისინი შემდეგაც გააგრძელებენ ურთიერთობას, დაქორწინდებიან. კაცი დაბრუნდება ხოლმე სახლში ოფლიანი, ბრაზიანი. ცოლი კი ყოველთვის დაახვედრებს ცხელ საჭმელს და აიტანს უსაფუძვლო ბრალდებებს – “ბავშვების გულისათვის”; უფრო კი იმიტომ, რომ ეშინია “რას იტყვის ხალხი”; და იმიტომაც რომ იცის “იმსახურებს” ძალადობას, ლანძღვა-გინების კორიანტელს, დამცირებასა და შეურაცხყოფას.

“ყურღანებიდან აფრენილი გნოლებით” იწყება დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება. ისინი ერის ქვეცნობიერში ქმნიან დანაღმულ ველს. ეს ფეთქებადსაშიში ტერიტორიაა. თითოეული “გნოლის აფრენა” დამახინჯებული აღქმა, არასწორად განვითარებული ფსიქიკა და ზღვარგადასული ფანტაზიაა. “ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი”-ც ანტირელიგიური ამბოხია. არა, ამბოხის წინააღმდეგი კი არ ვარ. პირიქით – მივესალმები, თუ პოზიტიური ცვლილების მომტანია და საზოგადოებას განვითარების ახალ მიმართულებას უჩვენებს. ამ შემთხვევაში კი დეგრადაციისკენ მიჰყავს ეთნოფსიქიკა. ლექსების კითხვა საჭიროა – ერთგვარი სულიერი საზრდოა. მაგრამ უნდა ვიკითხოთ არა მხოლოდ თვალებით, ან ემოციებით, არამედ – გონებითაც. ბრმა პატრიოტიზმი, ფორმების ტრფიალება “ყივჩაღის პაემნამდე” მიგვიყვანს. ეს კი თავგაჩეხილი სიკვდილია.

ძალადობა: თეორია და პრაქტიკა

 

კონფლიქტოლოგიაში არის თეორიები, რომლებიც მის წარმომშობ მიზეზებს ხსნიან და მიდგომები, რომლებსაც კონფლიქტის საპასუხოდ იყენებენ. გარემოებების მიხედვით შეიძლება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში კონფლიქტების საპასუხო ესა თუ ის მეთოდი იყოს გავრცელებული. მაგალითად, ერთგან შუამავლობა (ანუ მედიაცია), სხვაგან – ომი, შეიარაღებული დაპირისპირება და ა.შ.

არაძალადობა (რა უხერხული სიტყვაა არა? J ) ერთ-ერთი მათგანია. ეს ნიშნავს გამოწვევაზე მშვიდობიან პასუხს, იარაღსა და აგრესიაზე უარის თქმას. ზოგისთვი ეს შეგნებული არჩევანია, სხვისთვის – გარდაუვალი აუცილებლობა. არსებობს მისი სხვადასხვა ფორმები: მშვიდობიანი საპროტექტო აქციები, გაფიცვა, შიმშილობა, კონკრეტულ სუბიექტთან თანამშრომლობაზე უარის თქმა (იქნება ეს მედია-საშუალება, პოლიტიკური პარტია თუ სხვა სახის ორგანიზაცია) და ა.შ. არაძალადობის ერთ-ერთი ხიბლი იმაშიცაა, რომ მას არ სჭირდება რესურსები და მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გარდა ამისა, ამ შემთზვევაში ხდება ყურადღების გამახვილება პრობლემაზე და არა აგრესიულ აქტზე. თუმცა არაძალადობის შედეგიანობის საკითხი კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული. შეიძლება ეს მეთოდი პოლიტიკურ კონტექსტში ეფექტური იყოს, სხვა სახის კონფლიქტებისას კი… რა გითხრათ…

 

აი მაგალითად, ტიპიური ქართული  სიტუაცია: თბილისი თავისი გამჭვირვალე კედლებით, რომელიც მეორე ოჯახის საძინებელს აშიშვლებს. ეს ის არ არის რაც თქვენ იფიქრეთ. J ანუ მინის კედელი საიდანაც ორი ადამიანი სექსუალური ფანტაზიების ხორცშესხცა ჩანს :D არა, ეს ულტრათხელი კედლებია (ოლვეის ულტრასთან ხომ არ წავიდა ასოციაციები? :D ), საიდანაც დაჩურჩულებაც კი კარგად ისმის. საძინებელი ოჯახის ყველაზე ინტიმური ადგილია არა მხოლოდ სექსუალური თვალსაზრისით. აქ მიმდინარეობს ყველაზე მძაფრი ვნებათაღელვა, გრძნობების, აზრების, ყველაზე დაუფარავი გადმონთხევა. აქ ორს ჰგონია, რომ მარტოა და ემოციებს, ჩანაფიქრებს გასაქანს აძლევს. ყველაზე გულწრფელად საძინებელში გამოთქვამენ პოლიტიკურ შეხედულებებს, ყველაზე თამამად აქ აქებენ ან აძაგებენ ადამიანებს, აქ ანთხევს სიყვარულს ან ბალღამს ბედნიერი (ან უბედური) მეუღლე…

 

მეც მხვდა “ბედნიერება”, ვყოფილიყავი მსგავსი სამეზობლო “სიამტკბილობის” უნებური მოწმე. ჩემი ოთახი ესაზღვრება მეორეს, საიდანაც ყოველდღიური მრავალფეროვანი დიალოგების მოსმენა მიწევს. მინდა თუ არა, სხვადასხვაგვარი ხმები მიყვებიან ამბებს. პატარა წვნიკი ხმა ხან გაკვეთილებს სწავლობს, ხან ჭირვეულად იხვეწება მაგნიტოფონის ხმის დაწევას, ხან კი უბრალოდ ჭინჭყლობს, იცინის… ბავშვია, სხვა რა უნდა აკეთოს… აი მისი და კი.. თუ კარგ ხასიათზეა მაშინ წყნარადაა, გაავებული კი… მტრისას… არც მტერს ინდობს, ან მოყვარეს… ოჯახის კიდევ ერთი წევრის ხმა ხშირად არ ისმის. ჩუმად იგროვებს გულში ყველაფერს. სულ ორჯერ შემომესმა მისგან – ერთი ძალიან გამწარებული კიოდა თუ ტიროდა, მეორედ ისევ საკუთარ ტკივილზე ჩიოდა… ოჯახის დიასახლისიც იშვიათი ეგზემპლარია. დედაა და საკუთარი შვილები ბუნებრივია რომ უყვარდეს. ხშირად ეალერსება, მაგრამ უფრო ხშირად გამკივანი ხმით დაჰკივის. მისი რისხვის მიზეზი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: გაუგებარი გაკვეთილები, გაურეცხავი ჭურჭელი, უბრალო საყოფაცხოვრებო წვრილმანი…

ყველაზე რთული შემთხვევა მაინც ქმარია, რომელიც დილა-საღამო დაუზარებლად ჩხუბობს. იქნება ეს შვილის მიერ მიღებული დაბალი ნიშანი, ცოლის სათხოვარი საოჯახო საქმეზე თუ ნებისმიერი სხვა რამ. აი მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ მეუღლეებმა ერთმანეთს “მადლიერების დღე” მოუწყვეს. კამათი დილით ადრე დაიწყო, როდესაც ნამთვრალევმა ქმარმა აღმოაჩინა, რომ ლოგინში რაღაცაგაუხდელი იწვა (თავად არ დაუკონკრეტებია ეს “რაღაც” რა იყო, შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ საკუთარ ფანტაზიას :D ) ერთი-ორი შეპასუხების შემდეგ საკმაოდ აგრესიულ დიალოგზე გადავიდნენ თუ ვინ რისი მადლიერი უნდა ყოფილიყო მეორისა. ციტირებას არ მოვყვები, ალბათ თავადაც იქნებოდით მსგავსი სცენის მოწმე. ეს იყო ყველაზე არასასიამოვნო, დამთრგუნველი საუბარი… თუმცა ჩხუბი ტელეფონის ზარმა ნაადრევად გაწყვიტა. ქმარს სამსახურიდან დაურეკეს და იძულებული გახდა წასულიყო. თორემ სხვა დროს ცოლ-შვილის ცემა-ტყეპამდეც კი მისულა საქმე. მსმენია განწირული კივილი, ბავშვებისაც და დედისაც, როცა ცდილობდა მათ გადაფარებოდა და ქმრის დარტყმებისაგან დაეცვა. მოკლედ, ადგილი აქვს ოჯახური ძალადობის ინტენსიურ და მრავალფეროვან გამოვლინებას.არის მოძალადე მამა, დედა, გარკვეულწილად ერთი შვილიც. ერთმანეთში მუდმივი კამათი, ცემა-ტყეპა, აგრესია აქ ჩვეულებრივი ამბავია.

აი მოვიდა ჩემი არაძალადობის დროც. ამ მიდგომის თანახმად, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი ნებით თუ უნებლიედ უარს ამბობ იგივე მეთოდით პასუხზე. მამა ურტყამს შვილს. შვილი წინააღმდეგობას არ უწევს. რა შედეგს მოიტანს? შეწყვეტს მამა დავიდარაბას? მეტად აღარ გაიმეორებს?… რა შეცვლის ამ სიტუაციას? მამა ერთი ნერვული კაცია, რომელიც თავის უსასოობას ოჯახზე იყრის. დედა – ცხოვრებით გატანჯული ადამიანი. შვილები სიტუაციის მსხვერპლნი არიან – ჯერჯერობით. პერსპექტივაში კი მათი როლი შეიძლება შეიცვალოს მტაცებლისკენ ანუ თავად გახდნენ ოჯახური კონფლიქტების ინიციატორები.

სამართლებრივი თვალსაზრისითაც ოჯახური ძალადობა დანაშაულია, ასე არ არის? ცემა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია.  მე, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს, მეუბნებიან, რომ მსგავსი ფაქტების შესწრების შემთხვევაში სულ მცირე პატრულს უნდა დავურეკო. ეს არის სწორი ქმედება. ნებისმიერი კანონდარღვევა ჩემში პროტესტს და უკუქმედებას უნდა იწვევდეს. მაგრამ რა ხდება? ჩემი ინფორმაციის წყარო მხოლოდ გამჭვირვალე კედელია. მოქმედება მიმდინარეობს მის მიღმა. ოჯახს საკუთარი ვნებათაღელვა კარს გარეთ არ გამოაქვს. შეხვედრისას ყველა იღიმება და სასიამოვნოდ საუბრობს, თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად იყოს. ოჯახური ორომტრიალი საკუთარ კედლებს შორის მიმდინარეობს. კარის გაჯახუნებები, ღრიალი, ცემა-ტყეპა ალბათ მხოლოდ იმ მეზობლებს ესმით ვინც მათ ოთახებს უშუალოდ ესაზღვრება. შეიძლება გახდეს კედლის მიღმიდან მოსმენილი ხმები პატრულის გამოძახების საფუძველი?

 

დავუბრუნდეთ ისევ შედეგიანობის საკითხს. რას მოიტანს პატრულში დარეკვა? შეწყდება ძალადობა?…

კიდევ ერთი – დაარქვით გნებავთ უპასუხისმგებლობა, გნებავთ სხვა რამ, პირობითად – რატომ მე და არა სხვა? მე სულ რამდენიმე თვეა რაც აქ გადმოვედი, ისინი კი უკვე წლებია ცხოვრობენ. ყველა მეზობელი კარგად იცნობს და შესაბამისად, იციან რა ხდება. გამოდის – ისინიც თავს არიდებენ კონკრეტულ ქმედებას. ესენიც რომ არ ჩავთვალოთ, თავად ოჯახის წევრებსაც უნდა გააჩნდეთ პროტესტის გრძნობა არსებული სიტუაციის მიმართ. ხშირად გამიგონია ერთ-ერთი შვილის ზიზღით სავსე დამოკიდებულებები მამისადმი. რა მოხდება თუ ის თავად მოინდომებს საკუთარი უფლებების დაცვას? ან როგორ უნდა მოიქცეს თუ არ სურს მამას ღიად დაუპირისპირდეს?…

როგორც ხედავთ, უფრო მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხები. ძალადობის პრაქტიკული აღკვეთა გაცილებით რთულია, ვიდრე თეორეტიკოსები წარმოაჩენენ. კონფლიქტი მიმდინარეობს რიგი სოციალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ფაქტორების ფონზე. ჩვენს რეალობაში მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია. ალბათ გყავთ მეზობელი, მეგობარი, უბრალოდ ნაცნობი რომელიც გარემოების მსხვერპლი გამხდარა. ან უბრალოდ ყური მოგიკრავთ ანალოგიური ამბისთვის. როგორ მომხდარა მისი მოგვარება? რა სახით შეიძლება ჩარევა? რა შეიძლება იყოს დასაშვები და ამავე დროს ეფექტური ქმედება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში?

 

ვიპოვეეეეე!!!

რამდენიმე წლის წინ გიორგი ლეონიძის პოეზიის საღამოს დავესწარი. ეს არ იყო ლექსების მშრალი კითხვა, როდესაც  დაზუთხულ სტრიქონებს თუთიყუშივით იმეორებენ ხოლმე გაწვრთნილი დეკლამატორები. ეს იყო სტუდენტური სპექტაკლი. გოგლას ლექსებითა და მოთხრობებით მოქარგული ერთი საღამო, გაცოცხლებული გედია და მარიტა…  დეიდა მაიკო… ციციკორე… ქართული სოფელი….

მიუხედავად იმისა, რომ “ნატვრის ხე” თითქმის ზეპირად ვიცოდი, მაინც დიდი ემოცია მოიტანა… მეხსიერებაში ჩამრჩა რამდენიმე სცენა და სტრიქონები… სტრიქონები… გრძნობით გამოთქმული ლექსები, პროზაული ამონარიდები… ხასიათები…

განსაკუთრებით ერთმა ლექსმა შემიღიტინა :) დაამახსოვრდა მხოლოდ შესავალი. სახლში მოსულმა გადმოვქექე ლეონიძის პოეზიის კრებულები, მაგრამ ვერსად მივაგენი… სად იყო მაშინ ინტერნეტი… :)

წლები გავიდა…

და აი ახლა, სულ შემთხვევით როცა დავგუგულე, მთელი ტექსტი ვიპოვე :)

გაუმარჯოს გუგლს, ყველაზე უგუგლეს საძიებო სისტემას მთელ მსოფლიოში! :)

ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა როდესაც დიდი ხნის ნატვრა ცხადდება!

კვლავ რომ არ დამეკარგოს, ბლოგზეც დავდებ!

აი ისიც:

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს;
ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია?
მარტის ნიაღვარს ათქვირებულს გზები ჩაუხრავს;
უღრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია.
მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო;
ვის შევუერთდე, – შენი გული დაკეტილია!
ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრი მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?

 

პ.ს. უკვე დიდი ხანია აღარ მხიბლავს ლექსები სიყვარულზე, რომანტიკული განწყობები პოეზიაში. მაგრამ იდოს როგორც ასრულებული ოცნების ნიმუში. :) თუ ოდესმე თავადაც გიპოვიათ დიდი ხნის დაკარგული რამ (თუნდაც ნივთი) – გაგვიზიარეთ :)

 

რატომ ვეღარ ვწერ

როგორც ხედავთ, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლოგზე პოსტები თითქმის არ დამიდია. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე განცხადებას, რომელთა ფეისბუქის ფეიჯზე პირდაპირ გამოქვეყნება ვერ მოვახერხე. ჩაკვდა აქაურობა, არა? მიზეზი მარტივია – საქმეებზე გადავერთე :)

თბილისში ვარ და ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტებში. ვთანამშრომლობ რამდენიმე ორგანიზაციასთან, ვმუშაობთ ახალი იდეების განხორციელებაზე. ხანდახან ვზარმაცობ და ვცდილობ თავი დავარწმუნო, რომ კულტურული შოკი უკვე გადავლახე. :) ზოგჯერ მინდა ბლოგზე დავწერო, მაგრამ პოსტების დასრულებას ვეღარ ვახერხებ… სამაგიეროდ ხშირად ვაახლებ ფეისბუქის გვერდს სოციალურ მეცნიერებში მიმდინარე კონკურსების, სტიპენდიების შესახებ.

ბოლო დროს 2 დიდი აღმოჩენა გავაკეთე :)

1. სულ რამდენიმე ხანია გამოჩნდა ბლოგი სამართლის შესახებ, სადაც პროფესიონალი იურისტები დებენ ინფორმაციას. აქ შეიძლება ნახო სტატიები სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ, ან თავად გამოაქვეყნო პოსტი. ამ ბმულზე გაეცნობით გამოქვეყნებისათვის საჭირო პირობებს. წარმატებას გისურვებთ თქვენც და ბლოგის ავტორებსაც. :)

2. თოლია ჯონათან ლივინგსტონის ტექსტი – ქართული თარგმანი. რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჯონათანი არის თოლია, რომელიც თოლია საერთოდ არაა :) ეს სიმბოლური ტექსტია, სადაც შეიძლება საკუთარი თავიც ამოიცნო. არსებობს  ფილმიც, მაგრამ იმდენად თოლიური და სიმბოლურობა-დაკარგული, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ აღარ მოვინდომე მისი ცქერა. ესეც YouTube-ის ბმული:

საიდუმლოდ გაგიმხელთ, რომ თოლიას ქართულ თარგმანს ამ ბლოგის საშუალებით პირველად ვკითხულობ. ვისაც შეგიძლიათ წაიკითხეთ ორიგინალში, ან რუსულად. შთამაგონებელი, ამავე დროს ძალიან ლამაზი და მუსიკალური ტესტია. უზომოდ დიდი მადლობა ბლოგის ავტორს, რომელმაც ჯონათანის კიდევ ერთხელ გაცნობის სიამოვნება მომანიჭა. წაიკითხეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი – მართლა გენიალური მოთხრობაა თუ  მხოლოდ მე მეჩვენება ასე? :)

კვირის აღმოჩენა – ოღონდ სხვა განზომილების – ფილმია, სახელად “სხვა დედამიწა”.

შეიძლება ფანტასტიკად მოგეჩვენოთ… მაგრამ არა…. ის, მეორე პლანეტა, რომელიც სადღაც კოსმოსში არსებობს და სადაც შეიძლება ჩვენი პარალელური ცხოვრება მიმდინარეობდეს… არც ისე წარმოუდგენელია. ეს არის სინამდვილეშჲ ჩვენი მეორე მე-ს, ანდა “რა შეიძლება მომხდარიყო სხვა შემთხვევაში”-ს ჩვენება… მოგწონთ ასეთი ფილმები? თუ ჰოლივუდური კომედიები გირჩევიათ? :)

 

MA Program in Peace and Conflict Studies (starting 23 September 2012)

 

European Peace University – Private University (EPU)

Rochusplatz 1/Burg
A-7461 Stadtschlaining/Austria
phone +43-3355-43924

web: www.epu.ac.at, mail: epu@epu.ac.at,

 

We wish to invite you to join a select group of about 20 students from around the world in an intensive course in Peace and Conflict Studies at the European Peace University – Private University (EPU) in Stadtschlaining, Austria. The EPU is accredited by the Austrian Federal Ministry for Science and Research and the Austrian Accreditation Council.

LOCATION:

Stadtschlaining is a beautiful, small and quiet medieval town with a ca.  800-year old castle hosting a peace museum. It is situated in the foothills of the Alps, between Vienna and Graz and surrounded by hiking trails, with a hot spring and spa nearby. Classrooms and 44 single rooms with private bath are located in a new building, Haus International. Next to the castle there is a famous peace library with 30,000 books and many films, most of them in English.

COURSES:

All the courses are taught in English, by experts in their field from around the world.

MODULES:

Orientation Week

1st trimester (Fall):

  • Module 1: Introduction to Peace and Conflict Studies
  • Module 2: Global and Regional Conflicts
  • Module 3: Social Science Methodology

2nd trimester (Spring):

  • Module 4: Peace through International Law and International Cooperation
  • Module 5: State and Peace
  • Module 6: Socio-Economic and Ecological Dimensions of Peace
  • Module 10: Research Project (Part 1)

Academic Excursion

 

3rd trimester (Summer):

  • Module 7: Peace through Mechanisms of Conflict Resolution and Non-Violence
  • Module 8: Peace Potentials of Cultures and Religions
  • Module 9: Peace Education and Non-Violent Communication
  • Module 10: Research Project (Part 2)

Simulation Game

The 4th trimester is an internship trimester, the 5th trimester is dedicated to writing the MA Thesis.

Participation is possible in either the complete MA program, or in the Certificate Program, or in individual modules.

WHO SHOULD APPLY:

Students from any academic discipline interested in peace and conflict transformation.

REQUIREMENTS:

A first university degree (Bachelor Degree or international equivalent), proof of excellent knowledge of English (TOEFL test) and preferably some professional experience in a related field.

For participation in individual modules no university degree is required.

DEGREES:

Those who successfully complete the entire program (including MA Thesis and Defence) obtain an MA Degree in Peace and Conflict Studies.

Those who successfully complete one trimester obtain a Certificate Degree in Peace and Conflict Studies.

Those who complete individual modules obtain a Certificate of Attendance.

EUROPEAN CREDIT TRANSFER SYSTEM (ECTS):

The academic workload done at EPU is measured in ECTS credit points according to the Bologna System. This system facilitates acknowledgment of academic work and degrees within the European Higher Education Area.

The MA Degree in Peace and Conflict Studies counts for 120 ECTS. It entitles the holder to continue with a PhD at any given university, provided that the university accepts the candidate. For further information on allocation of ECTS to individual modules please see our website www.epu.ac.at .

COSTS:

MA Program:

€ 2 500 tuition per trimester (for 3 trimesters) + € 1 400 accommodation* per trimester +

€ 800 graduation fee (non-recurring).

Certificate Program:

€ 2 500 tuition per trimester + € 1 400 accommodation* per trimester.

Individual Module:

€ 835 tuition per module + € 465 accommodation per module.

*Accommodation in single rooms with private bath, W-LAN access, kitchen etc. in the student hotel Haus International (http://www.aspr.ac.at/hotels/hausint.htm). No meals included.

FOR MORE INFORMATION AND TO APPLY:

Please visit our website www.epu.ac.at .

If you have further questions please contact

Ms Anita Flasch epu@epu.ac.at,

Tel +43-3355-43924 (mornings)

MA Program in Peacebuilding (starting 23 September 2012)

 

European Peace University – Private University (EPU)

Rochusplatz 1/Burg
A-7461 Stadtschlaining/Austria
phone +43-3355-43924

web: www.epu.ac.at, mail: epu@epu.ac.at,

 

We wish to invite you to join a select group of about 20 students from around the world in an intensive course in Peacebuilding at the European Peace University – Private University (EPU) in Stadtschlaining, Austria. The EPU is accredited by the Austrian Federal Ministry for Science and Research and the Austrian Accreditation Council.

LOCATION:

Stadtschlaining is a beautiful, small and quiet medieval town with a ca. 800-year old castle hosting a peace museum. It is situated in the foothills of the Alps, between Vienna and Graz and surrounded by hiking trails, with a hot spring and spa nearby. Classrooms and 44 single rooms with private bath are located in a new building, Haus International. Next to the castle there is a famous peace library with 30,000 books and many films, most of them in English.

COURSES:

All the courses are taught in English, by experts in their field from around the world.

MODULES:

1st trimester (Fall):

Orientation Week

  • Module 1: Introduction to Peacebuilding
  • Module 2: Human Rights and Minorities
  • Module 3: Protection against Violence
  • Module 7: Social Science Methodology (Part 1)

2nd trimester (Spring):

Conflict Transformation Training

  • Module 4: Good Governance and Political Participation
  • Module 5: Socio-Economic and Ecological Development
  • Module 6: Orientation and Social Relation
  • Module 7: Social Science Methodology (Part 2)

Academic Excursion

3rd trimester (Summer):

  • Module 8: Final Module

Participation is possible in either the complete MA program, or in the Certificate Program, or in individual modules.

WHO SHOULD APPLY:

Students from any academic discipline interested in Peacebuilding.

REQUIREMENTS:

A first university degree (Bachelor Degree or international equivalent), proof of excellent knowledge of English (TOEFL test) and professional experience in a related field.

For participation in individual modules no university degree is required.

DEGREES:

Those who successfully complete the entire program (including MA Thesis and Defence) obtain an MA Degree in Peacebuilding.

Those who successfully complete one trimester obtain a Certificate Degree in Peacebuilding.

Those who complete individual modules obtain a Certificate of Attendance.

EUROPEAN CREDIT TRANSFER SYSTEM (ECTS):

The academic workload done at EPU is measured in ECTS credit points according to the Bologna System. This system facilitates acknowledgment of academic work and degrees within the European Higher Education Area.

The MA Degree in Peacebuilding counts for 75 ECTS. It is a consecutive MA Degree. This program is geared towards those who already have professional experience and would like to add academic knowledge to it. Students of this program do not aim for an academic career but will usually continue their careers in the field.

For further information on allocation of ECTS to individual modules please see our website www.epu.ac.at .

COSTS:

MA Program:

€ 2 500 tuition per trimester + € 1 400 accommodation* per trimester +

€ 800 graduation fee (non-recurring).

Certificate Program:

€ 2 500 tuition per trimester + € 1 400 accommodation* per trimester.

Individual Module:

€ 835 tuition + € 465 accommodation per module.

*Accommodation in single rooms with private bath, W-LAN access, kitchen etc. in the student hotel Haus International (http://www.aspr.ac.at/hotels/hausint.htm). No meals included.

FOR MORE INFORMATION AND TO APPLY:

Please visit our website www.epu.ac.at .

If you have further questions please contact:

Ms Anita Flasch

Mail: epu@epu.ac.at,

Tel.: +43-3355-43924 (mornings).

MA in European Peace and Security Studies engl. starting Fall 2012

 

European Peace University – Private University (EPU)

Rochusplatz 1/Burg
A-7461 Stadtschlaining/Austria
phone +43-3355-43924

web: www.epu.ac.at, mail: epu@epu.ac.at,

 

We wish to invite you to join a select group of about 20 students from around the world in an intensive course in European Studies at the European Peace University – Private University (EPU) in Stadtschlaining, Austria. The EPU is accredited by the Austrian Federal Ministry for Science and Research and the Austrian Accreditation Council.

LOCATION:

Stadtschlaining is a beautiful, small and quiet medieval town with a ca. 800-year old castle hosting a peace museum. It is situated in the foothills of the Alps, between Vienna and Graz and surrounded by hiking trails, with a hot spring and spa nearby. Classrooms and 44 single rooms with private bath are located in a new building, Haus International. Next to the castle there is a famous peace library with 30,000 books and many films, most of them in English.

COURSES:

All the courses are taught in English, by experts in their field from around the world.

MODULES:

1st trimester (Fall):

Orientation Week

  • Module 1: The European Integration Process as a Way to Peace in Europe
  • Module 2: Governance and Policy Making in the EU
  • Module 3: Social Science Methodology

2nd trimester (Spring):

  • Module 4: Europe in the International System
  • Module 5: The EU – Peace Power Europe?
  • Module 6: The EU and Global Markets
  • Module 10: Research Project (Part 1)

Academic Excursion

3rd trimester (Summer):

  • Module 7: European History, Society and Civilisation
  • Module 8: Transformation and Democratisation Processes in Central, East and South

East Europe

  • Module 9:  Regional Conflict Studies
  • Module 10: Research Project (Part 2)

Simulation Game

The 4th trimester is an internship trimester, the 5th trimester is dedicated to writing the MA Thesis.

Participation is possible in either the complete MA program, or in the Certificate Program, or in individual modules.

WHO SHOULD APPLY:

Students from any academic discipline interested in European Studies.

REQUIREMENTS:

A first university degree (Bachelor Degree or international equivalent), proof of excellent knowledge of English (TOEFL test) and preferably some professional experience in a related field.

For participation in individual modules no university degree is required.

DEGREES:

Those who successfully complete the entire program (including MA Thesis and Defence) obtain an MA Degree in European Peace and Security Studies.

Those who successfully complete one trimester obtain a Certificate Degree in European Peace and Security Studies.

Those who complete individual modules obtain a Certificate of Attendance.

EUROPEAN CREDIT TRANSFER SYSTEM (ECTS):

The academic workload done at EPU is measured in ECTS credit points according to the Bologna System. This system facilitates acknowledgment of academic work and degrees within the European Higher Education Area.

The MA Degree in European Peace and Security Studies counts for 120 ECTS. It entitles the holder to continue with a PhD at any given university, provided that the university accepts the candidate. For further information on allocation of ECTS to individual modules please see our website www.epu.ac.at .

 

COSTS:

MA Program:

€ 2 500 tuition per trimester (for 3 trimesters) + € 1 400 accommodation* per trimester +

€ 800 graduation fee (non-recurring).

Certificate Program:

€ 2 500 tuition per trimester + € 1 400 accommodation* per trimester.

Individual Module:

€ 835 tuition + € 465 accommodation per module.

*Accommodation in single rooms with private bath, W-LAN access, kitchen etc. in the student hotel Haus International (http://www.aspr.ac.at/hotels/hausint.htm). No meals included.

FOR MORE INFORMATION AND TO APPLY:

Please visit our website www.epu.ac.at .

If you have further questions please contact:

Ms Anita Flasch

Mail: epu@epu.ac.at,

Tel.: +43-3355-43924 (mornings).